x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინტერნეტში აქტიურად ადარებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორ ფოტოს

სოციალურ ქსელებში აქტიურად ადარებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორ ფოტოს, რომელიც მხოლოდ 6 დღის ინტერვალით არის გადაღებული. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკური განსხვავება შეამჩნია ბლოგერმა რუსეთის ფედერაციიდან რობერტ მიროშკინმა, რომელმაც ერთდროულად გამოაქვეყნა თავის ფეისბუკ გვერდზე ფედერალურ ასამბლეასადმი ყოველწლიური მიმართვის დროს კრემლის მასპინძლის გამოსვლის ფოტო და რუსეთის პირველი არხის „КВН“-ს (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) 55 წლის იუბილის ტელეტრანსლაციის სკრინშოტი, რომელსაც ის ასევე ესწრებოდა.

როგორც რუსმა ბლოგერმა აღნიშნა, „პუტინის ორეულმა დროა დაიკლოს წონაში“.

„КВН“-ს იუბილეზე, რომლის გადაღებაც მიმდინარეობდა 24 ნოემბერს კრემლის დიდ სასახლეში (ჩანაწერი 3 დეკემბერს აჩვენეს), რუსეთის პრეზიდენტის სახე საკმაოდ შევსებულია.

image

ამავე დროს, მხოლოდ 6 დღის შემდეგ, 1 დეკემბერს ფედერალური ასამბლეასადმი მიმართვისას, როგორც პრეზიდენტი გამოვიდა საკმაოდ სუსტი ასაკიანი მამაკაცი.

image

რომელია მათ შორის ნამდვილი რუსეთის სახელმწიფო ლიდერი, ეხლა გამოცნობას აქტიურად ცდილობს ინტერნეტ მომხმარებელი.

0
1187
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
1187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0