x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აღარასდროს გადაყაროთ ტიკ-ტაკის კონტეინერები!
ვის არ უყვარს ტიკ-ტაკი?

ეს პატარა ტკბილეული საოცარია, მაგრამ, იცოდით, რომ მათი ყუთიც საოცარია? აღარ გადააგდოთ ტიკ-ტაკის კონტეინერები, თუ რატომ, ამას სტატიაში ნახავთ.

შემოგთავაზებთ 9 იდეას, თუ როგორ შეგიძლიათ ამ პაწაწინა ყუთების გამოყენება.


1. იმის გასარჩევად, თუ რას რგავთ


image

ქინძის, ჭარხლის, კამას, პომიდორის, კიტრის, კომბოსტოს, ან სხვა ხილის, ბოსტნეულის თუ მწვანილის თესლების შესანახად ტიკ-ტაკის კონტეინერები იდეალურია. ყუთზე წარწერის გაკეთებით თქვენ გაგიმარტივდებათ თესლების ერთმანეთისგან გარჩევა.


2. ფანქრის ნათლელის ჩასაყრელი

image

ნუ დააბინძურებთ ნათლელებით რვეულებს თუ ფურცლებს. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგიძლიათ ტიკ-ტაკის ყუთის გამოყენებით.


3. აღარ დაკარგოთ ქინძისთავები და თმის სარჭები

image

თმის აქსესუარებს შორის თმის სარჭი ყველაზე მარტივად დასაკარგია. მორთეთ ტიკ-ტაკი ყუთი ლამაზად და მოათავსეთ შიგნით თმის სარჭები!


4. კიდევ ბევრი რამის მოთავსება შეგიძლიათ ტიკ-ტაკის კონტეინერში

imageყურის ჩხირების და კბილის საჩიჩქნების შესანახად ტიკ-ტაკის ყუთი იდეალურია!


5. შეგიძლიათ, კონტეინერში საქსოვი ძაფიც შეინახოთ

image

ეს კარგია იმისთვის, რომ ძაფის თავი აღარ დაგეკარგოთ.


6. ერთად მოათავსეთ მძივები და ბისერები

imageშეხედეთ, რა ლამაზად არის დალაგებული მძივები! თითქოს კონტეინერი მათი პატარა სახლია.


7. ტიკ-ტაკის კონტეინერი კარგია ლენტების შესანახადაც

imageყუთი მოსახერხებელია ლენტების შესანახად და მათ მარტივად ამოსაღებად, თუ ლენტს თავს გარეთ დაუტოვებთ.


8. როგორც ასანთის ყუთი

imageუბრალოდ, მიაწებეთ ზუმფარას ქაღალდი ტიკ-ტაკის ყუთის ერთ მხარეს, შიგნით კი ასანთის ღერები ჩააწყვეთ.


9. სანელებლებისთვის

image

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პატარა და ადვილად გასახსნელი ტიკ-ტაკის ყუთი კარგი კონტეინერია ბევრი რამის შესანახად, როგორიც არის სანელებლები, პილპილი, მარილი, ბალახეული და სხვა.

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0