x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თიხისგან დამზადებული უძველესი მობილურის ტელეფონის საიდუმლო "ამოხსნილია"
image2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში აღმოაჩინეს XIII საუკუნეში თიხისგან დამზადებული "მობილური ტელეფონი", რომელიც ძალიან წააგავდა თანამედროვე "«Nokia"-ს(უფრო დაწვრილებით იხილე სტატია), რაც მიუთითებდა იმას 800 წლის წინ ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა აქაურ მაცხოვრებლებს აჩვენეს მობილური მოწყობილობა, მათ კი თიხისგან გააკეთეს ასლი.გამოცანას ისიც აძლიერებდა, რომ ციფერბლატზე გამოსახულია შუმერული ლურსმული დამწერლობა, რომელიც 5000 წლის წინანდელია.


სენსაცია უცებ გავრცელდა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, გამოდის რომ ჩვენს პლანეტას სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები, ადამიანებმა ნახეს მსგავსი მოწყობილობა და თიხისგან დაამზადეს ასლი.


პირველად ეს ინფორმაცია გაავრცელა პორტალმა Conspiracy Club-მა 2015 წლის 21 დეკემბერს, შემდეგ ბრიტანულმა გაზეთმა The Express-მა და დასვა რიტორიკული კითხვა: რას მიუთითებს ნაპოვნი არტეფაქტი; განვითარებულ ცივილიზაციას, რომელიც არსებობდა უძველეს დროში თუ დროში მოგზაურობას?


შემდეგ იყო გამოცემა MysteriousUniverse.org -ში შუმერების ისტორიის ყველაზე დიდი მცოდნის, მეცნიერის ზახარია ზიტჩინის( Zecharia Sitchin) ჰიპოთეზა, რომ მობილური ჩვ.წ. აღრიცხვამდე შემოიტანა ანუნაკის უცხო ცივილიზაციამ პლანეტა ნიბირუდან.


image

მოკლედ შემდეგ თიხის მობილურის ამბავი ობობას ქსელივით მოედო მსოფლიოს უმეტეს საინფორმაციო საშუალებებს.


საქმე იმაშია, რომ თიხის Nokia მართლაც შეიქმა, მაგრამ შეიქმნა იგი 2012 წელს Art Replik Studio-ში გერმანელი სკულპტორების, კარინა და კარლ ვეინგარტნერების(Karin and Karl Weingärtner) მიერ, ხოლო ფოტო Facebook-ზე განათავსეს ასეთი მონაწერით: როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო მობილური ტელეფონი ძველი შუმერების დროს(ვიხუმრეთ).


შემდეგ როგორც კარლი The Huffington Post-თან ინტერვიუში აღნიშნავს ფოტო მოიპარეს ყოველგვარი თანხმობის გარეშე მათი გვერდიდან და მისტიკური ლეგენდაც დაიბადა!..საყურადღებო ისაა, რომ კარლმა და გამოცემამ მალევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი ფეიკია, თუმცა ის აღარავის აინტერესებდა.

შეგახსენებთ ამას წინათ კიდევ ერთი ფეიკი ინფორმაცია გავრცელდა იტალიაში 9 ფეხმძიმე მონაზონზე.

0
1347
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0