x
image
melody_inside
15 საშინელი ცოდვა, რაშიც ადანაშაულებენ ბარაკ ობამას შეთქმულების თეორეტიკოსები (კონსპიროლოგები)
ბარაკ ობამა ისტორიაში შევა არა მარტო როგორც ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, არამედ როგორც დიქტატორი, სატანისტი და გარყვნილი ადამიანი. არ გჯერათ? ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თქვენ კიდევ არ იცნობთ შეთქმულების თეორეტიკოსების იმ მრავალრიცხოვან თეორიებს, რომლებიც აშშ-ს ორმოცდამეოთხე პრეზიდენტის გარშემო არსებობს. გაეცანით! ეს, სულ მცირე, საინტერესოა. ხოლო, სიმართლეს რომელი ჰგავს, ეს თქვენი გადასაწყვეტია.


image



ობამა სატანის თაყვანისმცემელია

image

2008 წლის არჩევნების ღამეს, ობამას მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ხუთ მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა YouTube-ზე. იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსის რომელიმე გამოსვლამ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დაკვირვებულმა ადამიანებმა შეამჩნიეს: როდესაც ობამამ ემოციებით წარმოთქვა თავისი კომპანიის სლოგანი „დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია!“ (ინგლისურად "Yes we can"), ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტაცია. სინამდვილეში ის ამბობდა „მადლობა, სატანა!“ ("Thank you Satan"). და თუმცა ეს ფრაზები ინგლისურ ენაზე ერთნაირად ჟღერს, ვერავინ ვერ დაიჭირა ეს მსგავსება ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის გარდა, რომელმაც ეს ჩანაწერი უკნიდან წინ გადაახვია. როგორც სჩანს, ობამას სიტყვის ხუთ მილიონ მსმენელს შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც რაღაც მსგავსი რამ გაიგონა- სხვაგვარად ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ არ იქნა დავიწყებული ეს თეორია ამ რვა წლის მანძილზე.


ობამას არჩევნების გადადება სურდა

image
როგორც ცნობილმა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა ბენ კარსონმა განაცხადა, უკვე 2016 წელს ობამა სერიოზულად განიხილავდა საპრეზიდენტო არჩევნების გადადების სცენარს და სამუდამო დიქტატორად საკუთარი თავის არჩევას. მაგრამ არა პირდაპირი, არამედ მანიპულირების გზით. როგორც კარსონი ამბობდა, ობამას მოღვაწეობას „ შეიძლება მივეყვანეთ სამოქალაქო არეულობამდე, რაც თავის მხრივ მიგვიყვანდა არჩევნების გაუქმებამდე, საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე და ყველა კონსტიტუციური უფლებების დაკარგვამდე თუ არა, ამერიკელებისთვის უმრავლესობის დაკარგვამდე მაინც“.
მართალია, აქ საჭიროა მივუთითოთ, რომ კარსონი - უბრალო პოლიტიკოსი კი არა, რესპუბლიკელების მხრიდან პრეზიდენტის ექსკანდიდატიც არის, ასე რომ წინასაარჩევნო პერიოდში მის გამოსვლებს ნაკლები წონა აქვს.


ობამას მეუღლე -მამაკაცია

image

დიახ-დიახ, ბარაკ ობამა, ასე დიდხანს და დამაჯერებლად სამაგალითო მეოჯახე რომ იყო თითქოს, სინამდვილეში - ფარული გარყვნილია! ხოლო მისი მეუღლე -მამაკაცია! პირველად ამ თემაზე ამერიკელმა კომიკოსმა ჯან რივერსმა იხუმრა ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის წინ. ხოლო, ორი წლის წინ რივერსი ნაადრევად გარდაიცვალა -რითაც ცეცხლში ნავთი ჩაასხა. ახლა კი ისე ჩანს, რომ აშშ-ს ყველა კონსპიროლოგი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მიშელ ობამა- მამაკაცია, ხოლო რივერსი ობამას ბრძანებით მოკლეს. ამ თეორიის ათასობით მომხრე ათვალიერებს ფოტოსურათებს და არჩევს მათში ისეთებს, რომელშიც მიშელს თითქოსდა გამოკვეთილად უჩანს „გამყიდველი“ სასქესო ორგანოები - და ავრცელებენ მათ ინტერნეტ ქსელში. აი, ნახეთ თქვენც. დამაჯერებლად გამოიყურება?


