x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლია ლიქოკელი:რა ადვილად ვლაპარაკობთ ადამიანების სიკვდილზე.

image

პოეტი და პროზაიკოსი ლია ლიქოკელი საქართველოში ამ დღეებში მომხდარ სუიციდებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"რა ადვილად ვლაპარაკობთ ადამიანების სიცოცხლეზე.
რა ადვილად ვლაპარაკობთ ადამიანების სიკვდილზე.

რა ადვილია სხვების ცხოვრება. მარტო ჩვენი ტკივილებია ძნელი. რა ადვილი
სათქმელია: "მე ხომ მაგარი ვარ და აი ასეთებს ვუძლებ. გაუძლონ სხვებმაც!"

საშინელი თემაა და ბოდიშს ვიხდი გარკვეული ცალმხრივობისთვის, მაგრამ აი ამ
კონკრეტულ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს და მართლა მაინტერესებს: თუ
ვიტყვით, რომ თავის მოკვლა აი ასეთი და ასეთი სამარცხვინოა და თითს
დავუქნევთ, პოტენციურ თვითმკვლელებს შეეშინდებათ, სიკვდილის მერე ცუდი ტიპები გამოვჩნდებითო და თავს აღარ მოიკლავენ?

საერთოდაც, ვინმე რომ ცუდად არის ჩვენს გვერდით, იქნებ ჯობია, ვუთხრათ:
ფუ, ვერ გიტან ცუდად რომ ხარ, ჟღვინტლი გდის, წადი, გამოსწორდი, მოინდომე
სიცოცხლე და მერე მოდი და გემეგობრებიო?
image


მე ყოველთვის პირიქით ვიყავი: იმის ცოდნა მშველოდა, რომ თუ მიჭირს,
დახმარება უნდა ვითხოვო. მე თუ ვერ ვერევი რამეს, არიან ადამიანები, ვინც
ზურგს არ შემაქცევს, ვისაც არ კიდია. რომ თუ არ ხარ საკმარისად მაგარი
(სხვების გაგებით), ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ცხოვრებაში შენი ადგილი
არ არის და სიკვდილით უნდა დაისაჯო.
მაგრამ მე საზომი არ ვარ. და არავინ არის საზომი. ყველა ადამიანი "თვითონ" არის. და მაინც მაინტერესებს:მარტო მგლები უნდა გადარჩნენ? უბრალოდ მარტოხელა მგლები ვართ, ყველა თვითონ უნდა გადარჩეს, ვინც ვერ გადარჩება - იმის დედაც, და ამას არაფერი ეშველება?


შეგახსენებთ, ამ დღეებში ორმა ახალგაზრდა ქალმა დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით.19 წლის სტუდენტმა აზა მელიქაძემ და 35 წლის სოფო ქოიავამ.

0
25
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0