x
image
_K_
12 ფრაზა, რომელიც სამსახურში არ უნდა თქვათ
პროფესიული ეტიკეტი ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგებთან ურთიერთობაში. სტატიაში ნახავთ ფრაზებს, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ სამუშაო ადგილას და ფრაზებს, რომლებიც უფრო თავაზიანს და მეგობრულს გამოგაჩენთ.


1. არ უნდა თქვათ: "ეს ჩემი პრობლემა არ არის".

რატომ? - როცა ვიღაცას ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ დრო არ გვაქვს ამისთვის, ხშირად ვამბობთ "ეს არაა ჩემი პრობლემა" და ვამჯობინებთ თხოვნის იგნორირებას. სამწუხაროდ, ეს ხალხს ააფიქრებინებს, რომ ეგოისტი ხართ და გუნდში მუშაობა არ შეგიძლიათ.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "რატომ არ ჰკითხავ სხვას(ამა და ამ ადამიანს)?


image


2. არ უნდა თქვათ: "მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ასე ვაკეთებთ".

რატომ? - ჩვენ გვეშინია ცვლილებების, რადგან ჩვენთვის ძვირფასია წარსული გამოცდილება. მაგრამ ეს არ არის საპატიო მიზეზი იმისთვის, რომ გავექცეთ ახალ გამოწვევებს.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "შეგიძლია, ამიხსნა, რატომ არის პრობლემის გადაჭრისთვის ეს გზა უკეთესი"?

image


3. არ უნდა თქვათ: "ამაზე მეტის გაკეთება აღარ შემიძლია".

რატომ? - როცა მართლა იგრძნობთ, რომ ამაზე მეტის გაკეთება აღარ შეგიძლიათ და სხვა არჩევანი არ გაქვთ, უბრალოდ, უთხარით საკუთარ თავს: "მე შემიძლია ეს"! და თავიდან სცადეთ. ასე უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ საკუთარ თავს, ვიდრე მარცხის აღიარებით.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "პატარა პრობლემა მაქვს. შეგიძლია, დამეხმარო გამოსავლის პოვნაში"?

image


4. არ უნდა თქვათ: "ამას ერთ წუთში გავაკეთებ".

რატომ? - სინამდვილეში, ძალიან იშვიათად ვახერხებთ, საქმე მართლა ერთ წუთში გავაკეთოთ. ამ ფრაზას კოლეგების და საკუთარი თავის დასარწმუნებლად ვამბობთ, თან, ხშირად ტყუილიც გამოგვდის. ეს სულაც არაა საჭირო.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "გთხოვ, ცოტა ხანში შემახსენე".

image


5. არ უნდა თქვათ: "ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს".

რატომ? - ყველა ვუშვებთ შეცდომებს. შეიძლება, იყოს საკითხები, რომლებიც არ გესმით. არ უნდა შეგრცხვეთ ამის საკუთარ თავთან აღიარების. იმის მაგივრად, რომ მეორე მხარის აზრი უარჰყოთ, ეცადეთ, გაიგოთ, რატომ ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე ოპონენტი სხვაგვარად.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "ამაში დარწმუნებული არ ვარ. მითხარით, რომელი არჩევანი იქნება უკეთესი"?

image


6. არ უნდა თქვათ: "შენ არ ხარ მართალი".

რატომ? - ხშირად, ამას დაფიქრის გარეშე ვამბობთ, რაც კოლეგებზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვა დროს, ეცადეთ, გაამართლოთ თქვენი აზრი სხვისი დაკნინების გარეშე.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "არ გეთანხმები, იმიტომ რომ... რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს"?

image


7. არ უნდა თქვათ: "ვწუხვარ, მაგრამ..."

რატომ? - ვამბობთ, რომ ვწუხვართ, შემდეგი სიტყვით კი - "მაგრამ" მნიშვნელობას ვუკარგავთ წინა ფრაზას. ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ვნანობთ რამეს, გაუგებარი რჩება.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "ძალიან ვწუხვარ. შემდეგში ვეცდები, რომ..."

image


8. არ უნდა თქვათ: "მე ვვარაუდობ, რომ..."

რატომ? - თუ რაღაც კარგად ვერ გაიგებთ, ეს შეცდომების დაშვების შანსს გაგიზრდით. ვარაუდს სჯობს, ზუსტად გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "შეგიძლია, ამიხსნა, ზუსტად რა უნდა გავაკეთო"?

image


9. არ უნდა თქვათ: "მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო".

რატომ? - სკოლაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყოველთვის უნდა გვეცადა, მაქსიმალურად გამოგვემჟღავნებინა ჩვენი შესაძლებლობები. მაგრამ თუ ჩვენს საუკეთესო მცდელობას ახლაც არ მოაქვს ის შედეგი, რაც გვინდა, შეგვიძლია, კიდევ ვისწავლოთ ახალი. ეს სულაც არ არის სირცხვილი, პირიქით.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "შემდეგში როგორ გავაკეთო უკეთესად"?

image


10 არ უნდა თქვათ: "ყველაფერი არასწორად გააკეთე".

რატომ? - "როცა აღელვებული ხართ, მარტივია, უნებურად სხვებს აწყენინოთ კრიტიკით. სხვისი სამუშაოს დაგმობა და გალანძღვა საუკეთესო გზა არ არის პრობლემის მოსაგვარებლად. სცადეთ, იყოთ უფრო შემოქმედებითი.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "ეს არ მუშაობს. სხვა დროს, სცადე, რომ..."

image


11. არ უნდა თქვათ: "შეიძლება, ვცდები, მაგრამ..."

რატომ? - იდეა მოგივიდათ, მაგრამ ფიქრობთ, რომ შეიძლება, სხვები არ დაგეთანხმონ? ნუ აუფასურებთ საკუთარ თავს და საკუთარ იდეებს. გაბედეთ და გაუზიარეთ თქვენი აზრი კოლეგებს!

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "იდეა მომივიდა"!

image

12. არ უნდა თქვათ: "დრო არ მქონდა".

რატომ? - საქმე ბევრია, დედლაინი ახლოსაა და თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ დასრულებული საქმე. ეს ცუდია, მაგრამ არა - მოუგვარებელი. შემდეგისთვის გაითვალისწინეთ, სჯობს, დროის სწორად განსაზღვრით კრიზისი ადრეულ სტადიაზევე შეაჩეროთ, ვიდრე დედლაინში ვერ ჩაეტიოთ. ამჯერად კი თავის მართლებაში ნუ დაკარგავთ ბევრ დროს.

რა უნდა თქვათ ამის ნაცვლად: "ამას დავამთავრებ (კონკრეტული დრო)".

image

წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ კოლეგებთან!

0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0