x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლაურა კოვეში 42 წლის რუმინელი ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი, რომელიც ეფექტური საქმიანობის გამო ლეგენდად იქცა

image რუმინეთის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ სამმართველოში (DNA — the National Anti-Corruption Directorate) 42-წლის ლაურა კოდრუტუ კოვეშს ნამდვილ ლეგენდად თვლიან.
მიზეზი კი შემდეგშია ეროვნული ნდობის რეიტინგში უწყებამ, რომელსაც ქალბატონი კოვეში ხელმძღვანელობს, დიდი უპირატესობით აჯობა რუმინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დაიკავა პირველი ადგილი.
ბრძოლა კორუფციასთან მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტადაა მიჩნეული, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა თუ ახერხებს წარმატებულ ბრძოლას კორუფციასთან, აფართოებს რა კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ეფექტურად.
რუმინეთში კოვეშის მიერ ჩატარებული ანტიკორუფციული პოლიტიკის შედეგად ძალზე მცირე დროში, აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები ათასობით, რომელ საქმეებშიც ფიგურირებენ მინისტრები, სამ ათეულზე მეტი ქალაქის მერი, ასობით მოსამართლე, მებაჟეები და პოლიციელები, რომელთა მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებული ქრთამის კონფისკაციის შედეგად რუმინეთის ბიუჯეტმა მიიღო 150 მილიონი ევრო.
ის ყოველდღიურად აკავებდა თითო კორუმპირებულ ჩინოვნიკს, უქმე და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. სწორედ ასეთი კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლის გამო გახდა ლაურა კოვეში სიცოცხლეშივე ლეგენდად.
მისი შემოსავალი თვეში 3200 ევროა და პირად საკუთრებაში გააჩნია 2 ოთახიანი ბინა.

imageimageimage





7
274
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
274
  
2017, 17 თებერვალი, 10:03
ხალხო მოიწონეთ და გააზიარეთ სტატიები მითუმეტეს ესეთ კარგი მაგითი არც ქონება დაგვაკლდება და არც გვარიშვილობა ჩამოგვერთმევა, სამაგიეროდ სტატიუს ავტორს ესიამოვნება და უკეტეს სტატიებს დაწერს ან თარგმნის და ისევ ჩვენ წავიკითხავთ და გავიგებთ რაღაც ახალს :-))
2017, 17 თებერვალი, 10:01
არაფრის.
2017, 16 თებერვალი, 21:45
არა აქვს მნიშვნელობა ხშირად იწონებთ რაც აქ იშვიათობაა, კიდევ ერთხელ მადლობა.
2017, 16 თებერვალი, 17:03
პირველად რო ვნახე დამავიწყდა მოწონება :-)
2017, 16 თებერვალი, 16:53
მადლობა მასალების მოწონებისათვის
2017, 15 თებერვალი, 16:04
ეს კითხვა მეც მომივიდა აზრად ....
2017, 15 თებერვალი, 15:44
მაგარი ვინმე ჩანს .
ისე გასაკვირია კიდე როგორაა ცოცხალი?
0 1 7