x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ათეიზმი და მასთან დაკავშირებული სტიგმა

მრავალ რელიგიურ კულტურაში, ათეისტები არიან სოციუმისგან „განდევნილი“ პირები. ასეთ ქვეყნებში არსებობს სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია ათეიზმთან და მრავალი ათეისტი თავისუფლად ვერ გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს და იძულებულნი არიან იყვნენ ფარული ათეისტები.image
საერთოდ ათეიზმი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ღმერთის გარეშე“, ათეისტები არიან ურწმუნოები ანუ არ სწამთ რაიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის და ა.შ. ათეიზმი უძველესი დროიდან მოდის და მომდინარეობს, მაგალითად პლატონის აპოლოგიაში მელეთოსმა სოკრატეს ღმერთების ურწმუნოება დასწამა.. მაგრამ ადრე ამას ისეთი სავალალო შედეგები არ მოჰყვებოდა როგორც რენესანსის დროინდელ ევროპაში, ამის გამო გამოიგონეს ინკვიზიცია, რათა
„ურწმუნოები“ დაესაჯათ რის გამოც ბევრმა გამომგონებელმა თავისი ნამუშევარი ვერ წარმოადგინა, რადგან შიში ჰქონდა, რომ ჯადოქრობას დასწამებდნენ და დაწვავდნენ კოცონზე.

ათეისტები რელიგიურ ქვეყნებსა თუ რელიგიურ სუბკულტურებში
ხშირად აწყდებიან ზეწოლას ოჯახისა და სოციუმის მხრიდან, რის გამოც უჭირთ ამის გამხელა ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამით უპირისპირდებიან მათ და მათს რწმენათა სისტემას.
ისლამურ ქვეყნებში, გაცხადებული ათეისტები აწყდებიან ისეთ პრობლმებს როგორიცაა: ძალადობა, ციხე და ხშირად სასტიკი მკვლელობებიც. ათეისტებს ზემოდან უყურებენ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა შეერთებული შტატები და კანადა. საზოგადოებას ძირითადად აქვს ძალიან ცუდი შეხედულებები ათეისტებზე.


BBC 2014 წელს აქვეყნებს სტატიას სახელად „ათეისტად ყოფნის სტიგმა შეერთებულ შტატებში“. ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელებს ურჩევნიათ ჰყავდეთ პრეზიდენტი, რომელიც იქნება 70 წლის, რომელსაც არასდროს არ დაუკავებია სახელმწიფო თანამდებობა და, თუნდაც, რომელიც
არ მალავს საკუთარ განსხვავებულ ორიენტაციას, ვიდრე ჰყავდეთ ისეთი, რომელიც არის ათეისტი. ასევე მანამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელები ათეისტებს უფრო ნაკლებად სანდოდ თვლიან, ვიდრე მოძალადეებს.

ექიმმი სემ ჰარისი, ახალი ათეისტური მოძრაობის დამაარსებელი
თვლის, რომ ათეისტები საკუთარ თავს აღარ მოიხსენიებენ ამ სახელით, რადგან ათეისტის იარლიყი უტოლდება ბავშვებზე მოძალადის სტატუსს. ამერიკელი ათეისტი რიჩარდ ქერიერი წერს: ” ათეისტებმა სხვებზე უკეთ იციან, თუ იტყვი რომ არ გწამს უმეტესად ხდები სოციუმისგან განდევნილი. სწორედ ამ სტიგმის გამო, რომელსაც ატარებს იარლიყი „ათეისტი“, ხშირია, რომ ათეისტები საკუთარ თავს უწოდებენ სკეპტიკოსებს, ჰუმანისტებს, თავისუფლად მოაზროვნეებს
და არამორწმუნეებს. “ რეალურად ამ ტერმინებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, მაგრამ მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა "ათეისტის" მოხმარება, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოება მათ მიიჩნევს სატანისტებად, მორალური საზღვრების არმქონეებად.

მსგავსად ამისა საქართველოში, რომელიც ქრისტიანულ ქვეყანად ითვლება და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართმადიდებელია. ათეისტები ხშირად მოიხსენიებიან, როგორც სატანისტები. განსაკუთრებულად ეს ტენდენცია იკვეთება უფროს თაობაში. ასეთი ადამიანები მიიჩნევიან, როგორც განსხვავებულნი, განსხვავებულობას კი ხშირად ამ ადამიანების გარიყვისკენ მივყავართ, აღვიქვამთ მათ როგორც „ისინი“ ჯგუფად. განსაკუთრებით ახალ თაობას უჭირს გაუმხილოს საკუთარ ოჯახს თავისი შეხედულებები ამის თაობაზე, რადგან მაშინვე მოდის მოსაზრებები, რომ რაიმე სექტაშია გაწევრიანებული. ხშირად ათეისტებს აკავშირებენ ისეთ სუბკულტურებს, როგორიცაა გოთები, ემოები და შესაბამისად, ხშირად ის სტერეოტიპული მოსაზრებები, რომლებიც მათზე არსებობს, გადმოდის ათეიზმზეც.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0