x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ათეიზმი, სტიგმა და მისი მიზეზები

image
სტიგმა ეს არის სოციალური წარმონაქმნი, რომელიც გამოიყენება სოციალურად არასასურველი ადამიანებისა თუ მახასიათებლების აღსაწერად. იგი მოიცავს სულ მცირე ორ ძირითად კომპონენტს: გარკვეულ მახასიათებელზე ან „მარკაზე“ (ნიშანზე) დაფუძნებული განსხვავების აღიარება; შედეგად პიროვნების გაუფასურება. გოფმანმა (Goffman, 1963) სტიგმა აღწერა, როგორც ნიშანი ან
მარკა, რომელიც მის მატარებელს „გაფუჭებულ“ და სხვა „ნორმალურ“ ადამიანზე ნაკლები ღირებულების მქონედ აქცევს. სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და ზოგ შემთხვევაში სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან. იყო სტიგმატიზირებული, ნიშნავს იყო დისკრიმინირებული. იდენტურობა კი ცენტრალურია სტიგმისათვის (Link & Phelan 2001), რადგან ადამიანის იდენტურობა იქმნება ინდივიდის გარკვეულ საზოგადოებასთან აფილაციით. მოცემული საზოგადოებები
იქმნება ადამიანებს შორის გარკვეულ არსებითი განსხვავებების სიმბოლურ საზღვრებზე დაყრდნობით
(Cohen 1985).

ყველა ჩვენგანს ადრეული ასაკიდანვე გვასწავლიან რომ გვწამდეს რაღაცის. იქნება ეს ღმერთი, ალაჰი, ბუდა. ისევე როგორც სხვა რწმენათა სისტემა, ესეც დაფუძნებულია ურყევ ჭეშმარიტებებზე, საზოგადოებასა და ტრადიციებზე.
როდესაც აღვიქვამთ რაიმეს, როგორც საშიშროებას მიმართულს ამ სისტემის ნგრევისაკენ, აღმოცენდება სხვადასხვა სახის რეაქციები. ქრისტიანულ ტრადიციაში ათეიზმი ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ცუდი. რეაქცია შეიძლება მერყეობდეს სიბრალულიდან – ზიზღამდე. რატომ არის ასეთი რთული ამ რწმენების მშვიდი თანაარსებობა?

ბიოკულტურული პერსპექტივიდან გამომდინარე, ადამიანებს სურთ იცხოვრონ ეფექტურ და უსაფრთხო ჯგუფში, რათა გადარჩნენ და გამრავლდნენ. განსხვავებულ ხედვებსა და ღირებულებებს მივყავართ განსხვავებულ ქცევით პატერნებამდე, ეს კი ჯგუფის მიერ აღიქმება საშიშად, რომელიც საფრთხეს უქმნის მოცემული ჯგუფის ეფექტურობას. (Kendrick, 1994 & Buss, 1999)

იყოს სტიგმატიზებული ნიშნავს გქონდეს ისეთი სოციალური
იდენტობა, რომელიც ეჭვებს აჩენს იმაზე რომ შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, სხვების თვალში ხდები გაუფასურებული, ნაკლოვანი. სტიგმატიზებული ადამიანები ხშირად ხდებიან ნეგატიური სტერეოტიპების და ისეთი ემოციური რეაქციების მსხვერპლი, როგორიცაა ბრაზი, ზიზღი, სიძულვილი და სიბრალული, მაგრამ სოციალური სტიგმის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია დეჰუმანიზაცია, გაუფასურება სხვების მხირდან (Crocker, Quinn 2000). სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანები აღიქმებიან არა უბრალოდ განსხვავებული რწმენის
მქონე ინდივიდები, არამედ მათ მიეწერებათ ისეთი თვისებები და მახასიათებლები რაც მათ აღქმას უფრო ნეგატიურს ხდის და იწვევს უფრო მძაფრ ემოციურ რეაქციებს.

ზემოთ უკვე ვახსენე პროცესი, როდესაც საპირისპირო ღირებულებების
პიროვნებებს ვაერთიანებთ „ისინი“ ჯგუფში, რომელიც უპირისპირდება „ჩვენ“ ჯგუფს. რის შედეგადაც მათ მიეწერებათ ისეთი თვისებები, რომლებიც მათ შესაძლოა არც ეკუთვნოდეთ (Sherif & Sherif, 1953) . ცხადია, რომ მხოლოდ
ერთი მახასიათებელი, რწმენა, რომ არ არსებობს რაიმე ზებუნებრივი ძალა, ათეისტებს არ აქცევს ერთნაირ პიროვნებებად. ათეიზმი ხშირად აღქმულია, როგორც „გადამდები დაავადება“, რასაც მხარს უჭერს ათეისტთა რაოდენობის ზრდა და რაც უფრო ამძაფრებს მის მიმართ სტიგმას. მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმი საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, იგი მაინც
დაავადებად აღიქმება, რადგან ეკლესია მორწმუნეებს ქადაგებს, რომ ურწმუნოები მარადიულ ცეცხლში დაიწვებიან, შეისაბამისად იგი საფრთხეს უქმნის ადამიანების სულიერ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ არაა გასაკვირი ის შიში, რომელიც ათეიზმის მიმართ არსებობს.

გოფმანის კლასიფიკაციაზე დაყრდნობით (Goffman, 1963) თვითონ ეს სტიგმა შეგვიძლია მივაკუთვნოთ პირველ ტიპს, „ტომობრივ იდენტურობასთან“ დაკავშირებულ სტიგმას, რომელიც სწორედ რელიგიას მოიცავს.

საინტერესოა სტიგმატიზაციის პროცესი იმ მოსაზრებასთან მიმართებაში, რომ იგი ემსახურება თვითშეფასების ამაღლებას. შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ მორწმუნეები იმიტომ ახდენენ ათეისტების სტიგმატიზაციას, რომ აიმაღლონ თვითშეფასება და გაიმტკიცონ საკუთარი რწმენა?

სტიგმას განსაკუთრებულად ამძაფრებს ის ფაქტორი, რომ მასზე პასუხისმგებლობა მიეწერება თვითონ ადამიანს. რადგან ეს არის მოცემული ინდივიდის არჩევანი, სტიგმა უფრო ძლიერია და ხშირად არის ზიზღის/შიშის კონტექსტში უფრო მეტად, ვიდრე სიბრალულის.

სტერეოტიპისაგან განსხვავებით, რომელიც სხვების მიერ მიეწერება ინდივიდს, სელფ–სტიგმა არის ინდივიდის მიერ საკუთარ თავზე ნეგატიური ხატის იმპლიციტური ინტერნალიზაცია, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის მიმღებლობაში უშლის ხელს (West et al. 2011) მიუხედავად რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებისა (Hereck 2007). ექსტერნალური ზეწოლის გამო, სელფ–სტიგმა „ყვავობს“ ადამიანში და ხელს უშლის მას ეჭვი შეიტანოს იმ სქემებში, რომელიც არის საფუძველი უთანასწორობისა, რაც სტიგმის
თანმდევია (Link & Phelan 2001).

1
27
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
27
  
2017, 15 თებერვალი, 14:40
კარგი ნამუშავეარია
0 1 1