x
ლელა კაკულია განცხადებას ავრცელებს
წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:


"საინფორმაციო სააგენტოებისა და პორტალების საყურადღებოდ!
ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გადაზიარებისას გთხოვთ დააკვირდეთ წინასიტყვაობას და ისე შეურჩიოთ სათაური პუბლიკაციას თქვენს ვებგვერდებზე!!!
საქმე ისაა, რომ ზოგმა სააგენტომ შეცდომით მიუთითა, თითქოს საპატრიარქოსა და პატრიარქთან დაკავშირებული ჩანაწერები _ ეს „ახალი წინასწარმეტყველებებია“. რამაც, მართალია, ორიოდე კაცს, მაგრამ მაინც შეკითხვები გაუჩინა.


სინამდვილეში ეს წინასწარმეტყველებები წლების განმავლობაში წარმოითქმებოდა, იწერებოდა და ქვეყნდებოდა ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში, რამდენიმე რედაქციად გამოცემულ წიგნებში (ქართულად, რუსულად და ინგლისურად) და ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებაში : გაზეთებსა და ჟურნალებში.
პატივისცემით, ადმინისტრაცია."


შეგახსენებთ, ლელა კაკულიამ ეს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.



image


image



1
2430
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
2430
  
2017, 21 თებერვალი, 16:37
აფირისტი
0 1 1