x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აფხაზეთში რუსი ტურისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს
imageინციდენტის შემდეგ ავტობუსის მძღოლმა ავტოინსპექციის თანამშრომლები გამოიძახა, რომლებმაც ტურისტები საზღვრამდე გააცილა.


ინციდენტი ქალაქ გაგრაში მოხდა.მოფარებული ადგილიდან ხულიგნებმა ქვების სროლა დაუწყეს ტურისტების ავტობუსს რუსეთიდან.შედეგად ჩაიმტვრა შუშები და დაზიანება მიიღო რამდენიმე მგზავრმა.დაზარალებულებს შორის არის ხუთი წლის ბავშვი.


როგორც Apsnylife -ი იუწყება, ინციდენტი ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს მოხდა.ავტობუსში სულ 52 მგზავრი იყო, მათ შორის 5 ბავშვი.


ავტობუსის მძღოლი:" მილიციის თანამშრომლებთან ერთად იქაურობა გავჩხრიკეთ მაგრამ ხულიგნები ვერ ვიპოვეთ, ტურისტებს ახალი ავტობუსი გამოუყვეს, ყველა იქ გადაჯდა, როდესაც ადგილიდან დავიძარით მათ კიდევ ერთი რიყის ქვა გვესროლეს, რომელმაც შუშა გატეხა.. მე კი ქვა ფეხში მომხვდა.ამის შემდეგ სამართალდამცავებს ვთხოვეთ საზღვრამდე გაცილება."



შარშან აგვისტოში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ბიჭვინთასთან. ცემეს ტურისტები სანკტ-პეტერბურგიდან, მას შემდეგ როდესაც რუსმა ტურისტებმა რესტორანში ცუდი და უხეში მომსახურეობის გამო პრეტენზია გამოთქვეს.

რესტორნიდან გამოსულ რუსი ტურისტების ავტომობილს რესტორნის მეპატრონის შვილი გამოეკიდა რამდენიმე ჩაფსკვნილ ბიჭთან ერთად, დაეწია საზღვართან, გააჩერეს და იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად.ჩხუბის ფაქტი მობილურით გადაიღო ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკატერინა იანკოვამ.



image




2
547
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
547
  
2017, 16 თებერვალი, 11:05
ჯერ სად არიან?!......................
2017, 16 თებერვალი, 10:55
ძალიან კარგი ეგ მხოლოდ დასაწყისია
აბა რა ეგონათ აფხაზ დაიკოებს რუსი სულ მაგათ გამო იბრძოდა
0 1 2