x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეუფე პეტრე ცაავა: საპატრიარქოს №3 სახლში მეძავები ცხოვრობდნენ
image


წუხელ გიორგი გაბუნაის საავტორო გადაცემა "არჩევანში" ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილს დაკავების შემდეგ საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ ეს სახლი საპატრიარქოს გადასცა, რომელიც № 3 -ად მოინიშნა.


მისივე განცხადებით ამ სახლში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ცხოვრობდნენ, მან ამის შესახებ მოლაშვილის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიგო."ჰკითხეთ მის ცოლს(მოლაშვილის) და დაგიდასტურებთ"-აღნიშნა ცაავამ.


"ქალბატონი შორენას (იგულისხმება თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი ) ერთ-ერთი "ოქროს თევზის"(გულისხმობს შორენასთან დაქვემდებარებულ მაღალ სასულიერო პირებს) მეშვეობით ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც თითქოს სოფლის მეურნეობას ეწეოდა და სინამდვილეში ამ სახლში ცხოვრობდნენ გამოძახებით მეძავი ადამიანები"-აცხადებს ცაავა.



ცაავამ ისიც დასძინა, რომ ამ სახლის არსებობის შესახებ და ისიც, რომ ის საპატრიარქოს გადაეცა, კათალიკოს-პატრიარქმა მხოლოდ სულხან მოლაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიგო.


"სამწუხაროდ მოლაშვილი ვეღარ მოესწრო სახლის უკან დაბრუნებას"-აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.



0
277
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0