x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თეთრი მდუმარება: 10 საინტერესო ფაქტი ტაჯ-მაჰალზე
image

1. 2001 წელს ზოგიერთი სპეციალისტი თვლიდა, რომ 5 წელში ტაჯ-მაჰალი დაინგრეოდა. ეს მართლა რომ მომხდარიყო, ინდოეთის საოცრების ხელახლა აშენებისთვის, საჭირო იქნებოდა მინიმუმ 200 მილიარდი დოლარი.


2. 2001 წელს ინდოელმა ჩინოვნიკებმა დაამზადეს 400 კვადრატული მეტრის მუქი ნაჭერი, რათა შეენიღბათ ტაჯ-მაჰალი. ამ ქმედებით ისინი აპირებდნენ დაეცვათ ტაძარი პაკისტანისგან მოსალოდნელი დაბომბვისგან.


3. ალაჰის 99 სახელი შეიძლება ნახო მავზოლეუმის ფასადზე.


4. ბაღის ფართობის 9 ჰექტარია და წარმოადგენს დედამიწის სამოთხის სახეს. ბაღი დაყოფილია ოთხი მილით, რომლებიც ბაღის ცენტრში კვეთენ ერთმანეთს. ყურანის მიხედვით სამოთხეში 4 მდინარეა: წყლის, რძის, თაფლის და ღვინის. მთლიანად ტაჯ-მაჰალის კომპლექსი იკავებს 24 ფეხბურთის მოედნის ფართობს.



5. XVII საუკუნეში, 32 000 000 რუპია დაიხარჯა შაჰ-ჯაჰანის ხაზინიდან მისი საყვარელი ცოლის, მუმთაზ-მაჰალის საძინებლის მშენებლობაში. ამ თანხის დღევანდელი ექვივალენტი 827 000 000 დოლარია.


6. მშენებლობაზე მუშაობდა 1000 სპილო. თითოეულს მიჰქონდა ორტონიანი ქვის ბლოკი. ყოველდღე ცხოველები სვამდნენ დაახლოებით 250 000 ლიტრ წყალს.


7. საძინებლის პანელი ინკუსტრირებულია 28 სახეობის ნახევრადძვირფასი და ძვირფასი ქვებით.


8. მდინარე ჯამნის წყლის დონე ყოველ წელს 1, 5 მეტრით დაბლა იწევს, რამაც შეიძლება გამოწვიოს ბზარები ტაჯ-მაჰალზე და მისი დანგრევაც კი.


9. ტაჯ-მაჰალის ფასადის სიგანე 56 მეტრია. ხოლო სიმაღლე გუმბათის გარეშე 38 მეტრს შეადგენს.


10. 8512 კვადრატულ მეტრზე არის ნაგებობა მოპირკეთებული მარმარილოთი.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0