x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!
სამწუხაროდ ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება ის არასასურველი დღე, როდესაც შვილი სიცხისგან იწვის და ყველა ღონის საშუალებით ვცდილობთ ტემპერატურის დაწევასა და გამოწვეული ტკივილების შემსუბუქებას. ათასი რამ გვსმენია ამ დროს როგორ მოვექცეთ ბავშვს, თუმცა მათგან რომელი რჩევაა სასიკეთო და რომელი არა, სწორედ ამ საკითხზე მინდა გესაუბროთ დღევანდელ სტატიაში.



image

თავისთავად, მაღალი ტემპერატურა- დამცავი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს სხეულს, ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. დასაშვები ზღვარი კი 39 გრადუსია, ხოლო თუ მას აღემატა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან მოხდეს სწორი დანიშნულების გაწევა.


როგორც წესი, ბავშვებს მაღალი სიცხის დროს ექიმები ძირითადად პარაცეტამოლს (და ასევე მას სხვადასხვა დასახელებებით) უნიშნავენ. ასევე მათ მიერ ინიშნება იბუპროფენი, რომლის ერთჯერადი დოზა ბავშვის წონის მიხედვით გამოითვლება. ეს პრეპარატები ტემპერატურას მხოლოდ 1-1.5 გრადუსით აქვეითებენ და თან არა მომენტალურად, პროცესს საათი, საათნახევარი მაინც ესაჭიროება.



ძალიან საყურადღებოა ბავშვისთვის წამლისა და მისი ფორმის სწორად შერჩევა მიქსტურა იქნება ეს, საღეჭი აბები, სიროფი თუ სანთელი. თხევადი ფორმის წამლების ეფექტი 20-30 წუთში დგება, სანთლების კი 30-45 წუთში, თუმცა მათი ეფექტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი პეროლარული გზით წამლის მიღებას აპროტესტებს, უპირატესობა ენიჭება სანთლებს.



12 წლამე ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი, ანალგინი და ნიმესულიდი (Nise), რადგან მათ შეუძლიათ სხვადასხვა მძიმე გართულებები გამოიწვიონ. ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაზილოთ ბავშვი ძმარსა და სპირტში, როგორც ეს თქვენი წინაპრებისგან იცით, რადგან სპირტის შემცველი სითხეები ადვილად აღწევს ბავშვის კანიდან ორგანიზმში და იწვევენ მოწამვლას.


თუ ბავშვს მაღალი სიცხის დროს კანი ვარდისფერი და ტენიანი აქვს, შეგიძლიათ სუფთა და რბილი ხელსახოცით ამშრალოთ. ასევე თუ მაღალი სიცხის დროს ბავშვს სახის კანი აქვს ფერმკრთალი, თუმცა ხელ-ფეხი გაყინული, ეს მიუთითებს, რომ მას ვაზოსპაზმი აქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცივი საფენების დადება, უმჯობესია გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რომელიც ლითიური ნარევის ინექციით განმუხტავს მდგომარეობას.


როგორც წესი, სიცხის დამწევის მიღება რეკომენდებულია ბავშვებისთვის დღეში მხოლოდ 3-ჯერ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რეკომენდაცია-მეთვალყურეობის ქვეშ.


P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ თვქენ და თქვენს პატარას. გააზიარეთ, რადგან ყველა დედამ შეძლოს აღნიშნულ მდგომარეობაში სწორი მიდგომა და მკურნალობა.



იხილეთ აგრეთვე:


● როგორ ამოვიცნოთ რომელი ვიტამინი გვაკლია? გაითვალისწინეთ!

● თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

● ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები?

აღარასოდეს დააწვინოთ ბავშვი დივანზე. აი რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტი
ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ
რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე?
იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...
არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ

0
2568
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0