x
image
კატაპულტი
რა ხდება ჩვენს სხეულში მაშინ,როდესაც შეყვარებული ვართ?!

image

ცხოვრებაში ყველას გამოგვიცდია სიყვარულის გრძნობა თავისი გულის გამალებული ცემითა და მუცელში პეპლების ფრენით. და მაინც... რა ხდება ჩვენს სხეულში, როდესაც შეყვარებული ვართ?!

კითხვაზე პასუხი ექსპერტებმა დაადგინეს და აი, ისიც:

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მის ორგანიზმში გამოიყოფა სხვადასხვა ჰორმონალური ნივთიერებები, მაგალითად, სეროტონინი, ფენილეთილამინი, დოპამინი და ოქსიტოცინი. როგორ მოქმედებს ეს სისტემა მთლიანობაში, ბოლომდე ჯერაც ამოუხსნელია, რადგან ნივთიერებათა უმრავლესობა ტვინში გამოიყოფა, იქ კი სრული გამოკვლევის ჩატარება ძალზედ რთულია. ცალკეული ჰორმონების გამოკვლევა შეუძლებელია, მით უფრო, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიასა და ნერვულ სისტემაზე.

ჰორმონებს შორის უნდა გამოვყოთ ფენილეთილამინი და დოპამინი, რომლებიც ზემოთხსენებულ გულის გამალებით ცემასა და მუცელში პეპლების ფრენას იწვევენ.


ისინი პარტნიორისადმი სექსუალურ ინტერესსაც აღვიძებენ.

რაც შეეხება სეროტონინს, ის ბედნიერების ჰორმონია, რომელსაც დაახლოებით ნარკოტიკული საშუალების ეფექტი აქვს ადამიანის ორგანიზმში.

საიტერესოა ასევე ოქსიტოცინი, რომელიც ე.წ.ნდობის ჰორმონია და კავშირის გამყარებაზე მოქმედებს.

უამრავი ჰორმონი გამოიყოფა ასევე კოცნის დროს, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, კერძოდ, რეგულირდება სისხლის მიმოქცევა, ამარცხებს დეპრესიას, ამტკიცებს იმუნურ სისტემას და კბილებსაც კი იცავს კარიესისაგან.

ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, რა თქმა უნდა, სექსიც, რომლის დროსაც ტესტოსტერონი და ოსტროგენი გამოიყოფა.ისინი განსაკუთრებით საჭიროა მამაკაცებისათვის, რამეთუ პროსტატის კიბოს ებრძვიან.


P.S. ბედნიერ სიყვარულსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!


0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0