x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რატომ ინგრევა ნაადრევად შექმნილი ოჯახები მალე - სიყვარულის თეორია
image
რა არის სიყვარული? ამ კითხვის უამრავ პასუხს შეხვრებით, თუმცა რეალურად რომელი მათგანია ადექვატური, ეს საკამათო თემაა. როგორც ცნობილია, ადამიანს გააჩნია აფილაციის მოთხოვნილება, რაც გულისხმობს, რომ ადამიანები მიისწრაფვიან ერთმანეთისკენ და სურთ მიკუთვნებულობის განცდა ჯუფისადმი ან სხვა ადამიანებისადმი. სიყვარული კი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთ-ერთ
გზას წარმოადგენს. იგი განიხილება, როგორც ემოციონალური მდგომარეობა. რობერტ სტერნბერგი გვთავაზობს ე.წ. სიყვარულის სამკუთხოვან თეორიას (Sternberg, R. J. 1988). თეორია აანალიზებს სიყვრულს, როგორც სამი ბაზისური კომპონენტის ურთიერთქმედებას. ეს კომპონენტებია ინტიმურობა, ვნება და გადაწყვეტილება/ვალდებულება. სტერნბერგი მიიჩნევს, რომ სიყვარულის არსებობისთვის
აუცილებელი არაა სამივე კომპონენტი კომბინაცია არსებობდეს. სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს ერთ კომპონენტსაც კი:
- ვნება ეს არის სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა,
რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან.

- ინტიმურობა სიახლოვეს გულისხმობს, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.

- გადაწყვეტილება/ვალდებულება არის კოგნიტური ელემენტი, რომელიც
მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა. ეს კომპონენტი შეიცავს ხანმოკლე და ხანგრძლივ
ასპექტებს. ხანმოკლე ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს უყვარს
მეორე, ხოლო ხანგრძივი კი - ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

სავარაუდოა, რომ ახალგაზრდებში სიყვარულის საფუძველს
წარმოადგენს უფრო მეტად ვნება და ინტიმურობა, ვიდრე გადაწყვეტილება/ვალდეულება. შესაბამისად ნაადრევად შექმნილი ოჯახები უფრო მეტად ემყარება
მოწონებას, ძლიერ გატაცებას ან რომანტიულ სიყვარულს. ასეთ შემთხვევებში კი ურთიერთობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება ხშირად არ ხდება. ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი როლი პასუხისმგებლობის აღებას ეკისრება, რაც გულისხმობს, რომ ორივე პარტნიორი უნდა ზრუნავდეს ურთიერთობის შენარჩუნებაზე. თუ ეს კომპონენტი სიყვარულს საფუძვლად არ უდევს,
საფიქრებელია, რომ ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდეს. მართლაც, ოჯახის შექმნა ნაადრევად ხშირად სრულდება კრახით, რადგანაც იგი მხოლოდ ვნებიან
სიყვარულს ემყარება. მეგობრობა - სიყვარული კი, რომელიც ზრდასრულ ასაკში
უფრო ყალიბდება, მიუთითებს ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე, რომელიც გულისხმობს ურთიერთმოწონებას და პატივისცემას, გამოკვეთილ პოზიტიურ ემოციებს. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ მის ისეთ მახასიათებელზე, როგორიცაა ურთიერთზრუნვა.


თანამედროვე კვლევები სოციალურ ფსიქოლოგიაში ძირითადად განიხილავენ ვნებიან
სიყვარულს. იგი ხასიათდება ინტენსიური, ხშირად დაუძლეველი ემოციური მდგომარეობით, როცა ადამიანი გამუდმებით პარტნიორზე ფიქრობს, ხშირად არარეალისტურად აფასებს მას და სურს, რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს მასთან. ამ დროს კონტაქტი სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება და მთელი ყურადღების ფოკუსირება ერთ პიროვნებაზე ხდება. აღნიშნავენ ვნებიანი სიყვარულის კიდევ ერთ თავისებურებას, რომ იგი განიცდება მდგომარეობად, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და არაწინასწარმეტყველებადია. ამ დროს ხშირად წყილი სპონტანურად დგამს ნაბიჯს ოჯახის შექმნისაკენ, რაც უმეტესად ემოციების ფონზე ხდება და მოკლებულია განსჯა-გაანალიზებას. ურთიერთობა რომელიც იწყება საწყისი მიზიდვით, რაც გულისხმობს სიახლოვეს და აფილიაციის მაღალ მოთხოვნილებას, შემდეგ ეტაპზე მოითხოვს ურთიერთობის აშენებას, რაც მოიცავს ექვივალენტურ ფიზიკურ მიმზიდველობას, ატიტუდებში და სხვა მახასიათებლებში მსგავსებას, ურთიერთ პოზიტიური შეფასებებს. შემდეგ კი, როგორ ლევინგერი აღწერს (Levinger, G. 1980) ურთიერთობის გაგრძელებისას ხდება გზების ძიება თუ როგორ შეინაჩუნონ ინტერესი


და მრავალფეროვნება. შესაძლოა მოვლენები ორი მიმართულებით განვითარდებს: პირველია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ პოზიტიური შეფასებების შესამჩნეობა, ეჭვიანობის არ არსებობა, აღქმული სამართლიანობა, ურთიერთ დაკმაყოფილების მაღალი დონე. მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა აქამდე „იდეალური“ ურთიერთობამ განიცდოს პირველი კრიზისი, ურთიერთობა გახდეს რუტინული და მოსაწყენი.

ამის შემდეგ მოსალოდნელია დადგეს შემდეგი ეტაპი - გაუარესება, როცა უფრო და უფრო მეტი დროსა და ძალისხმევის ჩადება ხდება ურთიერთობაში, ზრუნვა ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი სიყვარულს საფუძვლად ედოს ერთ-ერთი კომპონენტი გადაწყვეტილება/ვალდებულება, რათა ორივე პარტნიორი მოტივირებული იყოს და ცდილობდეს ურთიერთობის შენარჩუნებასა და გამტკიცებას. სწორედ ახალგაზდრებში იჩენს თავს ამ ფაქტორის ნაკლებობა ურთიერთობისას, რასაც შესაბამისად მოსდევს შემდეგი ეტაპი დამთავრება.
აქ ეტაპზე შესაძლოა ურთიერთობა მარცხით დამთავრეს, გამოიკვეთოს ალტერნატიული პარტნიორის არსებობა და ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმება
არ მოხდეს.

ამ კვლევებსა და მოსაზრებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ ურთიერთობის შენარჩუნება მოითხოვს ორი ინდივიდის საგულდაგულო შრომას და ძალისხმევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამიტომაცაა აუცილებელი სიყვარული ემყარებოდეს არ მხოლოდ ვნებასა და ინტიმურობას, როგორც ეს თინეიჯერებში ხდება, არამდედ გადაწყვეტილება/ვალდებულებას, რომ მოხდეს ურთიერთობის განმტკიცება და ზრუნვა მასზე. ნაადრევი ქორწინების დროს კი უფრო მეტად უნდა ველოდოთ, რომ სცენარი ლევინგერის თეორიის მიხედვით განვითარდება, რასაც მოწმობს ადრეულ ასაკში
შქემნილი ოჯახების გახშირებული ნგრევა.

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ზერეკიძე
ანი ზერეკიძე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0