x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ინტელექტი და ცნებები სხვადასხვა კულტურაში

image

კულტურა გავლენას ახდენს მრავალ კოგნიტურ პროცესზე, შესაბამისად, ინტელექტზეც. კულტურის მიხედვით, იცვლება ცნებების ჩამოყალიბების გზებიც, რაც ქმნის ერთი კულტურის ფარგლებში ცნების ჩამოყალიბების ან იდენტიფიკაციის პროცესების განხილვის საჭიროებას. შესაძლოა, ადამიანთა ჯგუფებს ეგონოთ, რომ ის, რაც ზედაპირულად ჩანს, ერთი და იმავე ფენომენის განსხვავებული გამოვლინებაა, მნიშვნელობა არ აქვს საქმე რას ეხება - ცნებას თუ ტესტირების შედეგს. განსხვავებები ინტელექტის ზოგად მაჩვენებლებში, შესაძლოა სწორედ კულტურულ განსხვავებებს ასახავდეს. ჰელმს ლორენცისა და მისი კოლეგების აზრით, ინტელექტის გაზომვისას გამოვლენილი განსხვავებები, შესაძლოა, განპირობებული იყოს განსხვავებებით კულტურულ კომპლექსურობაში, მაგრამ კულტურის კომპლექსურობის განსაზღვრა ძალიან რთულია. ყველა კულტურას თავისი თვალთახედვა გააჩნია, ამიტომ, შესაძლოა ის, რაც ერთი კულტურისთვის არის მარტივი და კომპლექსური, სხვა კულტურისთვის ასე არ იყოს.

ადამიანებს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს “იყო გონიერი". მაგალითად, ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კროსკულტურული კვლევა მაიკლ კოულსა და მის კოლეგებს ეკუთვნის. მათ ცნების ამსახველი გამონათქვამების კლასიფიკაციის მიზნით გამოკითხეს კპელეს ტომის წარმომადგენლები აფრიკაში. დასავლურ კულტურაში ზრდასრულ ადამიანებს კლასიფიკაციის დავალებას აძლევდნენ. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები იერარქიულად ახარისხებდნენ მიწოდებულ ცნებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ სხვადასხვა სახეობის თევზის ერთად დაჯგუფება და სიტყვით “თევზი" მათი გაერთიანება. შემდეგ თევზისა და ჩიტის “ცხოველის" კატეგორიაზე მიკუთვნება და ასე გაგრძელება იერარქიულად. შედარებით დაბალი ინტელექტის დონის მქონე ადამიანები ცნებებს ფუნქციურად ახარისხებენ. მაგალითად, თევზს მიაკუთვნებენ “საჭმლის" კატეგორიას, რადგან ადამიანები თევზს საკვებად იყენებენ. აგრეთვე, ტანსაცმელს უკავშირებენ სიტყვა “ჩაცმას", რადგან ტანსაცმელს ვიცვამთ. აღმოჩნდა, რომ კპელეს ტომის წარმომადგენლები ცნებებს ფუნქციურად ახარისხებდნენ. ფუნქციურ კლასიფიკაციას ისინი მაშინაც კი ანიჭებდნენ უპირატესობას, როცა მეცნიერები ცდილობდნენ სპონტანურად გადაერთოთ ისინი იერარქიული სახის დახარისხებაზე.

საბოლოოს, ერთ-ერთმა ექსპერიმენტატორმა კპელეს სთხოვა ცნებების დახარისხება ისე, როგორც ამას დაბალი ინტელექტის დონის ადამიანი გააკეთებდა. პასუხად, კპელეს ტომის წარმომადგენლებმა მარტივად შეძლეს დაეხარისხებინათ ცნებები იერარქიული პრინციპით. ამგვარად, ამ ადამიანებს მთელი ამ დროის მანძილზე შეეძლოტ იერარქიული პრინციპით დახარისხება, მაგრამ არ იყენებდნენ, რადგან ამ პრინციპს სულელურად მიიჩნევდნენ.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0