x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
5 მითი სტალინის შესახებ
აგერ 60 წელზე მეტი გავიდა სტალინის გარდაცვალებიდან და ინტერესი მის მიმართ არ ცხრება, არა თუ მის მშობლიურ საქართველოში არამედ იმ ქვეყნაშიც, რომლის საზღვრებიც მთელი დედამიწის 1/6 -მდე გააფართოვა.რუსეთში სტალინისადმი სიმპატიებმა ბოლო 16 წელიწადში მაქიმალურ პიკს მიაღწია.მოსახლოების 46% პროცენტი ბელადს დადებითი კონტექსტით მოიხსენიებს.სანამ ექსპერტები ტვინს იჭყლეტენ, გაიგონ თუ რამ გამოიწვია სტალინის პოპულარობის ზრდა, ჩვენ გავიხსენოთ 5 მითი სტალინის შესახებ, რომელიც მტკიცებას ვერ დაექვემდებარა.


მითი 1-ახალგაზრდობაში სტალინი ბანკებს ძარცვავდა-ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც იყო კამათი არის 1907 წელს ტიფლისში განხორციელებული ძარცვა, როდესაც სიმონ ტერ-პეტროსიანის (იგივე კამო) ხელმძღვანელობით თავდასხმა მოხდა ორ ფაეტონზე, გაიტაცეს სახელმწიფო ხაზინის კუთვნილი 250 000 მანეთი.მოკლული იქნა 5 კაზაკი და ბოქაული, კიდევ 20-მდე გამვლელი დაიჭრა.ბანდის წევრები დააკავეს, მათ შორიც კამოც, მეტეხის ციხეში ჩასვეს, თუმცა 1911 წლის 15 აგვისტოს კამო ციხის საავადმყოფოდან გაიქცა და პარიზში გაემგზავრა

image

კამომ ფულადი სახსრებით პარტიის უზრუნველსაყოფად რამდენჯერმე მოახდინა მეფის ხაზინის ექსპროპრიაცია.1920-იან წლებში რევოლუციონერი ტატიანა ვულიჩი ამტკიცებდა, რომ სტალინი არა მარტო მხარს უჭერდა კამოს ექსპროპრიაციას, არამედ 1907 წლის ძარცვის მონაწილეც იყო.თუმცა როდესაც 1908 წელს სტალინი სულ სხვა ბრალდებით დააკავეს, მისთვის ბანკის ძარცვის ბრალდება არ წაუყენებიათ.


image




მითი-2-სტალინმა დაამარცხა კორუფცია-ამ მითის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სტალინმა კორუფცია მარტივად და უმტკივნეულოდ დაამარცხა-ყველა მექრთამის განადგურება-დახვრეტა.მაგრამ არის ფაქტები თუ როგორ ყვაოდა იმ დროს კორუფცია და თუ როგორ მიჩქმალა ბელადმა ეს ფაქტები.ერთ-ერთ ამბავს ქვემოთ გაეცნობით.


1948 წელს მოსკოვში შემოვიდა არა უბრალოდ სიგნალი, არამედ ზღვა წერილები, რომ აზერბაიჯანში ყვაოდა კორუფცია.კომისიას სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო კონტროლის სამინისტროდან ლევ მეხლისი, რომლიც სტალინის დიდ ნდობას იმსახურებდა.ადგილზე ჩასულ კომისიის წევრებს მართლაც უამრავი კანონდარღვევა დახვდათ.ჩინოვნიკები უზარმაზარ სასახლეებში ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, საკუთარი მეურნეობები ჰქონდათ გახსნილი და შემდეგ პროდუქციას ბაზარში ასაღებდნენ, ყველა ეს ფაქტები მოსკოვში წარადგინეს, თუმცა სტალინმა ჯერ კიდევ კომისიის დასრულებამდე ბრძანა ჩაეფარცხათ ეს საქმე.(ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ ხრევნიუკი, ავტორი წიგნისა "ერთი ბელადის ცხოვრება").


image



მითი -3-სტალინი მოკრძალებით ცხოვრობდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთ შინელით და გახვრეტილი ჩექმით დადიოდა.- ლეგენდა იმის შესახებ, რომ სტალინი თავად იღებდა ნემსს და ძაფს და შინელზე ღილს იკერებდა სავარაუდოდ იმათ მოგონილია, ვინც თავად აქციეს ბელადად და კულტად.


"სტალინმა თავისთვის არც თუ ცუდი საცხოვრებელი მოიწყო. კუნცევოს აგარაკი-ეს იყო საკმაოდ დიდი სივრცის სასახლე, მარტო ცენტრალური მისაღები ოთახი 150 კვ. მეტრი იყო, ამის გარდა მრავალი ოთახები, სათავსოები და უზარმაზარი ბაღი.მაგრამ ეს არაა მთავარი:სტალინი იყო, ლიდერი რომლის მთავრი სიმდიდრე მის ცხოვრებაში იყო ხელისუფლება და უფლება მილიონობით ადამიანის ბედი განეკარგა"(ოლეგ ხრევნიუკი)

image

სტალინის პერსონალურ განკარგულებაში ათეულობით აგარაკი იყო და მათ
მოსაწყობად დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯებოდა.
მაგალითისთვის, 1951 წელს სტალინის მხოლოდ ბინასა და აგარაკზე(სადაც იმ
წელს ისვენებდა), 26, 3 მილიონი მანეთი დაიხარჯა მაშინ, როცა კოლმეურნის
საშუალო წლიური ხელფასი 1080 მანეთი იყო.10 მილიონამდე მანეთი იხარჯებდა ყოველწლიურად მარტო სტალინის დაცვაზე, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა.


