x
ინტერპერსონალური კომუნიკაცია

image ინტერპერსონალურ კომუნიკაციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში, მის ყოველდღიურ და პროფესიულ საქმიანობაში.
„ინტერპერსონალური კომუნიკაცია გულისხმობს კომუნიკაციას ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის, რომლებსაც ერმანეთთან რაიმე აკავშირებთ“. კომუნიკაციის 2 ტიპი გამოიყოფა: ვერბალური კომუნიკაცია- რომელიც სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიმდინარეობს. არავერბალური კომუნიკაცია- რომელიც სიტყვების გარეშე მიმდინარეობს, გამომეტყველების, ჟესტიკულაციის, მიმიკების და სხვა სიგნალების საშუალებით. კომუნიკაციის პროცესი მოიცავს ინფორმაციის გადაცემას, მის მიღებას და მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების ეტაპებს.



როგორც უკვე აღვნიშნე, ვერბალური კომუნიკაცია ენის საშუალებით მიმდინარეობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ენის ფუნქციები კომუნიკაციის დროს. ენის 3 ძირითად ფუნქციას გამოყოფენ: ურთიერთობის წარმართვის-რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებას ემსახურება. გრძნობების გამოხატვის ფუნქცია რომელიც ადამიანის სხვადასხვა საკითხის მიმართ გრძნობებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს გამოხატავს. ინფორმაციის შინაარსიის გადაცემის ფუნქცია- რომელიც კომუნიკაციის შინაარსობრივ მხარეზეა ფოკუსირებული. ეს ფუნქცია ხშირად საქმიანი ურთიერთობების დროს არის გამოყენებული.



ვერბალური კომუნიკაცია ყოველთვის ეფექტურად ვერ წარიმართება. ზოგჯერ ერთიდაიგივე ვერბალურ ინფორმაციას სხვადასვხა ადამიანი განსხვავებულად
აღიქვამს და მასში განსხვავებულ მნიშვნელობას დებს. კომუნიკაციის დროს პრობლემები შესაძლოა სხვადსხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ერთ-ერთია მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვების განსხვავებული ემოციური დატვირთულობა, რის გამოც ერთი შეხედვით მსგავსი სიტყვები განსხვავებულ ემოციურ რეაქციას იწვევენ ადამიანში. უფრო მეტად ზოგადი და არა კონკრეტული მნიშვნელობის მქონე სიტყვების გამოყენება ასევე შესაძლოა იყოს კომუნიკაციაში გაურკვევლობის წამომქმნელი. რაც უფრო მეტად აბსტრაქტულ და ზოგად სიტყვებს გამოვიყენებთ, მით მეტია ალბათობა რომ მსმენელმა ის განსხვავებულად აღიქვას და გადაამუშაოს, იმისგან რაც იყო ნაგულიხმევი. ინფორმაციის არაპირდაპირი ხასიათი ასევე წარმოშობს გაურკვევლობას. რაც უფრო პირდაპირ გამოვხატავთ სათქმელს მით მეტია ალბათობა რომ მსმენელი მას სწორად გაიგებს.


იმისთვის რომ ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურობა გავზარდოთ სხვადასხვა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველი რიგში პირდაპირ და კონკრეტულად უნდა ვთქვათ სათქმელი, რათა მსმენელმა ის სწორად აღიქვას და არასწორი დასკვნა არ გააკეთოს. ასევე, საჭიროა ვისაუბროთ თანმიმდევრულად, ანუ ერთი თემიდან მეორეზე არ გადავხტეთ, რადგან არათანმიმდევრულობა აბნევს მოსაუბრეს და ინფორმაციის სწორად გადამუშავებას უშლის ხელს. საუბრის დაწყებისას ძირითად სათქმელზე მალევე უნდა გადავიდეთ, რადგან მსმენელი შესავლის მოსმენით არ დაიღალოს. რაც უფრო ნათლად გამოხატავთ აზრს მით უფრო სწორად აღიქვამს მსმენელი მას- სიცხადის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ ჩამოაყალიბოთ რაზე ისაუბრებთ, და კვლავ კონკრეტული ინფორმაცია გადაცეთ მსმენელს. მნიშვნელოვანია შევზღუდოთ მინიშნებების გამოყენება, რადგან დიდია ალბათობა რომს ის არასწორად გაიგონ. თუ გამოვიყენებთ უნდა დავრწმუნდეთ რომ ის ზუსტად არის გაგებული. ეფექტურია დამაზუსტებელი შეკითხვების გამოყენება- იმითვის რომ გავიგოთ თუ რამდენად ზუსტად გაიგო მსმენელმა ჩვენს მიერ გადაცემული ინფორმაცია. მოსაუბრის, მისი აზრებისა და სურვილების პატივისცემა ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. კომუნიკაციის დროს თავი უნდა ავარიდოთ ისეთი სიტყვების ან ფრაზების ხმარებას, რომელიც დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი იქნება მოსაუბრისთვის.



დასავლეთის კულტურაში საკუთარი მოთხოვნების, აზრებისა და გრძნობების პირდაპირი გამოხატვაა მიღებული. ხოლო აღმოსავლურ კულტურაში- სურვილებისა და შეხედულებების არაპირდაპირი გამოოხატვაა მისაღები. არაპირდაპირ ნათქვამში მოსაუბრე თვითონ უნდა მიხვდეს თუ რა იყო ნაგულისხმევი. სწორედ ამ განსხვავებების გამო კულტურული თავისებურებების გათვალისწინება კომუნიკაციის პროცელსში აუცილებელია. მნიშვნელოვანია რომ წინასწარ მოვიპოვოთ გარკვეული ინფორმაცია მსმენელის, მოსაუბრის იმ კულტურული თავისებურებების შესახებ, რომელიც კომუნიკაციის პროცესზე მოახდენს ზეგავლენას. ამ თავისებურებების გათვალისწინებით გაურკვევლობას ავირიდებთ თავიდან. ასევე ეფექტურია მოსმენის ტექნიკების გამოყენება მაგალითად დამაზუსტებელი შეკითხვების. რაც უფრო დიდია მოსაუბრის კულტურებს შორის განსხვავება მით უფრო იზრდება ორაზროვნება და გაურკვევლობა. სხვადასხვა ტექნიკები კი დაგვეხმარება ორაზროვნების დაძლევაში.უნდა გავითვალისწინოთ განსხვავება სიტყვების მნიშვნელობებშიც. ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კულტურაში შესაძლოა განსხვავებული მნიშვნელობის ან ემოციური დატვირთვის მატარებელი იყოს, რის გამოც მოსაუბრემ შესაძლოა არასწორად გაიგოს სათქმელი, ეს კი ბარიერს წარმოშობს კომუნიკაციის პროცესში.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0