x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა

image


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა, მესამე ვიცე-პრემიერად დანიშნა. ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება.


ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა: "სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერის
კანდიდატურა. მინდა, მივანიჭოთ ფუნქცია, რომ გაუწიოს კოორდინაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას. ბუნებრივია,
შესაბამის უწყებებთან ერთად. სანდრომ მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო
განათლების სამინისტროში და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის
შესახებ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს. ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ
პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ არის პარტიის გენერალური
მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს
მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან
ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების
ფუნქცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0