ობამა ჩელსი კლინტონის მოკვლით იმუქრებოდა
image
სხვათა შორის, ობამას საერთოდ არ ქონდა პრეზიდენტობის უფლება! იმიტომ, რომ როგორც ყველასთვის ცნობილია, ამ პოსტზე მხოლოდ ადგილობრივ ამერიკელს აქვს დადგომის უფლება. ბარაკ ობამა კი კენიაში დაიბადა და ფარულად გააყალბა თავისი საბუთები. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მაშ ასე, როგორც ირკვევა, ის ფაქტი, რომ ობამა აშშ-ში არ დაბადებულა, პირველად ბილ და ჰილარი კლინტონებმა გაიგეს. ობამამ შეიტყო, რომ ისინი ამ ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებენ - და თავისი აგენტურის დახმარებით კლინტონებს დაემუქრა, რომ მოკლავდა მათ ქალიშვილს ჩელსის, თუ მის საიდუმლოს გაამხელდნენ. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ჩელსი ცოცხალია, კლინტონები თევზებივით დუმდნენ. მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, ეს თეორია დღემდე სარგებლობს პოპულაობით -სიმართლე, მხოლოდ ინტერნეტ პოლიტიკოსების წრეშია.

ობამას ამერიკელებისთვის კომპიუტერების ჩამორთმევა სურდა
image

და არა მხოლოდ კომპიუტერების! როგორც განაცხადა ვინმე ჯიმ ჰაროუმ, წარუდგა რა
ჟურნალისტებს, როგორც ცეერუს ყოფილი აგენტი, ობამა გეგმავდა „კონტინენტზე მთლიანი კომპიუტერული სისტემის განადგურებას, აშშ-ს 200 წლით უკან დაბრუნებას, და ამით ქვეყანაში ქაოსის მოწყობას, რის შედეგადაც წლის განმავლობაში 300 მილიონამდე ამერიკელი დაიღუპებოდა“. (მან თავისი და ცეერუს ურთიერთობის ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინა).


ობამას ტვინი აქვს დაზიანებული

image

როგორც კონსპიროლოგები ამტკიცებენ, ბარაკ ობამას ტვინის სერიოზული დაზიანება ჰქონდა - იმდენად სერიოზული, რომ ოპერაციაც კი დასჭირდა და თავში ჩიპების ჩადგმა და ტიტანის ფირფიტებით დაფარვა გახდა საჭირო. მაგრამ რაღაც ისე ვერ განვითარდა და ჩიპები არასწორად მუშაობენ -ყველა უბედურებაც აქედან მოდის.
ამ შემთხვევაში, დანარჩენებისგან განსხვავებით, ამ თეორიას სამი მტკიცბულება გააჩნია.
ჯერ ერთი, ობამას უცნაური ვარცხნილობა. ყურადღება მიაქციეთ: განა ჯანმრთელ
ადამიანებს თმები ასე პატარა ნაჭრებად ეზრდებათ? მეორეც, დააკვირდით ფოტოს: თუ კარგად დააკვირდებით, მის თავზე ნაწიბურს შეამჩნევთ -როგორს ჩანს, სწორედ ეს არის ტიტანის ფირფიტის კიდე. და ბოლოს, მესამეც, ყველასთვის ცნობილია, რომ ობამა საუბრისას დროდადრო ოდნავ ფერხდებახოლმე. თავად დაფიქრდით: განა ეს არ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მის ტვნში ჩიპები გაუმართავია?


ოდესღაც ობამა ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფებოდა

image

გასაკვირი არაა ობამას მეუღლე სინამდვილეში -მამაკაცი რომ არის. ის ხომ მის ცხოვრებაში პირველი მამაკაცი არ არის! მანამდე მინიმუმ, ერთი იყო - საერთო საცხოვრებელის ოთახის მეგობარი. ობამამ ის გაიცნო მაშინ, როდესაც ლოს-ანჟელესში კოლეჯში სწავლობდა. ყველაფერი დაიწყო საერთო საცხოვრებლის საერთო ოთახით, და დასრულდა... ნუ, ხვდებით ალბათ! უფრო მეტიც, ისინი შეუღლდნენ! ყოველ შემთხვევაში ობამას მეგობართან გადაღებულ ერთობლივ სურათებზე თითზე საქორწინო ბეჭდის მსგავსი ბეჭედი უკეთია. სწორედ ეს სურათები გახდა მთავარი მამხილებელი საბუთი. ამ ჰიპოთეზის ავტორის, ჯერომ კორზის აზრით, ორი
ყმაწვილი, რომელიც უბრალოდ ოთახს იყოფს, არ მოთავსდებოდნენ ასე ახლოს ერთმანეთთან და საერთოდ, ასე ინტიმურადაც არ გამოჩნდებოდნენ - იქვე ხომ არც არვინ არის! „არასოდეს არ მინახავს საერთო საცხოვრებლის ამხანაგების სურათები, სადაც წყვილი, ასე ახლოს იჯდეს ერთმანეთთან“, - ამბობს კოზი. თქვენ როგორ უყურებთ ამ დაშორებას? არ გავს პიონერულს, ხომ?


