x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დიდი ბრიტანეთის სადაზღვეო სისტემა.

image

დაზღვევა-საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი უძველესი კატეგორიაა. იგი ჩამოყალიბდა პირველყოფილი წყობილების დაშლის პერიოდში და თანდათანობით საზოგადოებრივი წარმოების განუყოფელ ნაწილად იქცა. მოცემული ცნების პირველადი აზრი დაკავშირებულია „შიშთან“. როდესაც ქონების მფლობელებს შორის ყალიბდება

საწარმოო ურთიერთობა, ისინი განიცდიან მოცემული ქონების დაკარგვის და განადგურების შიშს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სტიქიური უბედურებებით, ხანძრით, ქურდობით, ან ეკონომიკური ცხოვრების სხვა გაუთვალისწინებელი საფრთხეებით.



დიდი ბრიტანეთის სადაზღვეო საქმე, როგორც მსოფლიო ფინანსური ცენტრი, მრავალი წლის განმავლობაში ლონდონში კონცენტრირდება.ლონდონის უმსხვილესი სადაზღვეო ბაზარი ემსახურება უამრავ ქვეყანას და კომპანიას ფინანსური ნაკადებით.

ლონდონის საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრის ავტორიტეტი ეყრდნობა სადაზღვევო ბაზრის სპეციალისტების საკადრო პოტენციალს, საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალ დონეს, ასევე დიდ ბრიტანეთში არსებულ სადაზღვევო ბაზარს-„ლოიდს“-, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ლონდონში თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მსხვილი სადაზღვევო კომპანიების შვილობილი სტრუქტურები, ნაციონალური სადაზღვევო ბაზრის ზოგიერთი სტრუქტურა, რომელთა საქმიანობა საერთაშორისო ხასიათს ატარებს, (ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტი, დიპლომირებულ მზღვეველთა ინსტიტუტი და ა.შ) ასევე რიგი სადაზღვევო ორგანიზაციების შტაბ-ბინები. აქვე კონცენტრირებულია ყველა საერთაშორისო სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერების ცენტრალური ოფისები.დიდი ბრიტანეთის სადაზღვევო კომპანიებს უფლება არ აქვთ დაკავებულნი იყვნენ ბიზნესის ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობით, გარდა დაზღვევისა.

დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს სადაზღვეო კომპანიებს მიეკუთნება:


Lloyd’s of London : ან უბრალოდ ლოიდსი, არის სადაზღვეო ბაზარი, რომელსაც შეცდომით სადაზღვეო კომპანიასაც უწოდებენ.იგი 400 სადაზღვევო სინდიკატის ერთობლიობაა. ისინი აერთიანებენ ფიზიკურ პირებს-ანდერრაიტერებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კორპორაციის სადაზღვევო საქმეს. ანდერრაითერებს აქვთ შეუზღუდავი პასუხისმგებლობა შესასრულებელ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიქმნება მათ მიერ დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან სინდიკატის ფარგლებში. სინდიკატების დინამიური და მოძრავი სტრუქტურები, რომლებსაც ახასიათებთ გამოკვეთილი სპეციალიზაცია დაზღვევის სახეების მიხედვით, ქმნიან საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრის ეკონომიკურ გარემოს ლოიდსის სისტემაში. ამ ბაზარზე ყოველი სინდიკატი წარმოდგენილია, როგორც ლიდერი ანდერრაითერი, რომლებიც სადაზღვევო რისკს სინდიკატში უშუალოდ ლოიდსისაგან იღებენ. კორპორაციული სტრუქტურის ლოიდსის წევრობა შესაძლებელია, როგორც დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქისათვის (რეზიდენტებისთვის), ასევე უცხოელებისთვის (არარეზიდენტებითვის).

სადაზღვევო კომპანიები იხდიან მოგების გადასახადს სადაზღვევო საქმიანობიდან და გადასახადს ქონებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში სადაზღვევო ოპერაციები ექვემდებარება საშტამპო მოვალეობებს, თუმცა მოცემული ოპერაციების მოცულობა მეტად შეზღუდულია.


0
214
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0