x
image
_K_
7 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ლამაზი და მკვრივი მკერდისთვის
imageყველას სურს, კარგი სხეული ჰქონდეს.

სტატიაში ნახავთ 7 ყველაზე ეფექტურ იოგას პოზას, რომელიც, იმის გარდა, რომ თქვენს მკერდს ფორმას მისცემს და ფილტვების მუშაობასაც გაგიუმჯობესებთ, ასევე თავს გაგრძნობინებთ ძლიერ და ჯანმრთელ ქალად.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


* მეომრის პოზა

image

ვირაბჰადრასანა, იგივე მეომრის პოზა, იმის გარდა, რომ ძალას მოგიმატებთ, გაგიუმჯობესებთ გულ-მკერდის აქტივობას:


1. ფეხები დადგით ერთმანეთისგან შორს, ერთმანეთის პარალელურად.

2. მარცხენა ფეხი 90 გრადუსით უკან გასწიეთ.

3. მარჯვენა ფეხი მყარად უნდა გედგათ. აწიეთ მკლავები მხრების გასწვრივ. მიატრიალეთ თავი ისე, რომ მაჯას უყურებდეთ.

4. გაიმეორეთ 7-10-ჯერ და შემდეგ იგივე მარჯვენა მხარეს გააკეთეთ.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* სამკუთხედის პოზა

image

ტრიკონასანა, იგივე სამკუთხედის პოზა, დაგეხმარებათ ხერხემლის დაჭიმვაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და გულ-მკერდში სიმსუბუქის შეგრძნების პოვნაში.


1. დადგით ფეხები განზე. მოაბრუნეთ მარცხენა მხარე 90 გრადუსით და მარჯვენა - 15 გრადუსით.

2. შეეხეთ მარცხენა კოჭს მარცხენა ხელით (დროთა განმავლობაში იმასაც შეძლებთ, რომ გაშლილი ხელისგულით შეეხოთ იატაკს) და გაჭიმეთ მარჯვენა ხელი ზევით. მუხლები და ხერხემალი გაჭიმულ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ.

3. აწიეთ თავი მაღლა და უყურეთ თითებს. შემდეგ გაიმეორეთ იგივე მოძრაობები მეორე მხარეს.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* კობრას პოზა

image

ბჰუჯანგასანა, ანუ კობრას პოზა, ფილტვებს ეხმარება ჰაერისთვის მოცულობის გაზრდაში, ჭიმავს გულ-მკერდის კუნთებს, აძლიერებს მუცლის კუნთებს და აუმჯობესებს თქვენი სხეულის მდგომარეობას.


1. დაწექით მუცელზე და შეისუნთქეთ ღრმად. ზედა ტანი ნელა აწიეთ მაღლა და ქვედა ტანი იატაკზე დატოვეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყო. წონასწორობა გადაანაწილეთ ფეხებზე და მკლავებზე.

2. აწიეთ თავი და იყურეთ მაღლა.

3. ნელა ამოისუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ყოველი გამეორებისას, ეცადეთ, უფრო დიდ ხანს დარჩეთ კობრას პოზაში.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* რკალის პოზა

image

დჰანურასანა, ანუ რკალის პოზა, რეკომენდირებულია ყველასთვის, ვისაც ტკივილი აწუხებს ზურგის არეში. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, დაჭიმოთ მთელი ხერხემალი და ფორმაში მოიყვანოთ თქვენი მკერდი.


1. დაწექით მუცელზე, ამოისუნთქეთ, მოღუნეთ მუხლები და აწიეთ ისე, რომ თავს ზევით მოგექცეთ. სცადეთ კოჭების ხელით დაჭერა.

2. ისევ ნელა ამოისუნთქეთ და ეცადეთ, მკლავებით ფეხები იმდენად აწიოთ მაღლა, რამდენადაც შეგიძლიათ. ბარძაყები და მკერდი იატაკისკენ უნდა გქონდეთ და წონასწორობა მუცელზე დაწოლით უნდა დაიცვათ.

3. სცადეთ ამ პოზის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* ბორბლის პოზა

image

ჩაკრასანა, ანუ ბორბლის პოზა, დაგეხმარებათ გულ-მკერდის მიდამოს, ხერხემლისა და კისრის დაჭიმვაში, მოგიხსნით დაღლას და განგკურნავთ თავის ტკივილისგან.


1. დაწექით ზურგზე, მოათავსეთ ფეხები მხრებზე ოდნავ განზე, შემდეგ აწიეთ დუნდულები.

2. ხელისგულები დადეთ თითებით სახისკენ. ამოისუნთქეთ და ეცადეთ, მკერდი და ბარძაყენი იმდენად მაღლა ასწიოთ, რამდენადაც შეგიძლიათ.

3. სცადეთ, ძალა გადაიტანოთ ხელებზე. დარჩით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* ყირაზე დგომა

image

სალამბა სირასანა, ანუ ყირაზე დგომა, კარგია გულ-მკერდის და ხერხემლის იოგებისთვის და კუნთებისთვის. ეს სავარჯიშო აუმჯობესებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას, მაგრამ აუცილებელია, სწორად და ფრთხილად გააკეთოთ ვარჯიში.


1. დაჯექით მუხლებზე და დადეთ წინამხრები იატაკზე. გადააჯვარედინეთ თითები თასისებურად (როგორც ფოტოზეა), შემდეგ კი მოათავსეთ თავი ამ "თასში".

2. მოკეცეთ მუხლები, ამოისუნთქეთ და აწიეთ ფეხები ჰაერში.

3. გაჭიმეთ ფეხები და დარჩით ამ პოზაში 30 წამიდან 2 წუთამდე, როგორც შეძლებთ.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* აქლემის პოზა

imageუსტრასანა, ანუ აქლემის პოზა, ეფექტურია ზურგის ტკივილის წინააღმდეგ. ის ასევე ზრდის ფილტვების მოცულობას და აძლიერებს გულ-მკერდის არეს.


1. დადექით მუხლებზე და მოათავსეთ ფეხები ერთად.

2. ნელა გადაიხარეთ უკან და ხელებით შეეხეთ ქუსლებს. გადაწიეთ ზურგი თაღისებურად და დაჭიმეთ ნეკნების არე. თავი გადაწეული უნდა იყოს იატაკისკენ.

3. დარჩით ასე 30 წამის განმავლობაში და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

0
1178
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0