x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სნაიპერი, რომელიც შიშის ზარს სცემდა საბჭოთა ჯარისკაცებს
სიმო ხაიკა, (17 დეკემბერი, 1905 – 1 აპრილი, 2002)
მეტსახელად თეთი სიკვდილი, 705 განადგურებული სამიზნე 100 დღეში. მან ყველა რეკორდი მოხსნა განადგურებული სამიზნის რაოდენობაში შორი მანძილიდან.

image

ჰაიჰა დაიბადა სოფელ რაუტიარვიში, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით. ზამთრის ომის დროს (1939-1940) ჰაიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის განმავლობაში მან დადასტურებული 505 საბჭოთა მებრძოლი მოკლა სნაიპერული შაშხანით. დაუდასტურებელ მკვლელობებთან ერთად ეს ციფრი 542-მდე იზრდება.სნაიპერული შაშხანის გარდა იგი Suomi KP/-31-ს ტიპის ტყვიამფრქვევს იყენებდა, რომლითაც 200-ზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ომის ასი დღის განმავლობაში ჰაიჰას მიერ მოკლულ საბჭოელთა რაოდენობა მინიმუმ 705-ს შეადგენს


imageჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20 °C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
image


“ზამთრის ომის” პირველ 100 დღეში სნაიპერმა მოკლა 600-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი. სიმოს დასაჭერად გაგზავნილი იქნა საბჭოთა ჯარისკაცების ელიტური ქვედანაყოფი. 1940 წლის 6 მარტს ფინელს ტყვია მაინც მოხვდა, რომელმაც გაიარა მარცხენა ყბაში, მოხდა სნაიპერის ევაკუაცია. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, ხოლო გონზე მოსვლისას ჩანგრეული ყბა აღუდგინეს ბარძაყიდან აღებული ძვლით.

image

სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილებისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წამატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.


image



1
616
3-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
616
  
2017, 16 თებერვალი, 15:27
მალადეც
0 1 1