x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს

ბიოქიმიკოსთა ჯგუფმა ბრიგამა იანგის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა, რომ საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება ყველა ადამიანს შეუძლია.


image


მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს, რომლის მსვლელობის პროცესში გაარკვიეს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება და სიბერის პროცესის შენელება ბუნებრივი საშუალებითაა შესაძლებელი, ყოველგვარი ქირურგიული და კოსმეტოლოგიური ჩარევის გარეშე.


ბიოქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ მოხმარებული კალორიების რაოდენობის შემცირება, ანელებს სიბერის პროცესს. ეს რიბოსომების აქტივობის შემცირების წყალობით ხდება, რისი მეშვეობითაც მათ მეტი უჯრედული რესურსი აქვთ თვითაღდგენისთვის. ამას გარდა, დიეტური შიმშილი ხელს უწყობს იმ ცილების გამომუშავებას, რომელიც ეხმარება ახალგაზრდობის გახანგრძლივებას.


მეცნიერთა ჯგუფმა ჯონ პრაისის ხელმძღვანელობით, რომლებიც 30 წლის მანძილზე სწავლობდნენ კავშირს კვებასა და ცხოვრების ხანგრძლივობას შორის, დაადგინეს რომ კალორიების შეზღუდული რაოდენობით მიღებას შეუძლია 40%–ით გაახანგრძლივოს სიცოცხლე.


image


თავდაპირველად ექსპერიმენტები თაგვებზე ტარდებოდა. შემდეგ ამერიკელმა სპეციალისტებმა მასშტაბური კვლევები ჩაატარეს მაკაკებზე, რამდენადაც ისინი აგებულებით ახლოს დგანან ადამიანებთან. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა გავლენა აქვს დაბალკალორიულ საკვებს მათ დღეგრძელობაზე.


პრაისმა და მისმა კოლეგებმა მაიმუნები ორ ჯგუფად გაყვეს: ერთ ჯგუფს არანაირი შეზღუდვა არ დაუწესეს საკვების მიღებისას. მეორე ჯგუფის რაციონის კალორიულობა კი 35%-ით შეამცირეს.


დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბალკალორიული საკვები მაიმუნებს ეხმარება 30 წელი იცოცხლონ, ნაცვლად 26 წლისა. ამას გარდა, მათი დიაბეტით, გულის დაავადებებითა და სიმსივნით ავადობის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.


"როდესაც თქვენ კალორიების მიღებას ზღუდავთ, ამ მოქმედებით სიცოცხლეს იხანგრძლივებთ. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ შეზღუდვამ რეალური ბიოქიმიური ცვლილებები გამოიწვია ორგანიზმში, რომელიც ხელს უწყობს სიბერის პროცესის შენელებას, " – ამბობს პრაისი.


ასევე დაგაინტერესებთ:



როგორ ანადგურებს სელფი ადამიანის ფსიქიკას – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


მეცნიერებმა გაარკვიეს – რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ. 10 პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს


1 დღიანი შიმშილის საოცარი ეფექტი ჯანმრთელობაზე


5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად

0
2351
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0