x
არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება ბავშვებში

image

არასრულფასოვნების კომპლექსი არის პათოლოგიური გრძნობა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მსუბუქ კომპენსაციას და განსაკუთრებულ დაკმაყოპილებას, რომელიც არის წარმატების ხელისშემშლელი. ბავშვები იყენებენ სხვადასხვა „იარაღს“, როდესაც ხედავენ რომ თანდაყოლილი უნარებით წარმატებას ვერ აღწევენ. მაგალითად, ბავშვში ენაბლუობის ჩამოყალიბება, როცა ფიზიოლოგიური წინამძღვრები არსებობს, ერთ-ერთი ასეთი „იარაღის“ ნიმუშია. მაგალითად, ბავშვი ერთადერთი შვილია ოჯახში, მის მიმართ ყურადღება შემცირდა ასაკის მატებასთან ერთად და ოჯახში სხვა შვილების გაჩენასთან ერთად, ამასთანავე არსებობდა ფიზიოლოგიური საფუძველიც, შესაძლოა ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს ენაბლუობის ჩამოყალიბებას. ბავშვი ხედავს რომ ენაბლუობის დახმარებით მის მიმართ დიდი ყურადღება წარიმართება და ის ისევ
ყურადღების ობიექტი ხდება.



ბავშვის განვითარება განისაზღვრება არამხოლოდ მისი საკუთარი შესაძლებლობებით, ასევე გარემოთი და იმით თუ როგორ ხსნის გარე სამყარო მის ქცევას და ეპყრობა მას . ბავშვები საკუთარი „მე“-ს შესახებ წარმოდგენას სწორედ სოციალური გარემოდან იქმნიან, სწორედ ამიტომ გარემოდან წამოსული შეფასებები ზრდიან ან ამცირებენ ბავშვების საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას. ხშირად სწორედ მშობლები და მასწავლებლები უწყობენ ხელს ბავშვში არასრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბებას, როდესაც ისინი ბავშვს ცუდ დასასრულს და წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებენ, ან როდესაც ამცირებენ, შეურაწყოფას აყენებენ. ასეთი უარყოფი დამოკიდებულება ბავშვს საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს, ზრდის მასში შიშს და გაუბედაობას.



სკოლაში შესვლამდე აუცილებელია მშობელმა და ბაღის პედაგოგმა იზრუნონ ბავშვის საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებაზე და საკუთარი თავის სრულფასოვნად
განცდაზე. მაგრამ თუ ბავშვი სკოლაში პრობლემებით შევა უკვე მასწავლებელია ვალდებული დაეხმაროს მოსწავლეს ადრეულ ასაკშივე არასრულფასოვნების
განცდის დაძლევაში. მასწავლებელმა მოსწავლეზე და მის ქცევაზე დაკვირვებით უნდა დაასკვნას თუ რამდენად დარწმუნებულია ბავშვი საკუთარ თავში. მაგალითად, მოსწავლის პიროვნებაზე იმის მიხედვით ვიმსჯელებთ თუ როგორ სცემს პასუხს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას: ის ან დარწუნებით და დამაჯერებად გვპასუხობს
ან პასუხში ეჭვი ეპარება, რაც ხშირად მის თავგზააბნეულობაზე მეტყველებს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვს მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი ჩავუსახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ბავშვი საქმის დაწყებისას მას ბოლომდე არ მიიყვანს.
თუმცა ბვშვის საკუთარი თავის რწმენის გაზრდა და არასრულფასოვნების დაძლევა არაა მარტივი. როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ბავშვი არასწორად იქცეოდა, არ შეიძლება იმას მოველოდეთ რომ ერთი საუბრით მის ქცევას შევცვლით. როცა მოსწავლეები წარუმატებლობას განიცდიან მნიშვნელოვანია მათ ავუხსნათ, რომ გაუმჯობესება ერთბაშად არ ხდება. ეს ბავშვს ამშვიდებს და განაწყენების საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, როცა ბავშვი ორი წლის განმავლობაში მათემატიკაში მოიკოჭლებს, არ არსებობ იმის იმედი რომ ის წარმატებას ორ კვირაში მიაღწევს, თუმცა მას დაკარგულის ანაზღაურება შეუძლია. საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვს სჭირდება მასწავლებლის დახმარება და წახალისება იმისთვის რომ დაიჯეროს ამ კონკრეტულ
საგანსი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა და ამისთვის დახარჯოს ძალისხმევა. არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევა და რწმენის გაზრდა ბავშვებს დაეხმარებათ მომავალში გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიაღწიონ
წარმატებას.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0