x
ცოტა რამ ჰიპნოზის შესახებ
image
ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომელიც ხასიათედება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით და აღქმის, მეხსიერების, მოტივაციისა და თვითკონტროლის ცვლილებით.

ტერმინი ჰიპნოზი ბერძნული მითოლოგიის ძილის ქალღმერთის სახელიდან მომდინარეობს (ჰიპნოს), თუმცა ჰიპნოზურ მდგომარეობას ძილთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღრმად მოდუნებული ადამიანი ხშირად მძინარე გვეჩვენება.ჰიპნოზის ასახსნელად რამდენიმე თეორია ასებობდა, ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ ჰიპნოზი ტრანსის მდგომარეობაა, სხვა მოსაზრების თანახმად, იგი მომატებული მოტივაციაა.არსებობს აზრი, თითქოს ჰიპნოზი პლაცებო ეფექტია და იგი სულაც არ არსებობს .დღეს დამტკიცებულია, რომ ჰიპნოზი მოტივაციიისა და ტრანსისაგან განსხვავებული მდგომარეობაა.

ჰიპნოზი ჰიპნოტური სტიმულაციით იწყება.ამ პროცესს მინიმუმადე დაჰყავს გარეგანი გამღიზიანებელი და მონაწილეებს შთააგონებს, რომ ისინი განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადებიან.ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადასასვლელად მონაწილე იყენებს გამოცდილების წარმოდგენას, მოვლენებისა და რეაქციების ვიზუალიზაციას.ხშირ შემთხვევაში ის მოვლენები, რომლითაც ჰიპნოზირდებიან, რელაქსაციის პროცესს გამოხატავს, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ისეთი აქტიური პროცესით ჰიპნოზირდება ადამიანი, როგორიც ველოსიპედით სიარულია.

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, თითქოს ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადასვლა ჰიპნოზიორის დამსახურებაა, თუმცა ეს ასე სულაც არ არის.ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადასვლა მონაწილის "ნიჭზეა" დამოკიდებული.ამ ნიჭს ჰიპნობილურობა ეწოდება.თუ ადამიანი ჰიპნობილური არ არის ის ვერ გადავა ჰიპნოზურ მდგომარეობაში და ჰიპნოზიორი ამას ვერ შეცვლის.ჰიპნობილურობა გვიჩვენებს თუ რა ხარისხით ექვემდებარება ინდივიდი ჰიპნოტური რეაქციების განცდის სტანდარტულ ინსტრუქციებს.ჰიპნოტური შთაგონებადობა მაქსიმუმს აღწევს მოზარდობის პერიოდში და შემდეგ მცირდება.ჰიპნობილურობის უნარს არანაირი კავშირი არ აქვს მიმნდობლობასთან ან კონფორმულობასთან, ის მათგან დამოუკიდებელი უნიკალური კოგნიტური უნარია.


არასწორი მითები გავრცელდა ჰიპნოზის ეფექტთან დაკავშირებითაც.ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები რეაგირებენ მოტორული შესაძლებლობებისა და პერცეპტული გამოცდილების შესახებ მითითებებზე.მაგალითად, თუ ჰიპნოზიორი ეტყოდა, რომ მათ ხელების მოხრა არ შეუძლიათ, ისინი მართლაც ვერ ხრიდნენ ხელებს.თუმცა მცდარია მოსაზრება, რომ ჰიპნოზის ეფექტის ქვეშ ადამიანები სიმართლეს ამბობენ.ჰიპნოზის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მას ტკივილის შემცირების უნარი აქვს.ჰიპნოზი განსაკუთრებით ღირებულია ქირურგიული პაციებტებისთვის, რომლებთანაც შეუძლებელია სრული ანესთეზიის მიღწევა, დედისთვის ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს და სიმსივნიანი პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ ტკივილთან გამკლავებას სწავლობენ.ტკივილის კონტროლისადმი საუკეთესო მიდგომაა თვითჰიპნოზი(აუტოჰიპნმოზი), როცა პაციენტი ჰიპნოზიორის ჩაურევლად იწყებს ჰიპნოზურ მდგომარეობაში გადასვლას ტკივილის შესამსუბუქებლად.

საბოოლოოდ, შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ჰიპნოზის ძალა არ მომდინარეობს ჰიპნოზიორის უნარიდან, ეს პიროვნების ჰიპნობილურობის შედეგია.ჰიპნოზში ყოფნა არ ნიშნავს პიროვნული კონტროლის დაკარგვას.ჰიპნოზის მთავრი ეფეტი ტკივილის შემსუბუქებაა.


0
126
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0