ობამამ მრავალი ადამიანი მოკლა

image

ამერიკელი კონსპიროლოგები თვლიან, რომ ობამას ადამიანების მოკვლა ახარებს - და არა მხოლოდ სპეცსამსახურის ხელით, არამედ პირადადაც. ანტიობამას საიტებზე შეგიძლიათ ნახოთ პრეზიდენტის პირადი სიბოროტის ასობით მსხვერპლის სია. ჩამონათვალში ფიგურირებს მაგალითად მწერალი, პოლიტიკური დეტექტივების ავტორი ტომ კლენსი და მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. როგორც ცნობილია, ჰიუსტონი უცნობი ნივთიერების ინექციის შედეგად გარდაიცვალა, რომელიც სასტუმროს ნომერში ღამით მალულად შეპარულმა უცნობმა გაუკეთა. მომღერალმა თითქოსდა მოასწრო შეპარვის ფაქტის დაფიქსირება, თუმცა სიბნელის გამო მკვლელის სახე ვერ დაინახა. და თუ სიბნელეში არ ჩანს, ე.ი. ცალსახად ობამაა!


ობამა ტელეპორტირებული იყო მარსზე


image

ენდრიუ ბასიაგოს, 2016 წელს პრეზიდენტობაზე ერთ-ერთი თვითწარდგენილი კანდიდატის თქმით, ცხრამეტი წლის ბარაკ ობამა მეტსახელით "Barry Sotoro" ცეერუს მიერ იქნა აყვანილი და გაგზავნილი მარსზე, რათა დაეცვა დედამიწა უცხოპლანეტელებისგან. მარსზე, ბასიაგოს გადმოცემით, ობამა-სოტორო გადაისროლეს ტელეპორტაციის მეშვეობით. საიდან იცის ეს ყველაფერი ბასიაგომ? ოო, მან გამოიგონა დროის მანქანა, რითაც იმოგზაურა 1863 წელში, პრეზიდენტი ლინკოლნი რომ ენახა.
ასე რომ, სამი-ოთხი ათწლეულით უკან გამგზავრება, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ბევრად საინტერესო სხვა რამეა: ასეთი კეთილშობილური მისია მარსზე რატომა არის ობამას სახელის შებღალვა? ბასიაგოს თქმით, ნებისმიერი, ვინც არ ისაუბრებს კაცობრიობის ამ უდიდეს აღმოჩენაზე, უკვე დამნაშავეა მის წინაშე.


ობამა ამერიკაში მუსულმანთა მასიურ გადაყვანას გეგმავდა

image

იმის თაობაზე, რომ ობამა ფარული მუსულმანია და ქრისტიანად აჩვენებს თავს, ამერიკაში დიდიხანია საუბრობენ. მაგრამ, როგორია მისი მიზანი? დასაწყისისთვის, ამტკიცებენ კონსპიროლოგები, ის შემოიყვანს ქვეყანაში ათასობით ერთმორწმუნე ხალხს. კონკრეტულად, როგორ მოახერხებს ობამა ასეთ მასშტაბურ გადმოსახლებას? აქ მოსაზრება ორად იყოფა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ის უბრალოდ რომელიმე შტატიდან ჩამოაჭრის გემრიელ ნაჭერს და მისცემს მუსულმანებს, სხვები ამბობენ, რომ გაუხსნის საზღვრებს ათასობით მუსულმან ქალს, რომლებიც გააჩენენ ჩვილებს და აღზრდიან თავისი რწმენით.. ასე იქნება თუ ისე, გავა ორიოდე ათწლეული, აშშ უკვე იქნება გადავსებული მუსულმანებით, რომელთა უმრავლესობაც ობამას არმის შემადგენლობაში იქნებიან, თითოეული ჯარისკაცი ობამას ჩათვლის ქველმოქმედად და ერთგული იქნებიან მისი სულით და ხორცით. ამ არმიით ის შეძლებს მთელი ქვეყნის გაკონტროლებას, შემოიღებს საომარ მდგომარეობას, გააუქმებს არჩევნებს და გახდება სამუდამოდ დიქტატორი... თუმცა ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. სინამდვილეში, კონსპიროლოგების სხვადასხვა თეორიები ისე ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს, რომ მათგან მთელი ალტერნატიული რეალობა შეგიძლიათ შეადგინოთ.


