x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508452
"კამასუტრა" მეუღლეებისთვის - ის, რაზეც დაოჯახების შემდეგ აღარ საუბრობენ...
image

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ყოვედღიური რუტინა და ხანგრძლივი ოჯახური თანაცხოვრება პარტნიორებს შორის ვნებას ამცირებს. ბევრისთვის ეს პრობლემაა, სხვები კი ამ საკითხს იუმორითაც კი უყურებენ. სწორედ ასე მოიქცნენ ილუსტრაციების სერიის - "კამასუტრა სტაჟიანი მეუღლეებისთვის" - ავტორები, რომლებმაც მსუბუქად და იუმორით წარმოადგინეს ცოლ-ქმარს შორის არსებული სექსუალური პრობლემები.

ქვემოთ წარმოგიდგენთ აღნიშნული ალბომიდან რამდენიმე ილუსტრაციას, რომლებიც ერთგვარი იუმორისტული პასუხია კითხვაზე: "რა ადგილი უჭირავს სექსს ოჯახის შექმნის შემდეგ?".

1. პოზიცია "მოქმედებისკენ მოწოდება".


image


ქალი გამომწვევად იხრება ქმრის ფეხებთან ნაგვის გამოსაგველად. ამით იგი ცდილობს გამოიწვიოს კაცი, რათა ეს უკანასკნელი... დაეხმაროს სახლის დასუფთავებაში.


2. პოზიცია "ჭურჭლის სარეცხი მანქანა".



image

კარგია მათთვის, ვისაც მოსწონს როლების გაცვლა. თავიდან აქტიურია მამაკაცი: იგი ალაგებს ჭურჭელს სარეცხ მანქანაში. შემდეგ კი ინიციატივას იღებს ქალი: მან უნდა გააკონტროლოს ქმარი, თორემ კაცმა შეიძლება ყველაფერი არასწორად გააკეთოს.


3. პოზიცია "სუფთა ჰაერი".


image

უკავშირდება ქცევის ნორმებისა და სტანდარტების დარღვევას და, ამიტომ, მისაღებია მხოლოდ ისეთი წყვილისთვის, ვისაც თანაცხოვრების ხანგრძლივი "სტაჟი" აქვს. ამ პოზიციაში მამაკაცმა შეიძლება ჰაერი გააფუჭოს და ამისთვის ცოლს არ მოუხადოს ბოდიში.


4. პოზიცია "სხვის უბედურებაზე".


image

ამ პოზიციაში ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული და ავლენენ ურთიერთსიყვარულს მაშინ, როცა მეორე წყვილი ჩხუბობს.

5. პოზიცია "2+1".


image

კლასიკური პოზიცია ბავშვიანი მეუღლეებისთვის. ადგილი აქვს მაშინ, როცა ცოლ-ქმარს სასიყვარულო აქტს აწყვეტინებს შვილი, რომელმაც თავის ოთახში გაიგონა რა რაღაც გამოუცნობი და უცნაური ხმები, გადაწყვიტა მშობლებთან დაძინება.

6. პოზიცია "მესამე ზედმეტია".


image

სახლში ავეჯის გადასაადგილებლად ცოლი ქირაობს ვინმე დაკუნთულ სიმპათიურ მამაკაცს. ეს უკანასკნელი, საქმის დაწყებისას, იხდის მაისურს. ქალი სიამოვნებით შესცქერის ნავარჯიშებ სხეულს, ქმარი კი საცოდავად არის ატუზული..

7. პოზიცია "საყიდლებზე".


image

ქალი მთელი ძალით "ექაჩება" მაღაზიებში ქმარს, ეს უკანასკნელი კი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ არ წაყვეს.

8. პოზიცია "ფარული საფრთხე".


image

ცოლის დანახვაზე დამფრთხალი ქმარი სწრაფად ხურავს თავის ლეპტოპს, რათა ქალმა არ ნახოს მისი პირადი მიმოწერა.

9. პოზიცია "ბავშვი ბებიასთანაა".


image

როგორც იქნა ცოლ-ქმარი ღამე მარტო დარჩა და ამდენი ხმის შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა... უბრალოდ გამოიძინონ! უფრო კარგი ეფექტისთვის, საძილე აბებიც ხელთ აქვთ.

10. პოზიცია "სიმშვიდის წუთი".


image

თუ ქმარი ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთის მატჩზე წავიდა, ცოლს შეუძლია მოდუნდეს, ჩაწვეს აბაზანაში და თუნდაც ხანმოკლე დროით დატკბეს მარტო ყოფნით.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

image


2. რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტურ ბორდელებში - საიდუმლო, რომელსაც დღემდე საგულდაგულოდ მალავდნენ!

image


3. ასე ასწავლიდნენ სწორად კოცნას 40-იან წლებში - ეთანხმებით?

image


4. როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი ჯდომის მანერით - ტესტი, რომელიც სანდოობით ნამდვილად გაგაკვირვებთ!

image


5. რატომ არ უნდა შეიყვაროთ რუსი გოგონა - რჩევები, რომლებსაც უცხოელებს აძლევენ

image

2
6911
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6911
  
2017, 16 თებერვალი, 17:01
კაი იყო მე-7-ე განსაკუთრებით მომწონს :-))
0 1 2