x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიყვარულის საიდუმლო

imageimageძალიან დიდი ხნის წინ, ძველ ტაძარში ერთი მოხუცი ცხოვრობდა. ტაძრის ეზოში ხშირად თამაშობდნენ ბავშვები და მათ შორის ერთი, ცელქობით და მხიარული ხასიათით, ყველასგან გამორჩეული იყო. ერთხელ, როდესაც ის ტაძრის კიბეებზე თამაშობდა, კიბეზე, მასთან ახლოს, 3 ბეღურა ჩამოჯდა. ერთმა თქვა:
– ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე მზე არის. მისი წყალობით ჩვენი სამყარო ასეთი მშვენიერია. მაგრამ, ადამიანები მიეჩვივნენ მის სინათლეს და მზეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვავენ.
ამის მოსმენის შემდეგ, მეორე ბეღურამ თქვა:
– არა, ყველაზე მნიშვნელოვანი – წყალია. წყლის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. მაგრამ, ადამიანები ისე შეეჩვივნენ მის ხელმისაწვდომობას, რომ საერთოდ არ აფასებენ.
და ბოლოს, მესამე ბეღურამაც ამოიღო ხმა:
– ის, რაც თქვენ თქვით, – მართალია. მზე და წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე, – ჰაერია. მის გარეშე, ყველანი დავიღუპებოდით.
ამ საუბრის მოსმენის შემდეგ, ბიჭი დაფოქრდა. მას აქამდე, მადლიერების გამოხატვა ჰაერის, წყლის და მზის მიმართ, აზრადაც არ მოსვლია... ის მოხუცთან გაიქცა და მოსმენილის შესახებ მოუყვა. ბავშვი დაღონებული იყო იმის გამო, რომ ადამიანები ასეთი უმადურები არიან და რომ, პატარა ფრინველები მათზე უფრო გაონიერები აღმოჩნდნენ.
მოხუცმა მას გაუღიმა და უთხრა:
– გილოცავ, შენ უდიდესი აღმოჩენა გააკეთე. მართალი ხარ! ადამიანებს მხედველობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამორჩათ. მაგრამ, მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომის პატიება შეიძლება... თუ ისინი სიყვარულს ისწავლიან.

ყველა ადამიანი მანკიერების მატარებელია და მისი თავიდან მოშორება, იმ შემთქვევაშიც კი, თუ მთელი ნებისყოფის მობილიზება მოხდება, შეუძლებელია. მის დასამარცხებლად, ღმერთმა ადამიანებს სიყვარული მოგვცა.

imageმხოლოდ სიყვარულით შეიძლება სრულყოფილების მიღწევა – მხოლოდ მასშია განვითარება.
სიყვარული – ღმერთისაკენ მიმავალი გზა არის. ღმერთი ყოველ ჩვენგანს არ ეცხადება, ის თავის ნაცვლად სიყვარულს გვიგზავნის.
სიყვარულის წყალობით, ადამიანები ერთმანეთს პატიობენ, ერთმანეთს აღიქვამენ და მშვენიერებას ქმნიან ამ ქვეყანაზე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

სიგიჟე და ბრმა სიყვარულიimageimage


ოდესღაც, სიგიჟემ თავისთან მეგობრები დაპატიჟა. ყველა მივიდა, დრო მხიარულად გაატარეს — იმღერეს, იცეკვეს და როდესაც ტორტი მიირთვეს, მასპინძელმა სტუმრებს დამალობანას თამაში შესთავაზა:

— მე ასამდე დავთვლი, თქვენ კი დაიმალეთ. ვისაც პირველად ვიპოვი, შემდეგ ის დაიხუჭება.

ყველანი დაეთანხმნენ, მხოლოდ შიშმა და სიზარმაცემ თქვეს თამაშზე უარი. გაგრძელება >>>

image

სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი


image


უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულდა. მას სძულდა ყველა, გარდა თავისი მეგობარი ბიჭისა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ერთხელ გოგონამ უთხრა მას:

– მე რომ შემეძლოს ამ სამყაროს დანახვა, ცოლად გამოგყვებოდი. გაგრძელება >>>

image

«რომეო და ჯულიეტაზე» უფრო დიდი ტრაგედია. სიყვარულის ისტორია, რომელიც სამოქალაქო ომის მიზეზი გახდა


image


შექსპირი შეცდა: უფრო სევდიანი ამბავი, ვიდრე რომეოს და ჯულიეტას სიყვარულის ისტორია იყო, არსებობს. დიდი სევდა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის რეალურად მოხდა და დრამა უამრავი ადამიანის თვალწინ გათამაშდა. რა თქმა უნდა, დღეს რთულია იმის მტკიცება, რომ შექსპირის პიესის პროტოტიპები სწორედ ის ადამიანები იყვნენ გაგრძელება >>>



2
76
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
2019, 14 თებერვალი, 20:43
0 1 2