x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ბერის სევდიანი ისტორია...
ამ სევდიანი სიცოცხლის დასასრულზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დაიწერა...ადამიანი, რომელიც იყო, რაჭის კოლორიტი და ლეგენდა, ტაში ბიჭო გიორგუნას ავტორი დათუნიკა სხირტლაძე. იგი 60 წლის ასაკში ამბროლაურში სცენაზე გარდაიცვალა.

მისი მეუღლე მასთან 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ იხსენებს სხვადასხვა დეტალს დათუნიკას ცხოვრებიდან...


დათუნიკა და მისი მეუღლე მზია ჯინჭარაძე 1996 წლის აგვისტოში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ქალბატონი მზია რაჭაში მეგობართან ჩავიდა. ჩასვლის დღესვე მზია ამბროლაურში გამართულ კონცერტზე აღმოჩნდა სადაც ცეკვავდა უკვე რაჭის კოლორიტი და სიამაყე დათუნიკა სხირტლაძე. ის ამ დროს 36 წლის იყო.



image



დათუნიკასა და მზიას პირველი დიალოგი ტელეფონით შედგა, როცა მზია დედასთან ერთად ამბროლაურის სასტუმროში იყო დაბინავებული. ტელეფონში მან ლექსი წაუკითხა და მზიამაც ლექსით უპასუხა ... იმავე ღამის სამ საათზე კი ერთი ვარდით ხელში მიაკითხა. უბრალო, გაცვეთილ ტანსაცმელში გამოწყობილმა დიდმა დათუნიკამ.


ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეეთხზა ლექსი, ეთქვა შაირი. ადამიანი, რომელიც გადაბრუნებულ თეფშზე ცეკვავდა...როდესაც დათუნიკა ქორეოგრაფიულზე აბარებდა მაშინ ნახეს ნინომ და ილიკომ, რომლებმაც უთხრეს... დღეიდან სუხიშვილებში იცეკვებო...

აქ მას ჰქონდა გარკვეული წარმატებები და ჯილდოები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და დაბრუნდა რაჭაში.


image


თხოვდნენ, რომ დაბრუნებულიყო მაგრამ ამაზე დავითის პასუხი იყო:

" მე რაჭას ვჭირდები და რაჭაში უნდა ვიყო"...აქ ის ბავშვებს ამეცადინებდა, მათ დათუნიკა ძალიან უყვარდათ. შემდეგ დათუნიკა ნახულობს მამისეულ ნაწერებში ტაში ბიჭო გიორგუნას ტექსტს და ქმნის ცეკვას. ეს მთლიანად სხირტლაძეებისაა. მამამ დაწერა ლექსი, სიმღერა, მუსიკა და ცეკვა კი დავითმა...ცეკვას რაც შეეხება დავითმა ის სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა ხალხებზე დაკვირვებით შექმნა.


თავიდან ძროხები იყვნენ მაყურებლები და ფიქრობდა შეძლებდა თუ არა ეს ცეკვა ამერიკაში გაეტანა. ეს სურვილი მართლაც აუხდა...image


image


პირველად ეს ცეკვა ანსამბლ როკვაში შესრულდა. აქ შევარდნაძე ესწრებოდა და პრემიაც გადასცეს თუმცა არ აღნიშნეს რომ ცეკვა დათუნიკასი იყო.

ამის გამო გულნატკენი იყო თუმცა ფიქრობდა ცეკვა თავად დაიძახებს დათუნიკასი ვარო და მართლაც ასე მოხდა...


ახლადჩამოყალიბებული ანსამბლი შინ ეძებდა ადამიანს, რომელიც ყველაფერს თავად შექმნიდა, შესთავაზეს დათუნიკა, რომელიც იმ პერიოდში თბილისში ასწავლიდა ცეკვას. მათი პრემიერა იყო 2005 წელს სამეფო უბნის თეატრში. აქედან იწყებენ მოგზაურობას... მიდიან საფრანგეთში, მიდიან იტალიაში, მიდიან ამერიკაში, იაპონიასა და აფრიკაში... აფრიკაში, სადაც ფიქრობდა ვერაფრით გააოცებდა, თუმცა აქ მას ქართველი ჯექსონი შეარქვეს.


რაც შეეხება ქალბატონი მზიასა და დათუნიკას პირად ურთიერთობას ალბათ ეს არის დიდი და სევდიანი სიყვარულის ისტორია.

