x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დროის მართვის მარტივი ხერხები
ყველა წარმატებული ადამიანი პროდუქტიულია. ისინი ბევრს მუშაობენ და ბევრს ასწრებენ, ეს კი, ერთი და იგივე არ არის. პროდუქტიულობაში, პირველ რიგში, იგულისხმება შედეგი და არა პროცესი. თუ თქვენ განიზრახეთ თქვენი პროდუქტიულობის გაუმჯობესება, საჭიროა მტკიცე გადაწყვეტილების მიღება. ხალხი დროს ფუჭად ხარჯავს, რადგან მათ ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს თავიანთი პროდუქტიულობის ამაღლება. პირადი ეფექტურობის ძირითადი საიდუმლო
დროის სწორად გადანაწილებაშია.
image
მათ, ვინც წარმატებას მიაღწიეს, დიდ დროს უთმობენ დაგეგმვას. ყოველდღიური გეგმის წარმოება აუცილებელია დროის ეფექტური მართვისათვის. ფიქრი და დაგეგმვა ყოველთვის აუცილებელია ხდებოდეს ქაღალდზე. დაგეგმილი სიით მუშაობა პროდუქტიულობას 25%-ით ზრდის. საღამოსვე უნდა დაიწყოს იმ საქმეთა
სიის შედგენა, რომლებიც უნდა შესრულდეს მომდევნო დღეს. აუცილებელია მუშაობა ამ სიის მიხედვით.
თუ დღის განმავლობაში ახალი საქმე გამოჩნდა იგი უნდა ჩაიწეროს სიაში უფრო ადრე ჩაწერილ საქმეთა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. საქმის შესრულების შემდეგ აუცილებელია მისი გადახაზვა. ეს ადამიანს შემატებს ენთუზიაზმსა და ენერგიას, აგრეთვე თვითკმაყოფილების შეგრძნებას.

imageთითოეულ ამოცანას მიუჩინეთ ფიქსირებული ვადები. რთული ამოცანა დაყავით პატარ-პატარა ქვე-ამოცანებად.
ყველაზე მთავარია იმის განსაზღვრა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი საქმის დადგენის შემდეგ აუცილებელია შეფასდეს ის, თუ რა შეიძლება მოყვეს მის შესრულებას ან შეუსრულებლობას. თუ მნიშვნელოვანი დავალება დროულად არ შესრულდა, მას შეიძლება მოყვეს სერიოზული შედეგები.

imageპრიორიტეტების გადასანაწილებლად ხელსაყრელია აბგდ-ს პრინციპი. ეს არის დაგეგმვის ძალიან მარტივი პრინციპი და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სიაში მყოფ თითოეულ დავალებას მიეჩინოს თავისი პრიორიტეტი. ამ მეთოდის მთავარი წესი არის ის, რომ არ შეიძლება შერკინება საქმე -სთან, თუ არ მოგვარდება , ხოლო საქმე -სთან, სანამ არ მოგვარდება საქმე .

ყველა დავალების დაყოფა 4 ჯგუფად შეიძლება.


1.სასწრაფო და მნიშვნელოვანი.


2.მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფო.

3.სასწრაფო, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

4.უმნიშვნელო და არა სასწრაფო.



ასეთი კლასიფიკაცია ხელს უწყობს საქმეების დახარისხებას მათი მნიშვნელობების შესაბამისად.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ირინა ვახტანგიშვილი
ირინა ვახტანგიშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0