x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
imdb-ის ათი ყველაზე რეიტინგული ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
image



I ადგილი - The Shawshank Redemption (1994)- გაქცევა შოუშენკიდან: ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის 40–იან წლებში მომხდარ ამბავს. წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი, შოუშენკის ციხეში ხვდება. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. იგი თავის ცოდნას ციხის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. პატიოსნებისა და თავისუფლებისადმი მუდმივი წყურვილის გამო, ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, სხვა პატიმრებითან ახერხებს დამეგობრებას, მათ შორის ხანდაზმულ პატიმარ რედისთან.




image




II ადგილი- The Godfather (1972)- ნათლია : ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.




image





III ადგილი- The Godfather: Part II (1974)- ნათლია 2: ფილმში მოთხრობილია ვიტო კორლეონეს ისტორია, რომელიც (სიცილიაზე) მისი ბავშვობით იწყება და ნიუ-იორკში მისი ვაჟის, მაიკლ კორლეონეს ამბით გრძელდება. მაიკლი თავისი ბიზნესის ლას-ვეგასში, ჰოლივუდსა და კუბაში გაფართოებას ცდილობს.




image





IV ადგილი -The Dark Knight (2008)- შავი რაინდი: ბეტმენი კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ფსონებს მაღლა სწევს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონთან და პროკურორ ჰარვი დენტთან ერთად, იგი ცდილობს ქალაქის ქუჩებში კრიმინალური ფორმირებების თარეში აღმოფხვრას. ეს პარტნიორობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მანამდე, სანამ, ისინი ქაოსში არ აღმოჩნდებიან. ამ ქაოსს გენიოსი კრიმინალი, ქალაქ გოთჰემის "დამწიოკებელი" ჯოკერი გამოიწვევს.




image





V ადგილი- 12 Angry Men (1957)- 12 განრისხებული მამაკაცი : 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს ბიჭის მიერ მამის მკვლელობის საკითხს, ბრალდებულისათვის ვერდიქტის გამოტანას, ზოგიერთი მათგანი ზედმეტად ჩქარობს.



image





VI ადგილი- Schindler's List (1993)- შინდლერის სია: ფილმში აღწერილია ოსკარ შინდლერის გმირული ისტორია. მან, გონივრული ხრიკის წყალობით, ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.


image





VII ადგილი- Pulp Fiction (1994) - მაკულატურა : ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული ცოლი და არავისთვის საჭირო მოკრივე -ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ.




image




VIII ადგილი- The Lord of the Rings: The Return of the King (2003)- ბეჭდების მბრძანებელი III, ხელმწიფის დაბრუნება : გამოაშკარავდა, რომ არაგორნი მეფის მემკვიდრეა. იგი გენდელფთან და დანარჩენ, უკვე გატეხილ, საძმოს წევრებთან ერთად ცდილობს გადაარჩინოს გონდორი საურონის ძალებისგან. ამასობაში კი, ფროდომ და სემმა ბეჭედი მორდორში, ბოროტი ლორდის სამფლობელოს შუაგულთან ახლოს მიიტანეს.





image





IX ადგილი- The Good, the Bad and the Ugly (1966)- კარგი, ცუდი, ბოროტი :

სამოქალაქეო ომის დროს ველურ დასავლეთში იდუმალი მსროლელი დაიარება. მას
არც სახლი აქვს, არც მეგობრები ჰყავს, არც მოკავშირეები, სანამ არ შეხვდება
ორ უცნობს, ისეთივე დაუნდობელს, როგორიც თვითონაა. ბედისწერა მათ აიძულებს
ძალები, მოპარული ოქროს მოსაძებნად, გააერთიანონ.





image

X ადგილი- Fight Club (1999)- მებრძოლთა კლუბი:
უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა "მებრძოლთა კლუბები" ყველა ქალაქში ყალიბდება.








იხილეთ აგრეთვე : მსოფლიოს 20 ღირსშესანიშნაობა, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს!







0
580
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0