x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
9 მარტივი გზა თუ როგორ გავარჩიოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან
ორიგინალი სუნამოს გარჩევა ყალბისგან საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც ვერ ერკვევა ამ სფეროში.ამ სტატიაში გიჩვენებთ 9 მარტივ გზას თუ როგორ გაარჩიოთ ორიგინალი და ყალბი სუნამო ერთმანეთისგან.


1.შეამოწმეთ შეფუთვა




ორიგინალი სუნამოს შესაფუთი ცელოფანი ძალიან თხელია და მჭიდროდ ეკვრის ყუთს.ამასთანავე არსებობს ე.წ “ჭორიკანა'' კოდი, რომელიც მითითებულია ყუთის ძირზე და განასხვავებს ორიგინალ და ყალბ სუნამოებს ერთმანეთისგან.


2.უნაკლო ნაწიბური



ყალბი სუნამოს შესაფუთი ცელოფანი უსწორმასწოროდაა დაწებებული და უფრო განიერია ორიგინალთან შედარებით.


3.ქაღალდის შეფუთვა



ორიგინალი სუნამოს ქაღალდის შეფუთვა განკუთვნილია სუნამოს ბოთლის დაცვისთვის დაზიანებისგან.მრგვალად ამოჭრილი ქაღალდი უზრუნველყოფს სუნამოს ბოთლის დამაგრებას ერთ ადგილას და უნდა იყოს აუცილებლად თეთრი და არა მონაცრისფრო, ან სხვაფერი.


4.იარლიყი და წარწერები


დააკვირდით ოქროსფერ წრეში მოთავსებულ ისრებს-მარჯვნივ მიმართული ისარი ყოველთვის მუქი ფერის უნდა იყოს, ხოლო მარცხნივ მიმართული-ღია ფერის და არა პირიქით.


5.დიზაინი


ხშირად ყალბი სუნამოები მოთავსებულია ორიგინალისთვის მაქსიმალურად მიმსგავსებულ შეფუთვაში, ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ სუნამოს ბოთლი.


6.სუნამოს ფერი


ცნობილი ბრენდები არასდროს იყენებენ სუნამოს შექმნისას ბევრ საღებავს, ამის გამო ორიგინალი სუნამოების ფერი მკრთალია.მკვეთრი და “ქიმიური'' ფერი სითხისა მიუთითებს სუნამოს სიყალბეზე.


7.თავსახური


ორიგინალი სუნამოს თავსახური ყოველთვის იდეალურად სიმეტრიულია, განსხვავებით ყალბისგან.


8.სერიული ნომერი



ორიგინალი სუნამოს ბოთლის ძირზე დატანილი უნდა იყოს სერიული ნომერი(არა დაწებებული), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სუნამოს შეფუთვის ძირზე არსებულ ნომერს.


9.ბოთლი



ორიგინალი სუნამოს ბოთლი ნაზი და სიმეტრიულია, ხოლო ყალბის-უსწორმასწორო და ხელში უხეშად გვხვდება.

0
1385
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინეჩ
ქრისტინეჩ
1385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0