x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არყის გამოყენების უჩვეულო მეთოდები
image

გგონიათ არყის დანიშნულება მხოლოდ მისი დალევაა?ძალიან ცდებით. ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაში სწორედ ეს სასმელი შეიძლება დაგვეხმაროს, თუ როგორ, ამას ქვემოთ გაეცნობით.


კულინარია

image


თუ ცომში 1 ს.კ არაყს ჩაამატებთ, ღვეზელი გაცილებით ფაფუკი გამოვა, ზედაპირი კი ხრაშუნა ექნება.

მწვადის მარინადის მომზადებისას დაამატეთ 1 სირჩა არაყი, ხორცი გაცილებით ნაზი და გემრიელი გამოვა.


მინების მოვლა

image

ფანჯრის მინები, სარკე და სათვალის ლინზები გაწმინდეთ არყით, ან არყის და წყლის ნარევით(თანაფარდობა 1/3), ყველა ლაქა უკვალოდ გაქრება.


ცივი კომპრესი

image

პირველადი დახმარებისთვის გამიზნული ცივი კომპრესი თავად შეგიძლიათ დაამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. ე.წ. ზიპ-სამაგრიან ცელოფნის პაკეტში ჩაასხით ½ ჭიქა წყალი და ½ ჭიქა არაყი.შეანჯღრიეთ და შეინახეთ საყინულეში


მბზინავი თმები

image

შამპუნის იმ რაოდენობას, რამდენსაც ერთ ჯერზე მოიხმართ, დაამატეთ სირჩა არაყი და დაიბანეთ თავი.


პლასტირის მოშორება

კანზე დაწებებული და გამხმარი სამედიცინო პლასტირის მოცილებას უმტკივნეულოდ შეძლებთ, თუ სპირტით ან არყით დაასველებთ.


საპარსის მოვლა

ერთჯერადი საპარსი არაყში მოათავსეთ. ასე მის დეზინფიცირებას მოახდენთ, ჟანგისგანაც დაიცავთ და მალეც არ დაბლაგვდება.


ფეხსაცმლის მოვლა

image

იმისთვის, რომ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი მოაშოროთ და დეზინფიცირება გაუკეთოთ, გაწმინდეთ შიგნიდან არყის და წყლის ნაზავით.


ფეხების მოვლა

თუ ფეხის უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, გაიწმინდეთ ტერფები არყით.





0
261
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0