x
10 ფილმი, სადაც ბოროტმოქმედი კლავს გმირს
10. the wicker man (2006)

imageყოფილი პოლიციელი ედვარდ მალიუსი, თავისი ყოფილი შეყვარებულისგან წერილს იღებს, რომელშიც ის დაკარგული გოგონას პოვნას სთხოვს. ედვარდს გამოძიების კვალი კუნძულამდე მიჰყავს, სადაც საკმაოდ უცნაური ხალხი ცხოვრობს. იგი გაარკვევს რომ გოგონას გაუჩინარება, დაკავშირებულია კუნძულზე მცხოვრებ ხალხთან. გაუგებარი სიმბოლოები, უცნაური რიტუალები მას ჭეშმარტების დადგენაში ეხმარება. საბოლოოდ, ედვარდი გაარკვევს ყველაფერს, თუმცა მას დაწვავენ კუნძულის მაცხოვრებლები, როგორც რიტუალის მსხვერპლს.




9.the departed (2006)

imageსამხრეთ ბოსტონის ირლანდიელ მაფიოზთა და პოლიციელების დაპირისპირება, ძალადობა, მკვლელობა, ტყუილი - ეს ყველაფერი ერთიანდება მაფიოზურ დაჯგუფებაში ჩანერგილი აგენტის ირგვლივ, რომელიც ცდილობს საკუთარი სახე არ დაკარგოს. მთავარ გმირს კლავენ მაშინ, როდესაც ყველაფრის გამოაშკარავებას ცოტა უკლია.





8.saving private ryan (1998)

imageმეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, დაიღუპება სამი ძმა. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად, ევალება გერმანელების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შესვლა და მეოთხე ძმის გადარჩენა. მათ მოახერხეს რიგითი რაიანის გადარჩენა, თუმცა თავად კაპიტანი ჯონ მილერი, გადამწყვეტ ბრძოლაში დაიღუპება.




7.braveheart (1995)

imageინგლისელი მეომერების მიერ საცოლის მოკვლის შემდეგ, უილიამ უოლასი ინგლისელი ლორდის წინააღმდეგ აჯანყებას მოაწყობს. მას მთელი შოტლანდია შეუერთდება, რათა ინგლისური ბატონობის უღლისგან გათავისუფლდნენ. უილიამის აჯანყება ინგლისელებმა მაინც ჩაახშეს და აჯანყების ლიდერი სახალხოდ დასაჯსეს სიკვდილით.




6.star wars: episode VII - the force awakens (2015)

imageჯორჯ ლუკასის ლეგენდარული საგის გარძელება, სადაც მთავარ ანტაგონისტს ჰანს სოლოს შვილი, ბენ სოლო წარმოადგენს. იგი ბნელ მხარეს გადავიდა, როგორც მისი ბაბუა დართ ვეიდერი. ფილმში კვდება ლეგენდარული პერსონაჟი ჰანს სოლო, მისი შვილის ხელით.




5.pan's labyrinth (2006)

imageფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ოფელია პატარა გოგონაა, რომელსაც უყვარს ზღაპრების კითხვა. ერთ დღესაც, იგი ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯებს. რეალურ სამყაროში თუ ოფელია ტირანი გენერლის შვილია, ზღაპრულ სამყაროში იგი პრინცესაა. სამწუხაროდ, რეალურ სამყაროში ოფელიას კლავს მისი მამობილი.




4.boys don't cry (1999)

imageნებრასკას პატარა ქალაქში ჩადის ბიჭი, სახელად ბრენდონ ტინა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით გოგონებისას. მიუხედავად მისი თავქარიანი მანერებისა, იგი ასევე ყურადღებასა და თავაზიანობასაც ხშირად იჩენს. თუმცა, ბრენდონს გააჩნია საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს. საიდულოს გამოაშკარავების შემდეგ, ბრენდონს კლავევენ მისივე მეგობრები.




3.batman vs superman: dawn of justice (2016)

imageგოთემის შავი რაინდი ომს უცხადებს მეტროპოლისის სუპერგმირს. მას სურს დაამტკიცოს, რომ სუპერმენი რეალურად საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ მათი დაპირისპირებისას ჩნდება ახალი, ნამდვილი საფრთხე. ეს რეალური საფრთხე კი უცხოპლანეტელი დუმსდეია. სუპერმენი შეძლებს მის დამარცხებას, თუმცა თვითონაც კვდება ბოროტმოქმედის ხელით




2.leon: the professional (1994)

imageპატარა გოგონას ამოუხოცავენ მთხელ ოჯახს და მისი მფარველი გახდება მისი მეზობელი, პროფესიონალი მკვლელი სახელად - ლეონი. გოგონას შურისძიების წყურვილი ამოძრავებს და ლეონთან ერთად სწავლობს მკვლელობის ხელოვნებას. საკმაოდ მცირე დროში, მათ შორის ემგობრული დამოკიდებულება ჩნდება. ლეონი მოახერხებს გოგოს ოჯახის გამო შური იძიოს, თუმცა თავადაც ეწირება ამას.




1.gladiator (2000)

imageმაქსიმუს დეციუს მერიდიუსი არის რომის დიდებისთვის მებრძოლი გენერალი, რომელსაც უღალატეს, ოჯახი მოუკლეს და მონად გაყიდეს. იგი იბრძვის არენაზე როგორც გლადიატორი და შურისძიების წყურვილით აღვსილი ელოდება თავის შანსს მოკლას მისი მთავარი მტერი - იმპერატორი კომუდუსი. მაქსიმუსის და კომუდუსის ბრძოლა შედგა არენაზე, თუმცა კომუდუსმა იგი ბრძოლის დაწყების წინ მუხანათურად დაჭრა. მიუხედავად მიღებული ჭრილობისა, მაქსიმუსმა მოახერხა იმპერატორის მოკვლა და შურისძიების აღსრულების შემდეგ, თვითონაც მოკვდა მიღებული ჭრილობისგან.

0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0