ობამას სურდა ამერიკელების ებოლას ვირუსით დაავადება

image
ცნობილი ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე რაშჩ ლიმბო (Rashsch Limbaugh), აკრიტიკებდა რა ობამას პოლიტიკას, განაცხადა: „პრეზიდენტ ობამას არ სურს ავიარეისების იმ ქვეყნებიდან მიღების გაუქმება და ამერიკის საზღვრის დაკეტვა, სადაც ებოლას ვირუსია გავრცელებული. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამერიკას თვლის ქვეყნად, რომელმაც დაიმსახურა ებოლა მონების შრობის გამოყენების გამო“. რასაკვირველია, ასეთი სიტყვები ობამას სახალხოდ არ განუცხადებია. მაგრამ ლიმბოს ეს არ აჩერებს: ბოლოს და ბოლოს ის ჟურნალისტია და ჟურნალისტური გამოძიების უფლება აქვს.


ობამა ტეხასის დასაპყრობად ემზადებოდა

image

კონსპიროლოგების თეორიებიდან ეს ყველაზე საინტერესოა. თვითონ განსაჯეთ: „ეწყობა უცნაური შეხვედრები, ჩნდება უჩვეულო რუქები, ყოველი მხრიდან მოდის მოხსენებები საბრძოლო პოზიციებზე გადაყვანილი სარაკეტო დივიზიონების, და
მაღაზიების დახურვის და კერზო საკუთრების კონფისკაციის თაობაზეც კი. და ეს
ყველაფერი ხდება საიდუმლო და შემზარავი სახელით „ნეფრიტის შლემი-15“. ასე აუწყებდნენ კონსპიროლოგები ფართო საზოგადოებას 2015 წელს მიმდინარე მასშტაბური სამხედრო სწავლების „ნეფრიტის შლემი 15“-ის ჭეშმარიტ აზრს. ისინი ასე ხსნიდნენ, რა თქმა უნდა ობამას ტეხასი უნდა მუსულმანების, თავისი მომავალი არმიის დასასახლებლად, რომელთა დახმარებითაც ის მთელ ამერიკას გააკონტროლებდა. არა, კონსპიროლოგების სისტემის შინაგანი ლოგიკურობა უბრალოდ საოცარია!


ობამა - რეპტილია

image

ერთ-ერთი ამერიკული საინფორმაციო საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების დაახლოებით 4%-ს ჯერათ, რომ უცხოპლანეტელი-რეპტილოიდები საიდუმლოდ ცხოვრობენ ჩვენს შორის, და შესაძლოა დედამიწელების პოლიტიკურ ცხოვრებასაც კი აკონტროლებენ. თითქოს, ბევრი არაფერი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შტატებში 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, რომ მილიონებს აქვთ ეჭვი, რომ მათ მართავს უცხოპლანეტელი ხვლიკი. ის, რაც მცირე მასშტაბებში სისულელედ გეჩვენება, დიდ მასშტაბში უკვე სტატისტიკაა. შეიძლება, ამერიკელებმა სიმართლე უკეთ იციან?


ობამა - მალკოლმ იქსის (Malcolm X) ვაჟია

image

მალკოლმ იქსი - აშშს-ს შავკანიანი მოსახლეობის უფლებებისთვის მებრძოლი ცნობილი ადამიანია. და კიდევ- დამნაშავე, ციხეში სასჯელ -მოხდილი ქურდობა -ყაჩაღობაზე, ცნობილი რასისტი, რომელიც აღიარებდა თეთრ რასაზე შავი რასის აღმატებულებას და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას. და აშშ-ს ორმოცდამეოთხე პრეზიდენტის მამას ხომ კატეგორიულად არ სურდა მამობის აღიარება.მაგრამ კონსპიროლოგებმა გამოქექეს ჭეშმარიტება! ცხვირის ფორმა, ღრმული ნიკაპზე, სახის ოვალი - ყველაფერი მათი აზრით ადასტურებს იმას, რომ ბარაკის მამა სწორედ მალკოლმია. ამ თეორიაში ობამა ერთმა რამემ უნდა გაახაროს მხოლოდ: თუ დაეჯერება თეორიას, მაშინ ის კენიაში ვერ დაიბადებოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა უფლება პრეზიდენტის პოსტი დეაკავებია.


