x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
10 იდუმალებით მოცული ადგილი
კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული.

image

2)მთა სანქიგშანი.ჩინეთი.

ეს მთა ტაოისტების წმინდა ადგილია და ხშირად “ღმერთების ბაღის” სახელითაც მოიხსენიებენ.ამ ადგილზე უამრავი საინტერესო და უჩვეულო ფორმის ტყიანი, გრანიტული სვეტები და გამოვლინებებია.აქ ამინდი მუდმივად იცვლება, ამიტომაც ყოველ წელს 200 დღით მაინც აქაურობა ნისლითაა დაფარული, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო ზღაპრულს ხდის.ამ მთის სტუმრებმა აღიარეს რომ აქ ძალიან უჩვეულო და სრულიად წარომუდგენელ სიმშვიდეს გრძნობენ.



image3)მფრინავი გეიზერი.აშშ.

მათი შემყურვალე თავი ზღაპარში გეგონება. ყველაფერი ზღაპრული კი არარეალურს გავს. მაგრამ ეს მითი იმსხვრევა მათი ნახვის შემდეგ. ნევადაში, ქალაქ ვაშოუში, გერლაჩის ჩრდილოეთით 20 კმ – ის მოშორებით ე.წ. “მფრინავი გეიზერების” მდელოა რომელიც ვინმე ტოდ ჯეკსიკს ეკუთვნის. სხვადასხვა ორგანიზაციები დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ცდილობდნენ ტოდის გადარწმუნებას მათ შეძენაზე მაგრამ ამაოდ. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნი, ეს არის მინერალებით შემდგარი ქვების დიდი “გორაკები” საიდანაც მინერალური წყალი გადმოდის. ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილია თუმცა ტოდის თქმით მათ ნაკლებობას ის არ უჩივის.

image

4)აოკიგარა.იაპონია.

აოკიგარა.იაპონია.
მთა ფუჯის ძირას მდებარე ეს ტყე, მთელს იაპონიაში ყველაზე ცნობილი ტყეა.3500 ჰექტარიანი ტყე სავსეა სქელი და ერთმანეთში გადახლართული ხეებით.ამ ადგილს ბევრი ლეგენდა უკავშირდება მოჩვენებებზე, დემონებსა და სულებზე, ხალხი დღემდე ფიქრობს რომ ეს არსებები ამ ტყეში კვლავ დაძრწიან.სამწუხაროდ ეს ადგილი მსოფლიოში მეორე ყველაზე ცნობილი ადგილია თვითმკვლელობისთვის.1950-იანი წლებიდან 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა აქ თავიimage5)ბერმუდის სამკუთხედი.ატლანტიკის ოკეანე.
ის ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს ბერმუდას, მაიამისა და სან ხუანს შორის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.ამ ადგილმა ყურადღება მიიქცია აქ მოულოდნელად და აუხსენალდ გამქრალი თვითმფრინავების, გემებისა და ადამიანების გამო.არავინ არ იცის ამ ყველაფერს რა იწვევს თუმცა ძალზედ ბევრი და უჩვეულო თეორიები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.ზოგი ფიქრობს რომ აქ ზღვის ურჩხულები ბინადრობენ, ზოგს გონია რომ უცხოპლანეტელების ნახელავია ეს და ზოგიც ამინდს აბრალებს.

image6)მოგუიჩენგი.ჩინეთი.

ეს უდაბნოა, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონ ხინჯიანგში მდებარეობს.სახელი ზუსტად ითარგმნება როგორც_”სატანას ქალაქი” ან “ეშმაკის ქალაქი”.სანამ უდაბნოს გავლით მიტოვებულ ქალაქამდე მიხვალ, იქ ნამყოფთა თქმით ბევრი უცნაური რამ ხდება.მათი თქმით აქ ბევრი მისტიკური ხმა გაუგიათ, უცნაური მელოდიები, გიტარის სიმებზე აწყობილი მუსიკა, ბავშვის ტირილის ხმა და ვეფხვის ღრიალიც კი.ეს ხმები დღემდე დაუდგენელია საიდან მოდის ან რანაირად ჩნდება.

image

7)რიჩატის სტრუქტურა.მავრიტანია.

რიჩატის სტრუქტურა ასევე ცნობილია როგორც “საჰარის თვალი”.ის საჰარის უდაბნოში მკვეთრად გაოიკვეთება მკაფიო და მრგვალი გეოგრაფიული ფორმებით.ის დაახლოებით 30 მილი სიგანისაა და ალბათ ვერც შეამჩნევდი იქ რომ იდგე, სამაგიეროდ კარგად დაინახავდი ჰაერში რომ იყო, ან თუნდაც კოსმოსიდან.თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ის ასტეროიდების ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა, ხოლო შემდგე კი ვულკანის ამოფრქვევით.მაგრამ ახლა ფიქრობენ რომ ის ერთი პერიოდი მრგვალი, ქვიანი წარმონაქმნი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა.მაინც ამოუხსნელია რატომ აქვს მას ასეთი ზუსტი, შესანიშნავი წრის ფორმა და მის შიგნით პატარა წრეებიც ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებულლი როგორ არიან.

image

8)პამუკალეს ტრავერტინის აუზები.თურქეთი.

ტრავერტინის აუზები ძალზედ ლამაზი და იდუმალებით აღსავსეა.წლების განმავლობაში, თეთრმა მინერლმა_ტრავერტინმა ერთად თავი მოიყარა ცხელი წყლების მახლობლად და წარმოშვა თეთრი ტერასები.ამ თვალისმომჭრელად თეთრ, ბუნებრივ აუზში სუფთა, კრიალა, ცისფერი წყალია.ის დაახლოებით 2000 წელია რაც არსებობს და ალბათ კიდევ დიდი ხანი იარსებებს.

image

9)მაკმურდოს მშრალი ხეობა.ანტარქტიდა.
ეს ხეობა შესაძლოა ყველაზე იდუმალი ადგილი იყოს მთელ მსოფლიოში.ეს ნაკლებად ცნობილი ადგილი ერთ-ერთი ექსტრემალური უდაბნოთაგანია და შესაძლოა მთელ მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილიც იყოს.წელიწადში მხოლოდ 4 დიუმი ნალექი მოდის, რაც ძალზედ გასაკვირია როცა ყინულითა და თოვლით დაფარული ანტარქტიდის შუაში მდებარეობს.აქ არანაირი თოვლის ნასახიც კი არ არის.ასევე არანაირი ხმელეთის მცენარეულობა არაა, თუმცა ზოგი ლიქენი, ხავსი და ნემატოდები კვლავ გვხვდება აქ.მეცნიერები ამბობენ რომ ეს ადგილი ყველაზე მეტად ემსგავსება მარსის გარემოს.

image10)მთა რორაიმა.ბრაზილია.

მთა რორაიმა ძალზედ უჩვეულო ფორმისაა, იმიტომ რომ ბოლოში იმის მაგივრად რომ იყოს წაწვეტებული, პირიქით ფართოვდება და წარმოქმნის დიდ პლატოს.ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც ქარითა და წვიმით შეიქმნა.პლატო ხშირად ღრუბლებითაა დაფარული, მთის ბოლოსკენ უფრო იმატებს ის.აქ ფლორისა და ფაუნის ისეთ წარმომადგენლებს შეხვდები, რომლებიც სხვაგან დედამიწაზე არასდროს თუ რატომ არიან ეს ცხოველები და მცენარეები ასეთი სიხშირით აქ.

image

0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0