x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
7 რამ რასაც ბრძენი ქალი არასდროს სთხოვს თავის პარტნიორს
image

1. ბრძენი ქალი ყოველთვის დამოკიდებულია საკუთარ თავზე და არ ითხოვს

სხვებისგან მოვლას.



A) აქ საუბარი ბავშვებზე არაა - ზოგიერთი ქალი, როდესაც პარნიორთან კავშირს იწყებს, იცვლის ხასიათს და მამაკაცისგან ითხოვს ყოველგვარ სიამოვნებას, მოვლასა და გართობას. მამაკაცი ვალდებული არაა სულ საკუთარი პარტნიორის მოვლასა და გართობაზე ზრუნავდეს. ის ვალდებულია, მოუაროს და სულ ზრუნავდეს საკუთარ შვილებზე.



2. ბრძენი ქალი არ სთხოვს თავის პარტნიორს, დაანებოს თავი იმას, რაც უყვარს.


A) არ სთხოვოთ მამაკაცს საკუთარი სამსახურისათვის თავის დანებება ან ჰობის დავიწყებას, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენთან დიდი დრო გაატაროს.




3. ბრძენი ქალი არ აიძულებს მამაკაცს, მიატოვოს მეგობრები და ნათესავები.


A) შეიძლება, მოხდეს ისე, რომ თქვენი პარტნიორის რომელიმე ნათესავსა თუ მეგობარს ვერ შეეწყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენი კეთილდღეობისთვის ვალდებულია, გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა იმ კონკრეტულ ადამიანთან.



4. ბრძენი ქალი არ ითხოვს, გაიზიარონ მისი ინტერესები.


A) თუ თქვენი პარტნიორი ვერ იტანს ცეკვას, მაგრამ თქვენ ოცნებობთ, რომ მასთან

სალსა იცეკვოთ, დიდი შანსია იმისა, რომ მან ეს უარყოს. თქვენ კი არ უნდა

ეწინააღმდეგებოდეთ მას. წარმოიდგინეთ, რომ მან გაიძულოთ იმის გაკეთება, რასაც ვერიტანთ.



5. ბრძენი ქალი არ აიძულებს თავის პარტნიორს, გახდეს სხვა ადამიანი.


A) ქალი, რომელმაც იცის ნამდვილი ურთიერთობის ფასი, არ სთხოვს თავის პარტნიორს

შეცვლას. მან უნდა იცოდეს ის, რომ მას უყვარს ადამიანი, რომელიც იცვლება

მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს სურს. რასაკვირველია, მამაკაცი დააფასებს მხოლოდ ისეთ

ქალს, რომელიც მიიღებს მას ისეთს, როგორიც არის და შთააგონებს მას, გახდეს უკეთესი პიროვნება.



6. ბრძენი ქალი არ უკრძალავს თავის პარტნიორს სხვა ქალებისთვის ყურებას.


A) დროა, სიმართლეს თვალებში ჩახედოთ: მამაკაცებს არ შეუძლიათ, ყურადღება არ მიაქციონ მათ გარშემო მყოფ მანდილოსნებს, რადგან ეს მათი ბუნების ნაწილია. აქ საუბარი არაა მათთან ფლირტზე. უბრალოდ, შეეგუეთ ამ ფაქტს და ზედმეტად კრიტიკულად ნუ განსჯით.




7. ბრძენი ქალი ენდობა თავის პარტნიორს.



A) ბრძენი მანდილოსანი არ ითხოვს “სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთებს'' .

როდესაც ურთიერთობა პარტნიორებს შორის ნდობით სავსეა, მანდილოსანი არ

შეამოწმებს საყვარელი მამაკაცის მობილურსა და, თუნდაც, ფოსტას.


1
287
3-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
287
  
2017, 28 ივლისი, 20:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1