x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიუ-იორკში ვირთხების შემოსევაა,არის მსხვერპლი

image

ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა მოიწვია.ვირთხები ყველგან არიან:ქუჩებში, სადარბაზოებში, მიწისქვეშა ჩასასვლელებში, მატარებლებში, რაც ყველაზე საშიშია, არის მსხვერპლი.


ვირთხები ნიუ-იორკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი უკვე ამ ქალაქს რამდენიმე საუკუნეა შეესისხლხორცენ, ქალაქში სეირნობის დროს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაგირბინოს წინ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემამ საშიში ხასიათი მიიღო.


ბრონქსის მაცხოვრებლის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ კიდევ ორი ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში.არა და ზუსტად ნიუ-იორკის ამ რაიონში იფეთქა ეპიდემიამ.



ლეპტოსპიროზი, (იგივე წყლისმიერი ცხელება )რომელიც მღრღნელის შარდით ვრცელდება, სასიკვდილო არ არის, მისი განკურნება ანტიბიოტიკებით შეიძლება, მაგრამ დაავადებამ იმ ადგილზე იფეთქა, სადაც ყველაზე მეტი მაწანწალა და უსახლკარო დაძრწის და როგორც წესი მათ მედიკამენტებთან და კლინიკებთან წვდომა შეზღუდული აქვთ.


ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება,
კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და
სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში - სიყვითლე,
ჰემორაგიული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა და მენინგიტი.
ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმა იწყება უეცრად, წინასწარი მოვლენების
გარეშე, ძლიერი შემცივნებით და მაღალი - 39-40 გრადუსამდე - ტემპერატურით
(70%-ში), მენინგიტით (20%-ში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის
დარღვევით (10%-ში).


ჯანდაცვის სამსახური ბრონქსის მოსახლეობას აფრთხილებს ხშირად დაიბანონ ხელები და მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც ვირთაგვების თავშეყრა შეინიშნება, მაგრამ სიტუაცია იმდენად გართულებულია, რომ წითელი ჯვარი იძულებული შეიქმნა რამდენიმე ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი გამოეყო სხვა რაიონში.ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს.ოფიციალური მონაცემებით ნიუ-იორკში დაახლოებით 2 მილიონი ვირთხა ცხოვრობს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ისინი გაცილებით მეტნი არიან.


0
306
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0