x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ფანტასტიური კომპოზიციები - ყვავილები ჩანგლებისგან და კოვზებისგან

image


ანა კარინგტონი - ცნობილი ბრიტანელი მხატვარია, რომელიც ცნონილია თავისი არტ-ობიექტების შექმნის არაორდინალური მიდგომებით. ის ყოველთვის აოცებს მნახველებს თავისი შემოქმედებით. ამჯერად მან მოაწყო პრეზენტაცია ძალიან ორიგინალური კომპოზიციების - ვაზები ყვავილებით, რომლებიც შექმნილია ვერცხლის ჩანგლებით და კოვზებით.


image

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები შექმნილია ჩანგლებისა და კოვზებისაგან, ისინი როგორც ნამდვილი ისე გამოიყურებიან. თხელი ფოთლები, დახვეწილი კვირტები, ნაზი ფურცლები. დაუჯერებელი გგონია, რომ მეტალის გამოყენებით ასეთი ეფექტი იქნა მიღწეული, ყოველ კომპოზიციაში საოცარი სიმსუბუქე არის დაჭერილი, თითქოს ჰაერში ლივლივებს.

image

image

image

როდესაც თავის თავზე საუბრობს, ანა კარიგნგტონი ხაზს უსვამს, რომ ის ყოველთვის არის მზად ჩვეულებრივ ნივთებს შთაბეროს ახალი სიცოცხლე და ისინი კიდეც ხდებიან ლამაზი კომპოზიციების ნაწილი. სამზარეულოს ჭურჭლის - ჩანგლების და კოვზების ჯადოსნური გარდაქმნა ულამაზეს ყვავილოვან კომპოზიციებად არის იმის დამამტკიცებელი, რომ „ყველაზე უბრალო ნივთი“ ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში თუკი ისინი მოხვდება ოსტატის მარჯვე ხელებში.

image

ყვავილების კომპოზიცია ანა კარინგტონისაგან



0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0