x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მითი სტალინის მორწმუნეობის შესახებ

სტალინის მომხრეთა უმეტესობა, იმეორებს რომ სტალინმა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი შემოატარა მტრით გარშემორტყმულ ქალაქს და ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ათეისტი ყოფილიყოო. რეალურად კი, სტალინი იყო ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი და მიხვდა რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი მორწმუნე (ან ნაკლებად მორწმუნე ადამიანი) იყო (სხვათაშორის, 1939 წლეს ჩატარებული კვლევით, ათეისტზე მეტი მორწმუნე იყო მოსკოვში) და მათი მხარდაჭერა მტრის წინააღმდეგ ძალიან სჭირდებოდა, ამიტომაც მონახა მათთან მისასვლელი ყველაზე იოლი გზა, თორემ ვიდრე მტერი შემოარტყავდა ალყას მანამდე ვერ მიხვდა, რომ ხატით იხსნიდა ქვეყანას?!
რაც შეეხება იმას რომ სტალინის დროს ეკლესია-მონასტრები გაიღო და საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაუბრუნდა (ამასაც ზემოთხსენებული მომხრეები ამბობენ). საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა 1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. სტალინმა 1943 წელს მოახერხა ის რომ ჩვენი ავტოკეფალია რუსეთის ეკლესიამ ცნო, ხოლო მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო. თუკი სტალინი ასე იყო ჩვენი ეკლესიის ბედით დაინტერესებული, საინტერესოა რატომ ვერ (ვფიქრობ რომ არ) მოახერხა და რუსეთის ეკლესია არ აიძულა, რათა საეკლესიო დიფტიხში ჩვენი კუთვნილი ადგილი დაეთმო. ყველასთვის ცნობილია, რომ სტალინს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთვარებული, თუმცა მის დროს სასულიერო სემინარია საშუალო კლასის ადამიანისთვის განათლების ერთადერთი საშუალება იყო და მხოლოდ ამიტომ ისწავლა იქ, თორემ მორწმუნე სტალინი ისეთივე მითია როგორც ის, რომ სტალინმა არ იცოდა თორემ მიხეილ ჯავახიშვილს, ევგენი მიქელაძეს, დიმიტრი შევარდნაძეს და სხვ. არ დახოცავდნენ

image

0
509
4-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0