x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიახლის შიში

image

მუდმივი ცვლილებები- ეს ბუნებრივი მოვლენაა, მიუხედავად იმისა გვინდა ეს თუ არა. თუმცა საინტერესოა, რამდენად მარტივად ვეგუებით ცვლილებებს და გვეშნია თუ არა მისი.ქართველებს ერთი საინტერესო გამოთქმა გვაქვს:"შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველსო".აქედან არც ისე რთულია ზოგადი სურათის წარმოდგენა- გვირჩევნია დავრჩეთ ნაჭუჭში უჰაერობისა და დისკომფორტის მიუხედავად ვიდრე გამოვიდეთ გარეთ ახალ, საინტერესო გარემოში.
დაბადებიდან მოყლებული ჯერ კიდევ მშობლები გვინერგავენ ვიყოთ შემგუებლები, ვემოქმედოთ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური. ამას ემატება ჩვენი საყვარელი ზღაპრებიც, რომელთაგან არცერთი გვასწავლის შრომისმოყვარეობას, გამბედაობასა და გამარჯვების პატიოსან გზებს. პირიქით, გვეუბნება დაველოდოთ ოქროს ცულს, ნატვრის თვალს, ჯადოსნურ ვაშლს თუ ასე შემდეგ. ჩვენი როლი სადღაა თუ ყველაფერი რაც უნდა გავიაროთ უკვე გადაწყვეტილია? ოდესმე საერთოდ რამე გადაგვიწყვეტია სრულიად დამოუკიდებლად? იქნებ სწორედ ეს "დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები" გვაშინებს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, იმის აღიარება რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთა.

"ყველაზე საუკეთესო ნახაზებსაც კი შეუძლიათ გზა აუბნიონ ადამიანებსა და თაგვებს" წერს სპენსერ ჯონსონი.სწორედ ასეა, არ არესბობს საუკეთესო სქემა, არსებობს საუკეთესო გადაწყვეტილებები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი ცხოვრება.
და მაინც რა ვქნათ თუ სიახლის გვეშინია? პირველ რიგში სიახლე უნდა განვიხილოთ და არა განვსაჯოთ. მეორე - უნდა ვეცადოთ მარტივად მიუდგეთ საკითხებს, სიტუაციის გართულება გააძლიერებს ჩვენს პესიმიზმს. და ბოლოს მნიშვნელოვანია შევამჩნიოთ ცვლილება რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს იგი, რაგდანაც სწორედ პატარა ცვლილებები უდევს წინ დიდ გარდაქმნებს.

არასოდეს დარჩეთ კომფორტის ზონაში, რამდენადაც მყურდო არ უნდა გეჩვენოთ იგი, რადგან ერთ ადგილზე დგომით ვერასდროს გაიგებთ რა გელოდებათ წინ! კომფორტის ზონაში დარჩენილი ადამიანი ემსგავსება ზოოპარკში დაბადებულ ცხოველს, რომელიც ცხოვრობს "მშვიდად და ბედნიერად", თუმცა წარმოდგენაც არ აქვს რამდენად მრავალფეროვანი და მშვენიერია ცხოვრება გალიის გარეთ. "თუ წინ არ მიიწევ ე.ი უკან მიდიხარ".image

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ვარდიშვილი
გვანცა ვარდიშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0