x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიგარეტი მედიკამენტების ნაცვლად. დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც მოწევამ გაამართლა

image


Jornal of Biologikal Chemistry ინფორმაციით, მეცნიერებმა დააფიქსირეს პირველი შემთხვევა, როდესაც მოწევა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. საქმე იმაშია, რომ ნახშირჟანგმა, რომელსაც სიგარეტის კვამლი შეიცავს, ანემიით დაავადებული მამაკაცი გადაარჩინა.
როგორც აღმოჩნდა, პაციენტები, რომლებსაც ანემიის მძიმე ფორმები აქვთ, კარგად იტანენ ნახშირჟანგს. ეს შემთხვევით აღმოაჩინეს მანჰაიმის (გერმანია) კლინიკაში, რომელსაც გოგონამ მიმართა სისუსტის და ჰემოგლობინის დაწევის ჩივილებით. რიგი ანალიზების და კვლევების შემდეგად დადგინდა, რომ გენმა, რომელიც პასხისმგებელია ჰემოგლობინის მოლეკულის ჩამოყალიბებაზე, მუტაცია განიცადა. ამის გამო, ორგანიზმში 58 ამინომჟავის შეცვლა მოხდა, რამაც ორგანიზმის მიერ ჟანგბადის გადაუტანლობა გამოიწვია. ამ აღმოჩენამ, მკვლევარებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მუტაცია მხოლოდ მემკვიდრეობითობის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, მშობლებს ამგვარი ჩივილები არასოდეს ჰქონიათ.
მშობლების დნმ-ის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ გოგონას მამას ასევე აღენიშნებოდა მუტაცია გენომში, თუმცა მისი ჰემოგლობინი არ იშლებოდა ჟანგბადის ზემოქმედების შედეგად, რადგან ის, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის ბევრს ეწეოდა და ამის გამო, არ ხდებოდა ჰემოგლობინის დაშლა. შესაბამისად, ანემიით დაავადებული მამაკაცი, დაავადების სიმპტომებს ვერ გრძდა. ხოლო მისი არამწეველი ქალიშვილი, იგივე დაავადებით, იტანჯებოდა.

0
216
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0