"ომის შემდეგ ის სულ შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდა და უცებ გადაწყვიტა
წასულიყო წყალტუბოში დასასვენებლად. იქ მაშინ ერთადერთი სანატორიუმი იყო და
სწრაფად გავარემონტეთ, რომ სტალინის მისაღებად მზად ყოფილიყო. წყალტუბოში
აბაზანებს იღებდა, გაჩერდა ათი დღე. შემდეგ ძალიან დაცხა და შეწუხდა.
როდესაც შევთავაზე დროებით ბორჯომში გადასვლა და სიცხეების გადავლის შემდეგ
უკან დაბრუნება – ახლავე წავიდეთო. ძლივს დავითანხმე, რომ მეორე დღეს
წავსულიყავით. წყალტუბოში მოტანილი სარემონტო მასალა, სანტექნიკა ღამე
გავაზიდინე და ჩეკისტები დავაყენე თავზე, რომ ყველაფერი დაემონტაჟებინათ"(კანდიდ ჩარკვიანის მოგონებიდან)

image


მითი-4-სტალინს რომანი ჰქონდა ლუბოვ ორლოვასთან-ვინც არ იცის(ახალგაზრდობას ვგულიხმობ) ლუბოვ ორლოვა იყო საბჭოთა მეგავარსკვლავი. იგივე, რაც აშშ-სთვის მერლინ მონრო ან ჰიტლერული გერმანიისთვის მარიკა როკი.ამ მითის წყარო არის წიგნი "სიყვარულით სტალინზე"(“О Сталине с любовью), რომელსაც სიუჟეტად დაედო თითქოს და მსახიობის აქამდე უცნობი დღიური, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთში ინახებოდა.

image

სინამდვილეში, ეს არის წიგნის ავტორების ფანტაზიის ნაყოფი, ისტორიკოსის და ლუბოვ ორლოვას კულტურის ცენტრის მეგზურის, ვალენტინა გუსკოვოის განცხადებით, სინამდვილეში ლუბოვ ორლოვა არავითარ დღიურებს არ აწარმოებდა და მეორეც სტალინი და ლუბოვ ორლოვა სულ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მათი საუბარი სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა.
image

image


მითი -5-სტალინი მოწამლეს-დღესაც კი ისტორიკოსები დაწვრილებით იკვლევენ ბელადის სიცოცხლის ბოლო თვეებს.არსებობს უამრავი მოწმის მოგონებები და ჩვენებები, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდებით.ყველაზე პოპულარული ვერსიაა, რომ სტალინი მოწამლეს, თუმცა დღემდე ამის მტკიცებულება არ არსებობს. მრავალი ისტორიკოსი არ გამორიცხავს იმას, რომ მის სიკვდილში მართალია პირდაპირი ხელი არ ურევია, მაგრამ ირიბად შესაძლებელია "მიხმარებოდნენ".

image

"ამას მტკიცება აღარ სჭირდება, ეს ისტორიული ფაქტია, მას თავის დროზე არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება და პირველ რიგში ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბერიამ.შესაძლოა რომ "მიხმარებოდნენ" სიკვდილში? არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.იყო ბრძოლა გადარჩენისთვის..ესენი ისეთი ხალხია რომ..საიდან ვიცით თუ რა აგენტურა ჰყავდა ბერიას შემოკრებილი სტალინის გარშემო?სრულ სიმართლეს 100%-იანი მტკიცებულებით სამწუხაროდ ვეღარასდროს გავიგებთ."(აკადემიკოსი ვლადიმერ ლავროვი)


image

2
584
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
584
  
2017, 20 თებერვალი, 16:33
ეგ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2007 წელს გავრცელდ თუ უფრო ადრე დაჟე..იმის შემდეგ 10 წელი გავიდა..გამოდის რომ ჩვეულებრივი ფეიკი იყო....არცერთ ოფიციალურ ბიოგრაფია-ვიკიპედიაში არ წერია ეგ როგორც მტკიცებულება
2017, 20 თებერვალი, 16:13
სტალინი რომ მოწამლეს ამის მტკიცებულება დაიდო უკვე, რუსეთმა გრიფი საიდუმლო მოხსნა არქივს და რუსეთის ვიცე–პრემიერმა, ვისაც წვდომა ჰქონდა კგბ–ს დოკუმენტებთან ოფიციალურად დაადასტურა.
მეც მიდევს აღნიშნული ვიდეო.
0 1 2