x
image
natia.a
სპორტის ყველაზე სახიფათო სახეობა, რომელიც ჭკუასუსტობას იწვევს - მეცნიერების საოცარი დასკვნა!
image


სპორტი, როგორც წესი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასურველ აქტივობად ითვლება. სიახლე ალბათ არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ სპორტის სახეობებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით ფეხბურთი სარგებლობს. ბევრი მშობელი ცდილობს შვილებს პატარაობიდანვე შეაყვაროს და შეასწავლოს აღნიშნული სპორტის სახეობა. ყოველივე აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მოულოდნელი იქნება დასკვნა, რომელიც ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

BBC-ს ცნობით, კვლევა ჩატარდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარების ერთობლივი ძალისხმევით. კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერება დაადგინეს, რომ ფეხბურთი მნიშვნელოვნად მოქმედებს თავის ტვინის სტრუქტურაზე და რაც, მთავარია, მოქმედებს ნეგატიურად!


სხვადასხვა დროს გარდაცვლილი ექვსი ფეხბურთელის თავის ტვინის კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მათგანს აღენიშნებოდა ტვინის რუხი ნივთერების სტრუქტურის ცვლილება. რაც გახდა ფეხბურთელებში დემენციისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზი.



აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე თამაშის დროს ფეხბურთელები "აგროვებენ" განმეორებად მიკროტრავმებს, რომლებსაც, დროთა განმავლობაში, შედეგად მოსდევს მთელი თავის ტვინის ქსოვილის ცვლილება. საბოლოოდ კი ხდება მისი ფუნქციის მოშლა.

ამასთან, ადამიანებმა შეიძლება ვერც შენიშნონ მათ ორგანიზმში დაწყებული ცვლილებები და ყურადღება არ მიაქციონ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცნობიერების დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბნეულობა, გაღიზიანებულობა, ცრემლდენა.


არადა, ყველა ზემოჩამოთვლილი სიმპტომი შეიძლება იყოს ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის - თავის ტვინის მოქმედების გაუარესების გამოვლენა.


აღნიშნული კვლევის ავტორების აზრით, ჯერ მაინც ადრეა იმის მტკიცება, რომ ექვსი გარდაცვლილი კვლევისპირის დემენციაში მხოლოდ ფეხბურთის თამაშია დამნაშავე. მიზეზთა რიცხვში ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ასაკი და გენეტიკური ფაქტორები, თუმცა ფეხბურთის თამაშმა, დაავადების განვითარებაში, ეჭვგარეშეა, დიდი, თუ არა გადამწყვეტი, როლი ითამაშა.

მით უმეტეს, რომ ამ კვლევამდე რამდენიმე წლით ადრე, მსგავს გამოკვლევას ატარებდნენ აშშ-ს სპორტის ვეტერანთა საქმეთა დაპარტამენტისა და ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი მუშაობის მთავარი დასკვნა იყო ის, რომ ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალ მოთამაშეთა 96%-ს აღენიშნება ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია: 91-დან 87 მოთამაშის ტვინს ჰქონდა დეგენერაციული დაავადების შეუქცევადი ნიშნები.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. ყველა დროის 10 საუკეთესო ანეკდოტი ფეხბურთის შესახებ

image


2. მეცნიერებმა გაარკვიეს ქალის იდეალური ცეკვა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ (+ვიდეო)

image


3. ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში - ის, რაზეც 7 წელი არ საუბრობდნენ

image


4. 8 ყველაზე სკანდალური დამნაშავე ფეხბურთის ისტორიაში - ამბები, რომლებიც ბევრმა არ იცის!

image


5. ყველაზე სექსუალური სპორტსმენი ქალების ათეული - მამაკაცთა ჟურნალის რეიტინგიimage


0
215
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0