x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თურქული წინა საქორწილო ტრადიცია- „ხნის ღამე“

თურქეთში საქორწილო წეს-ჩვეულებებიდან ერთ-ერთი და შეიძლება
ითქვას ყველაზე გავრცელებულია „ხნის ღამე“, რომელიც ქორწილამდე ან ნიშნობამდე ერთი დღით ადრე, გასათხოვარი გოგოსთვის იმართება საპატარძლოს მშობლიურ სახლში და გამომდინარე იქიდან, რომ იგი გოგოსთვის ბოლო ღამეს წარმოადგენს ოჯახში, მეტად ამაღელვებელია.

„ხნის ღამე“- გოგოების წვეულებაა. ტრადიციისამებრ საღამოს გოგოს ახლობლები და საპატარძლოს მდედრობითი სქესის მეგობრები იკრიბებიან. თურქეთში
ზოგიერთ სოფელში რამოდენიმე დღით ადრე საქორწილო სახლში დროშასაც კი შლიან, ეს კი ნიშანია იმისა, რომ ამ დღიდან ოჯახში საქორწილო სამზადისი იწყება,

სასიძოს ოჯახი წვეულების მოახლოებისას სასმელსა და საჭმელს გოგოს ოჯახში აგზავნის. ძირითადად გამომცხვარ ტკბილეულობას .
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ტრადიციული სამოსი, რომელსაც „Bindallı“- ჰქვია. ის ოქროსფრად ამოქარგული წითელი ან ბორდოსფერი სამოსია.პატარძალს ასევე წითელი თავსაბურავი ახურავს. მანამ სანამ სტუმრები გროვდებიან სახლში, პატარძალი თავის მეგობრებთან ერთად ჩუმად ადის ოთახში და იმოსება. საპატარძლო ემზადება, ამ დროს კი ქალი, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია და არ ყოფილა არასდროს განქორწინებული ხნას ამზადებს. ლამაზად მორთულ სინებზე სანთლებს გარშემო აწყობენ, შუაში კი ხნას დებენ. ამ ყველაფრის მომზადების შემდეგ საპატარძლო გამოდის და შუაში ჯდება. მისი მეგობრები სინებით ხელში გარშემო უვლიან და „Yüksek yüksek tepeler“- („მაღალ მაღალ მთებში“ )- სიმღერას უმღერიან.გოგონას წინ ოჯახის უფოსი წარმომადგენლები სხედან. როდესაც ოჯახის უფროსი ქალბატონი იტყვის „პატარძალი ხელს არ შლის“, სასიძოს დედა პატარძლის ხელის გულზ ოქროს დებს.ამის შემდეგ პატარძალი გაშლის ხელს და ხელის გულებზე მას ხნას უსვამენ, შემდეგ კი უთითებო წითელ ხელთათმანს აცმევენ.

საღამოს მნიშვნელოვანი მოვლენა საპატარძლოს ტირილია, ამისათვის კი მას ამაღელვებელ ფრაზებს ეუბნებიან, მაგალითად როგორიცაა „დედას ერთადერთო“, ამბობენ, რომ გოგონამ თუ არ იტირა, მისი ქორწინება წარმატებული ვერ იქნება. ხოლო მარ შემდეგ რაც საპატარძლო ტირილს დაიწყებს, თავსაბურავს ხსნიან და სტუმრებს ხნას ურიგებენ. სინზე განთავსებული მონეტა ან ოქრო ვისაც შეხვდება, უახლოეს მომავალში ბედი მას გაუღიმებს.ამის შემდეგ კი ყველა ერთად იწყებს სიმღერასა და ცეკვას.


image

imageimage

0
526
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია დარჯანია
ხატია დარჯანია
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0