ობამა დაიბადა კენიაში

image

ეს ყველაზე ცნობილი თეორიაა. კონსპიროლოგების აზრით, ობამა დაიბადა არა აშშ-ში, რის დამტკიცებასაც მრავალი წელი ცდილობდა, არამედ კენიის პატარა სოფელში, სადაც მისი ნათესავების უმრავლესობა ცხოვრობს. მხოლოდ შემდეგში, როდესაც პოლიტიკით დაკავდა, მან გააყალბა საბუთები, ჩაიწერა დაბადების ახალი ადგილი -ჰავაი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტად არჩევა არაკანონიერია. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამართლიანობის აღდგენა პრინციპში არ მოხერხდება: ობამამ უკვე დაჰყო პრეზიდენტის პოსტზე ორი ვადა ზედიზედ - ახლა უკვე ვეღარ შეძლებდა ამ პოსტზე დარჩენას, თუ რა თქმა უნდა რეპტილიების არმიის დახმარებით ტეხასს არ დაიპყრობდა.



იხილეთ ასევე:

1. ავღანეთში დაკარგული. დაბრუნება 20 წლის შემდეგ ...


2. კატასტროფის წინასწარმეტყველება: ნეაპოლში წმინდა იანუარის სისხლი არ გათხელდა


3. ის კუბოებში და ნაგვის ურნებში მალავდა ბავშვებს, სანამ არ დაიჭირეს.


4. მეცნიერებმა ნაცისტების სკივრი აღმოაჩინეს უცხოპლანეტელების ძვლებით!!!


5. საერთაშორისო სკანდალი: „ნორვეგიელები თავისთვის სხვა ნორვეგიას მოძებნიან!“


6. ირანის ყოფილი პრეზიდენტი ცხვრებს მწყემსავს!


7. 32 მილიარდი დოლარი ღარიბებს: ასეთი დიდი შემოწირულობა მსოფლიოს ჯერ არ უნახავს!


8. ტრამპის 15 ორეული!


9. დონალდ ტრამპი! ნოსტრადამუსის და ვანგას შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება!


10. ცუდი წინასწარმეტყველება დონალდ ტრამპზე!

7
13513
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
13513
  
სხვათაშორის ყველაზე ხშირად შეთქმულებებზე ყბედობენ ფუნდამენტალისტი და კონსერვატორი სასულიერო პირები. ჰომოფობები ყბედობენ "პიდერულ" პროპაგანდაზე და ა.შ.
იცით რა? მე არამიწიერი ჰუმანოიდების რეალურობისაც მჯერა და სატანისტური ფილოსოფიაც მხიბლავს, მაგრამ ყველაფერ დანარჩენს რაც შეეხება... სრულ ბოდვად მიმაჩნია. შეთქმულება? იცით რა? შეთქმულება არსებობს! ოღონდ ესაა სემიტურ-აბრაამული შეთქმულება, რომელიც ააგორეს ჩემი აზრით მსოფლიოს რელიგიურმა და პოლიტიკურმა "ელიტამ". სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ცდილობენ დაადებილონ ხალხი... სხვა არ ვიცი...
2017, 25 ივლისი, 20:37
მიშას თურმე ობამას ენა ქონია ტატუირებული მარცხენა დუნდულზე. იცოდით?
2017, 26 თებერვალი, 12:10
ასეთი არადამაჯერებელი ბოდვაა, მიშაზეც რომ არ მსმენია :)))))
2017, 26 თებერვალი, 8:50
ეს ჩემზე უფრო ღადაობებს წერს თურმე :D :D
2017, 26 თებერვალი, 2:30
ღადაობთ ხო?? მეჩვენება რომ სერიოზულად გჯერათ რასაც წერთ თუ ხუმრობთ? ))))) აჰაჰა!!!
2017, 20 თებერვალი, 15:57
ეგენი არ ვიცი მაგრამ დედა რომ ბოზი ყავდა..ეგ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია
0 1 7