x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ქორწილი ,რომელიც ტრაგედიით დამთავრდა
1)გასული წლის დეკემბერში ბრაზილიაში შვეულფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა, პატარძალი, პატარძლის ძმა, ფოტოგრაფი(6 თვის ფეხმძიმე იყო) და პილოტი.პატარძალი საკუთარ ქორწილში მიფირნავდა, სადაც საქმრო და 300 სტუმარი ელოდებოდა.


image



2)ისევ გასული წლის დეკემბერში, აშშ-ში ქორწილში პარკში ფოტოსესიის დროს წაიქცა ევკალიპტი, დაიღუპა პატარძლის დედა.კიდევ 5-მა სტუმარმა მძიმე დაზიანებები მიიღო.


image




3)იერუსალიმში 2001 წელს ქორწილში ცეკვის დროს ჩაინგრა საბანკეტო დარბაზის იატაკი, შედეგად დაიღუპა 20 სტუმარი, 78-მა მიიღო მძიმე ტრავმები, მათ შორის პატარძალმა.ვიდეომ ტრაგედიის ადგილიდან მაშინ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა.




4)პატარძლის მამა ქალიშვილთან ცეკვის შემდეგ გარდაიცვალა.54 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.შემთხვევა კოსტა-რიკაში მოხდა გასული წლის სექტემბერში.


image




5)თვითმკვლელმა ტერორისტმა გასული წლის აგვისტოში თურქეთში ქალაქ გაზიანტებში თავი აიფეთქა ქორწილში, შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი.დაზიანებები მიიღო კიდევ 69 სტუმარმა.ტერორისტი 14 წლის მოზარდი იყო.

image



6)კვებეკში(კანადა) ფოტოსესიის დროს მდინარესთან დაიღუპა 30 წლის პატარაძალი მარია პანტაზოპულოსი.ქალს მოულოდნელად ქვაზე ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა.სწრაფმა დინებამ და სისველისგან დამძიმებულმა კაბამ იგი გაიტაცა.


image



7)32 წლის ელენა დემინა საკუთარ ქორწილში წყალში დაიხრჩო.შემთხვევა მოსკოვის მახლობლად კლიაზიმინსის წყალსაცავში მოხდა.მაშველებმა გარდაცვლილი პატარძალი მხოლოდ მეორე დღე იპოვეს.

ნასვამმა პატარძალმა სხვებთან ერთად გაცურა, თუმცა როგორც ჩანს ძალა
აღარ ეყო და მოულოდნელად წყლის ფსკერზე დაეშვა.ქალის საშველად რამდენიმე
მამაკაცი ერთდროულად გაეშურა, თუმცა უშედეგოდ.


image



8)პატარძალი და მეჯვარე დაიღუპა 2013 წელს აშშ-ში ლიმუზინში გაჩენილი ხანძრის შედეგად.ლიმუზინში მჯდარი 8 ადამიანიდან მხოლოდ სამი გადარჩა.


image


9)ტრაგედიით დამთავრდა გასული წლის სექტემბერში თბილისში ქორწილი რიტუალების სასახლეში.ქორწილში სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სავენტილაციო-საჰაერო მილში ჩავარდა(ან შეძვრა), სადაც სავარაუდოდ ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ბიჭუნა მძიმე ტრავმებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ორ დღის შემდეგ გარდაიცვალა.


image


10)2013 წლის ნოემბერში, ქორწილის ღამეს, 34 წლის პატარძალი მარიკა ჩემია
გარდაიცვალა.საქორწილო სუფრიდან სახლში დაბრულებულ მარიკას დივანზე მიეძინა. მეუღლემ მისი გაღვიძება სცადა, ცოლი უჩვეულად ცივი მოეჩვენა და ამის შემდეგ სასწრაფოს გამოუძახა, მაგრამ ექიმებს მარიკა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფილტვის ინფარქტი გახდა.

image

1
881
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
881
  
2017, 17 თებერვალი, 16:43
ზუგდიდში ვიცნობდი ფეხბურთის მწვრთვნელს უწესიერეს კაცს ბადრი დ–ს, რომლის ქორწილის დღეს მერსედესის მარკის მანქანის მძღოლის სიჩქარის გამო (ამ მანქანით იყვნენ და ბადრის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად სიჩქარე არ შეანელა) კოპიტნართან მომხდარ ავარიაში ბადრის მეუღლე, ბადრის მეჯვარე ასევე პერსპექტიული ფეხბურთელი და მათი ოპერატორი დაიღუპნენ.
0 1 1