x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
წარმოუდგენელი ფაქტები იაპონიაზე, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ

image


იაპონია – გასაოცარი ქვეყანა, სადაც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. იაპონური კულტურა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ მათი ზოგიერთი ტრადიცია და ჩვეულება შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოთ. საინტერესო და უჩვეულო ფაქტებს პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით.


image


1. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იაპონიაში ჩვენსას რომ შევადაროთ არის "სულელი" ან "იდიოტი, " თანაც მისი ხარისხი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხმამაღლა და რა ინტონაციით გამოთქვამენ ამ სიტვებს.

2. იაპონურ ენაში საუბრის რამდენიმე ფორმა არსებობს: სალაპარაკო, მოკრძალებული, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. ქალების უმრავლესობა მოკრძალებულ ფორმას იყენებს სასაუბროდ, კაცები კი – სალაპარაკოს.

3. იაპონურ ენაში თვეებს სახელწოდებები არა აქვს. ნაცვლად იყენებენ რიგობით რიცხვით სახელებს. მაგალითად, სექტემბერი – ეს არის "კუგაცუ, " რაც ნიშნავს "მეცხრე თვეს."

4. იაპონიაში სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ პორნოგრაფიისადმი – ყოველ კუთხეში იყიდება პრესასთან ერთად. წიგნების მაღაზიაში კი მთელი სართული აქვს დათმობილი ლიტერატურას ამ თემაზე. ამასთან, აღსანიშნავია რომ იაპონიაში სექსუალურ ნიადაგზე ძალადობის ყველაზე დაბალი პროცენტია მსოფლიოში. შესაძლოა ამაში დიდ როლს სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტიც თამაშობს.


image


5. ქვეყანაში ქორწილების მესამედი მშობლების მიერ ორგანიზებული გაცნობა გარიგებების შედეგია.

6. რესტორანში არ არის მიღებული ფეხის ქირის მიცემა. ითვლება, რომ თუ კლიენტი შეეცდება ზედმეტი ფულის გადახდას, ამით ის მისთვის გაწეულ მომსახურებას გააუფასურებს. ასე რომ, ფეხის ქირის დატოვების მცდელობა, აღიქმება როგორც შეურაცხყოფა.

7. იაპონიაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ საჭმელზე. აუცილებელია ჭამის პროცესში შეაქოთ თქვენთვის მორთმეული კერძები. ძალიან ცუდ ტონად ითვლება თუ ჭამის დროს რამდენჯერმე მაინც არ იტყვით: "რა გემრიელია."


image


8. იაპონელები ზედმეტად ბევრს მუშაობენ. სამსახურში სულ მცირე ნახევარი საათით ადრე მოდიან და 15-18 საათს მუშაობენ დღეში შესვენების გარეშე.

9. იაპონურ ლექსიკონში ისეთი სიტყვაც არსებობს, რომელიც გადაღლილობისაგან სიკვდილს ნიშნავს. ის ჟღერს როგორც "კაროში" და ყოველწლიურად ამ დიაგნოზით დაახლოებით ათი ათასი ადამიანი იღუპება.

10. ჩრდილო იაპონიის ქალაქებში ტროტუარებს ხელოვნურად ათბობენ. ამიტომაც აქ გზები არ იყინება. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელებს ცენტრალური გათბობა არა აქვთ. ყველა დამოუკიდებლად ათბობს თავის სახლს.

11. იაპონიის ქალაქების ქუჩებში თქვენ ნახავთ სადგამებს ქოლგებით. თუ წვიმა დაიწყება, შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ქოლგა და როცა შეწყდება, უნდა დატოვოთ უახლოეს სადგამზე.

image


12. იაპონიაში ძალიან წესიერი ხალხი ცხოვრობს. თუ თქვენ საფულეს დაკარგავთ, დიდია იმის ალბათობა, დაახლოებით 90%, რომ მას დაკარგული ნივთების ბიუროში აღმოაჩენთ.

13. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არსებობს და უმრავლესობას იუსტიციის მინისტრი თავად ესწრება.

14. ტოკიო ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. აქ ისეთი სიმშვიდეა, რომ ექვსი წლის ბავშვები დამოუკიდებლად სარგებლობენ საზოგადო ტრანსპორტით.

15. იაპონიაში მარადიორობის შემთხვევები არ ყოფილა. დიდი და დამანგრველი მიწისძვრების შემდეგაც კი თავში არავის მოსვლია სხვის ქონებას დაპატრონებოდა. რაც შეეხება პოლიციას – ყველაზე წესიერები და არაკორუმპირებულები არიან მთელს მსოფლიოში. შესაძლოა ხანდახან აპატიონ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მცირედი დანაშაული რომელიმე ტურისტს.



image


16. ტოკიოში, შინჯუკუ-ნი-ჩემეს რაიონში, გეი-ბარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მსოფლიოში.


17. იაპონელები ზედმეტად მორცხვები არიან, საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შეუძლიათ. ბევრისთვის გმირობის ტოლფასია თქვას: "მე შენ მიყვარხარ."


18. იაპონურ ოჯახებში ნორმალურ სიტუაციად ითვლება, როდესაც და და ძმა ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკება, უფრო მეტიც, ერთმანეთის მობილური ტელეფონის ნომრებიც კი არ იციან.


19. იაპონურ ქუჩებში ნაგვის ურნებს ვერ ნახავთ – იაპონელებს ნაგავი სახლში მიაქვთ, შემდეგ კი ახარისხებენ: შუშა, ნარჩენები რომელიც იწვება, რომლის გადამუშავება შეიძლება და ნაგავი რომელიც არ იწვება.


20. ყოველი მეორე იაპონელი არაჩვეულებრივად ხატავს და კარგად მღერის. ეს ნაწილობრივ ბავშვთა აღზრდის სისტემის შედეგია – მათ პირველად ხატვასა და სიმღერას ასწავლიან, შემდეგ წერას და კითხვას.


image


21. იაპონიაში დელფინებს ჭამენ – ამზადებენ სუპს, მწვადს წვავენ და უმადაც კი იღებენ. დელფინს თევზისგან სრულიად განსხვავებული გემო აქვს, ამასთან, ძალიან გემრიელი.


22. სავარაუდოდ, სწორი კვებით უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან იშვიათად ნახავთ ჭარბწონიან იაპონელ ქალბატონს.


23. იაპონელები პრაქტიკულად სტუმრად არავის ეძახიან. დაპატიჟება – "როგორმე შემოგვიარეთ, " ხშირ შემთხვევაში, საუბრისას თავაზიანობის გამოხატვის ფორმად აღიქმება.


24. იაპონურ მეტროებში ქალებისთვის ცალკე ვაგონებია გამოყოფილი, რომელსაც პიკი საათებზე აბავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ გადატვირთულ ვაგონში ქალბატონს ხელი არავინ წაუფათუროს, რაც იაპონელი მამაკაცების პოპულარული გასართობი საშუალებაა.


25. ზოგიერთ ჩქაროსნულ მატარებელში, კონდუქტორი ვაგონში შესვლისას ქუდს იხდის და მგზავრებს თავს უკრავს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ბილეთების შემოწმებას.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II)


რისთვის იყენებდნენ ტამპლიერები და მასონები რეგალეირას ციხე-სიმაგრეს


რა ვიცით ელინურ კულტურასა და რელიგიაზე


შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები


უჩვეულო ეპიდემია, რომლიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს


რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში


მკვლელი მანქანა


ანტიკური ხანის კურტიზანი ქალები – ჰეტერები


ვინ არიან კურტიზანი ქალები



1
1161
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1161
  
2017, 28 თებერვალი, 14:33
ეჰ, რა კაია სადმე ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. . .
0 1 1