x
image
მანჩო 777
ადამიანის ხელით შექმნილი უნიკალური რელიგიური ნაგებობები
მსოფლიოში ადამიანის ხელით შექმნილი უამრავი იდუმალი ძეგლია. თითოეული მათგანის უკან ისტორიის ასეულობით, ზოგჯერ კი ათასეულობით წელი დგას. ხავსით დაფარული უძველესი ქვის კედლები, აზრობრივი მოზაიკით მორთული ულამაზესი იატაკი, გენიალური მხატვრების ხელით მოხატული ჭერები - ადამიანები ყოველთვის ზრუნავდნენ თავიანთი სიწმინდეების დასაცავად და გასალამაზებლად.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ადამიანის ხელით შექმნილი უნიკალური რელიგიური ნაგებობები.



მაჩუ - პიკჩუ, პერუ


image



ინკების ცნობილი ქალაქი მე-15 საუკუნეში აშენდა. მაჩუ-პიკჩუ (ინკების ენაზე "ძველი მწვერვალი") განლაგებულია კუსკოს მაღალი მთების ხეობებში, რომელიც გადაჰყურებს პერუს წმინდა ველს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქი აშენდა, როგორც ინკების ერთ-ერთი იმპერატორის პაჩაკუტუს მამული. მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ინკების ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ მაჩუ-პიკჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდეს ნაწილს რესტავრაცია ჩაუტარდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიკჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. საგულისხმოა, რომ ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიკჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიკჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.



შეიხ ზაიდას მეჩეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები


image


ეს ყველაზე დიდ მეჩეთია არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოში არსებულ მეჩეთებს შორის. შენობა შენდებოდა 1996-2007 წლებში და დღემდე ითვლება მსოფლიოს მუსულმანთა ერთ-ერთ მთავარ სამლოცველო ცენტრად.



მესკიტაორდობა, ესპანეთი


image

784 წელს აშენებული მეჩეთი კათოლიკეებმა დაიპყრეს 1236 წელს და ის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიად გადააკეთეს. მესკიტა მავრიტანული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება.



წმინდა პეტრეს ტაძარი, რომი


image

წმინდა პეტრეს ტაძარი (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano) — რომის (ვატიკანის ჩათვლით) ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი და მსოფლიოში უდიდესი ქრისტიანული ტაძარია. მას 23000 მ² ფართობი უჭირავს და 60000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული (რომლის სახელსაც თავად ტაძარი ატარებს), იესოს თორმეტ მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ მიზეზით მრავალი პაპი, პირველის ჩათვლით, ამ ადგილას იმარხება. თანამედროვე ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინიანეს ბაზილიკა მდებარეობდა.


ანგკორ-ვატი, კამბოჯა


image

ანგკორ-ვატი ყველაზე დიდი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსია მთელ მსოფლიოში. კჰმერის (ძველი კამბოჯა) მეფემ სურიავარმან II-მ ტაძარი მე-12 საუკუნეში ააგო. ინდუისტური ტაძარი კამბოჯაში, ანგკორ-თომის მახლობლად მდებარეობს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა. კომპლექსი აგებულია ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში, სურიავარმან II-ის დროს, რომელიც, სავარაუდოდ, აქვე უნდა იყოს დაკრძალული. XV საუკუნიდან ტაძარი აღარ მოქმედებს. ანგკორ-ვატის კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. კომპლექსის ფართობია 2 კვადრატული კილომეტრი.

ანგკორ-ვატის მშენებლობას მეფე სურიავარმან II მას შემდეგ შეუდგა, რაც მან პოზიციები გაიმყარა სამხედრო კამპანიის, დიპლომატიისა და მტკიცე შინაგანი ადმინისტრაციის დახმარებით. სურიავარმანმა კჰმერის მეფეთა ტრადიცია დაარღვია და (სავარაუდოდ ინდოეთის გავლენით, სადაც ამ დროს ვიშნაიზმი წამოვიდა წინ) ტაძარი ვიშნუს მიუძღვნა (და არა შივას). XIII ს-დან კი ტაძარი ბუდისტურია.


ბაიონ სიემ რიპის ტაძარი, კამბოჯა


image

კჰმერული კულტურის კიდევ ერთი ძეგლი ბაიონ სიემ რიპის ტაძარი აგებული იქნა მე-12 საუკუნის დასასრულს. მისი მთავარი უნიკალურობა მდგომარეობს მასიური ქვის სკულპტურებში, რომლებიც შენობის მრავალრიცხოვან კოშკებზეა განთავსებული.


აღდგომის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი


image

ქრისტეს აღდგომის სახელობის ეს ცნობილი ტაძარი ანუ როგორც მას უწოდებენ, ტაძარი სისხლზე, აშენებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს იმპერატორი ალექსანდრე II.


ბორობუდურის ტაძარი, ინდონეზია


image
ეს უნიკალური სამონასტრო კომპლექსი საკმაოდ მაღალი მთის მთელ მწერვალს იკავებს. ბორობუდურის ტაძარი უნიკალურია თავისი საფეხურობრივი სტრუქტურით და ქვებზე გასაოცარი ხელოვნებით გაკეთებული წარწერებითა და ნაყშებით: მათ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.


ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი, აგრა


image

ტაჯ-მაჰალი თეთრი მარმარილოს მავზოლეუმია ინდოეთში,

რომელიც 1632-1653 წლებში აშენდა მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.
თაჯ-მაჰალი სამხრეთ აზიის რეგიონში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი აღმართულია მდინარე იამუნას დაბლობში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაჯ-მაჰალი შაჰ-ჯაჰანმა მიუძღვნა თავის მეუღლეს - მუმთაზ მაჰალს, რომელიც 1631 წელს მე-14 შვილის, გაუჰარა ბეგუმის მშობიარობას გადაყვა. მავზოლეუმის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო. აღნიშნული მავზოლეუმი უნდა ყოფილიყო შაჰ-ჯაჰანის უზარმაზი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება ცოლისადმი. ტაჯ-მაჰალი მიჩნეულია მოგოლთა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მუსლიმური ხელოვნების "მარგალიტი" ინდოეთში და ერთ-ერთი საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი შედევრი მსოფლიო საგანძურისა. ამ სტილში გაერთიანებულია სპარსული, ოტომანურ- თურქული და ინდური არქიტექტურის ელემენტები. ტაჯ-მაჰალი 20 წელი შენდებოდა, მასზე მუშაობდა 20 000-ზე მეტი მუშა. ძვირფასი ქვები და ძვირადღირებული საშენი მასალა ჩამოჰქონდათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, სიამიდან... ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, სიგანე კი - 56-ს. დიდი გუმბათის დიამეტრი 17 მეტრია. კუთხეებში 4 მინარეთია აღმართული. კედლები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. სრულყოფილი ფორმების ტაჯ-მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებით – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ტაჯ-მაჰალი ულამაზესი ინტერიერითაც გამოირჩევა, რითაც ასევე ათასობით მნახველს აოცებს.

0
190
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0