x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გოგონა,რომელიც ანორექსიისგან სიყვარულმა იხსნა
image

19 წლის კიარა შობერი სიყვარულმა იხსნა. მისი ორგანიზმი იმდენად იყო გამოფიტული, რომ გოგონა მოსიარულე ჩონჩხს გავდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მისი მხსნელი, სიმპათიური ყმაწვილი ჯეისონი.

image

13 წლის ასაკში კიარა მუცლის ტკივილებმა შეაწუხა, იმისთვის, რომ კუჭი არ დაეტვირთა, გოგონამ კვების რაციონი შეამცირა. ექიმებმა ვერაფერი აღმოუჩინეს და ურჩიეს ჩვეულებრივ მიეღო საკვები, მაგრამ ეს რჩევა რჩევად დარჩა. კიარამ კიდევ უფრო შეამცირა თავისი რაციონი და მოხარშულ ბოსტნეულზე გადავიდა.რაღაც პერიოდი კი მხოლოდ ხილით იკვებებოდა.


“დღეში მხოლოდ 39 კალორიას ვიღებდი და ჩემი თავი ღორმუცელა მეგონა"image


ამას საყვარელი ბებიის გარდაცვალებაც დაემატა. კიარა იმდენად იყო შეძრული, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი.

მისი რაციონი დღეში ერთი ატამი იყო და 22კგ-ს იწონიდა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჯეისონი.

image

“საოცარია, მან სწორედ მაშინ შემიყვარა, როცა ყველაზე ნაკლებად მინდოდა სიცოცხლე.მან ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა. და საჭმელიც."-ღიმილით ამბობს კიარა.

“ადრე პიცის და გაზიანი სასმელების დანახვაც არ მინდოდა, მან თანდათან დამიყოლია, რომ “ადამიანური საჭმელი" გამესინჯა და მე მომეწონა!"

თავისი პრინცის გაცნობიდან ერთ წელში კიარა უკვე 40კგ-ს იწონიდა.

“ექიმებმა მითხრეს, რომ ჯეისონს უნდა ვუმადლოდე გადარჩენას და ეს ასეცაა. მისი მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს."

imageimageimage


0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0