ქალბატონი მზია ყველაფერს აკეთებდა, რომ არასდროს ყოფილიყო მოსაბეზრებელი, ცდილობდა ყოფილიყო ყოველთვის სავსე ასეთი დიდი ადამიანისთვის. მზია მის მეუღლეს ბერს უწოდებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ბერს, რომელიც ყველგან სიკეთეს თესავდა.


ერთადერთი მიზეზი რის გამოც მათ ბოლომდე გაღიმება არ შეეძლოთ ეს იყო უშვილობა.

უამრავი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ქალბატონმა მზიამ გადაწყვიტა სუროგაციის გზისთვის მიემართა, ეს გადაწყვეტილება დათუნიკას ბოლომდე გაბედნიერების სურვილმა მიაღებინა, რომ მისი კვალი არ გამქრალიყო.

4 თვის შემდეგ შეიტყვეს, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო, დათუნიკამ მას წინასწარ სახელიც კი შეურჩია - თევდორე. იმ დროს როცა სუროგატი დედა იყო ორსულად დავითი არ იმჩნევდა, მაგრამ იყო უსაზღვროდ ბედნიერი, უთქვამს არ ვიცი როგორ გადაიტანს ჩემი გული ამხელა სიხარულსო. ( მას ბოლო პერიოდში გული აწყხებდა )


ბოლო დღეს... 30 დეკემბერს...მზია რაჭაში ჩასვლას არ აპირებდა, ალბათ იმიტომ რომ პატარას მოლოდინის ბოლო დღეები იყო. გამგზავრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო, თუმცა მეუღლე ცოცხალი აღარ უნახავს. ..


დავითმა შექმნა ანსამბლი რაულა, ამ დღეს სწორედ მისი საყვარელი სიმღერით აბაულათი გავიდა სცენაზე... სიმღერისას სავარაუდოდ წნევამ აუწია, თუმცა არ შეწყვიტა, არ უღალატა სცენას, არ უღალატა სიმღერას, მაყურებელს ... ბოლომდე დაასრულა და თავი ვეღარ ასწია... ასეთი ადამიანი იყო..ალბათ ამიტომაც უწოდებს მეუღლე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ბერს.


3 იანვარი ერთდროლად ყველაზე ტრაგიკული და უცნაური სიხარულის მომტანი აღმოჩნდა სხირტლაძეების ოჯახისთვის... მაშინ როცა დათუნიკას სახლიდან გასვენების ბოლო წუთები იყო გაგუას კლინიკიდან დარეკეს და პატარა ბიჭის ტირილი მოასმენინეს...უცნაური შემთხვევა იყო, მამა მიდიოდა და ახალი წევრი შემოდიოდა. შვილი, რომელსაც 20 წელი ელოდნენ... შვილი, რომელსაც ბოლომდე გაბედნიერება შეეძლო თუმცა ამ ქვეყანაზე ესე უცნაურად ასცნდენ ერთმანეთს...


ქალბატონმა მზიამ ეს ყველაფერი დათუნიკასთვის გააკეთა, მას მიუძღვნა ცხოვრებაც და ეს გადაწყვეტილებაც მის სრულყოფილ ბედნიერებას ეძღვნებოდა... თუმცა ვერ მოასწრო დათუნიკას ბოლომდე გაბედნიერება უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.. არ დაიკარგება ერთი განსაკუთრებული გენი. მზიამ პატარას დავით თეოდორე დაარქვა... მართლაც ისეთი ოქროსთმიანი ბიჭუნაა, როგორც დათუნიკა მოლოდინის დროს იხსენიებდა. საოცარი ოქროსთმიანი ბიჭუნა, რომელიც მამას უკვე ძალიან ჰგავს.



დათუნიკა სხირტლაძეს შესახებ ბევრი დაწერილა, თქმულა მისი საოცარი შემოქმედების შესახებ სადაც ყველაფერი ჩანს... ქართული სული, გული, ტრადიცია...განსაკუთრებით ბევრი ბოლო პერიოდში ასეთი სევდიანი დასასრულის შემდეგ დაიწერა და ითქვა... მინდა ყველამ იცოდეს და გვეამაყებოდეს...

რაჭის - უფლის რეზიდენციის

( როგორც ქალბატონი მზია უწოდებს)

კოლორიტი და ლეგენდა

დათუნიკა სხირტლაძე


image













2
306
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
306
  
2017, 24 თებერვალი, 0:08
დიდი მადლობა
2017, 23 თებერვალი, 14:27
დიდი ხანია ასე სტატია არ მომწონებია...
0 1 2