x
image
natia.a
იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს? - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image


ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი!


უმი ხახვი



image

უმი ხახვის საკვებად გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაფცქვნისთანავე. რაც მეტ დროს გაატარებს გაფცქვნილი და გაჭრილი ხახვი ჰაერზე, მით მეტ ბაქტერიას შეიწოვს. 2-3 დღის შემდეგ, ამგვარად დატოვებული ხახვი ინფექციების ძალიან საშიშ წყაროდ იქცევა და მხოლოდ ზიანი მოტანა შეუძლია.


ასე რომ, ხახვის შენახვა მხოლოდ გაუფცქვნელ მდგომარეობაში შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი, არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშრებით. ხახვი (მათ შორის მწვანე ხახვიც), ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ, ჭარბი მოხმარება ადვილი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის.


თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ ხახვზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან ასევე აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

image

ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი. ხახვის წვენი აძლიერებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ პროცესს.


საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ხახვი უარყოფითად მოქმედებს ასევე გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო, მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალად მიირთვათ იგი. ზიზღის გრძნობა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალი იმაზე, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.


უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თადაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ.


მოხარშული და შემწვარი ხახვი


image

ხახვის საზიანო თვისებები არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს იგი თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი - რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს იგი შეიწოვს მთელ კარცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კარცეროგენები კი, ყველამ იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები საერთოდ ურჩევენ უარი თქვან ხახვის მიღებაზე ნებისმეირი ფორმით.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!

image

2. ჭარხლის შესახებ ეს ბევრმა არ იცის!- რას შეიცავს სინამდვილეში ეს უნიკალური ბოსტნეული

image

3. ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც ბევრი რამ არ გსმენიათ!

image

4. იცით რომელია ამ ბანანებიდან ყველაზე სასარგებლო? - ბევრს გაუკვირდება!

image

5. ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად - ეს ბევრმა არ იცის!

image

0
29041
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
29041
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0