x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში დააკავეს მანიაკი,რომელიც 30 პენსიონერის მკვლელობაშია ბრალდებული
imageსანკტ-პეტერბურგში დააკავეს მანიაკი, რომელსაც სამართალდამცავები 2010 წლიდან ეძებდნენ.


სწორედ 2010 წლის აპრილში ჩაიდინა პირველი მკვლელობა მანიაკმა, როდესაც ქალაქგარეთ აგარაკზე პოლიციამ აღმოაჩინა მოხუცი ქალის გვამი, რომელსაც ძალადობის კვალი ემჩნეოდა.


7 წლის განმავლობაში მანიაკმა კიდევ 30-მდე მკვლელობა ჩაიდინა, მისი მსხვერპლი, როგორც წესი პენსიონერები იყვნენ 75-იდან 90 წლამდე.ახალგაზრდა მამაკაცი მათ სოციალურ მუშაკად ან ბინების ამხანაგობის წევრად ეცნობოდა.


რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მოუხელთებელ მანიაკზე ინფორმაციისთვის 3 მილიონი რუბლი პრიზი დააწესა და ვიდეოც გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ მკვლელი იყო აღბეჭდილი.



როგორც Life -ი იუწყება, ამ საქმეში ყველაზე არაჩვეულებრივი ის არის, რომ ერთი თვის წინ მანიაკი სულ სხვა საქმეზე დააკავეს.კერძოდ, კალუგაში მეძავის მკვლელობის გამო.კამათის შემდეგ მან დანით 10 ჭრილობა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, შემდეგ გვამი დივანის ქვეშ დამალა, ბინაში მიმოფანტა საგნები, რომ ძარცვის იმიტაცია შეექმნა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.


"დამნაშავეს კვალს მივაგენით, დავადგინეთ მისი ვინაობა.იგი სანკტ-პეტერბურგში იმალებოდა და მანდვე მუშაობდა"-განაცხადა კალუგის ოლქის უფროსმა გამომძიებელმა ოლეგ ფედოროვმა.


ძიების დროს გამოიკვეთა სხვა დანაშაულები, მან აღიარა პენსიონერების მკვლელობა. გენეტიკური ანალიზმა დაადასტურა მისი ბრალეულობა.ჯერჯერობით სამართალდამცავები მანიაკის ვინაობას არ ამჟღავნებენ.გამოძიება გრძელდება.



იხილეთ მსგავს თემებზე სტატიები აქ

0
114
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0