x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პოლონეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში უკვე მიიღო ფრთოსანი რაკეტების პირველი პარტია

image სამხედრო პოლიტიკურმა ალიანსმა "ნატო" რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერების პრევენციის მიზნით პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში განათავსა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი დანაყოფები, პოლონეთი თავადაც ერთერთი იარაღის მწარმოებელი ქვეყანაა და მუდმივად გეგმაზომიერად ახდენს მოძველებული საბჭოთა წარმოების მძიმე ტექნიკის, საავიაციო საშუალებების და საბრძოლო ამუნიციის ჩანაცვლებას თანამედროვე ტექნოლოგიის საფუძვლებზე ნაწარმოები ტექნიკით.
პოლონეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმა კონტრაქტი რომლის ღირებულება 213 მილიონ 500 000ევროა. ამ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში პოლონეთმა უკვე მიიღო ამერიკული მაღალი სიზუსტის "ჰაერი–მიწა" კლასის ფრთოსანი რაკეტები "Jassm Extended Range"–ასეთი განცხადება გააკეთა პოლონეთის თავდაცვის ვიცე–მინისტრმა ბარტოშ კოვნაცკიმ, რომელზე დაყრდნობითაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რადიოსადგური "Радио Польша".

აღნიშნული რაკეტებით აღჭურვავენ F-16–ებს, რომლებიც განთავსებული არიან პოზნანში და ქალაქ ლასკში ლოძთან ახლოს.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს პოლონურ ქალაქ პოზნანში ჩამოფრინდა სამხედრო თვითმფრინავი ამერიკელი მებრძოლებით ბორტზე. რამდენიმე დღით ადრე კი პოლონეთში ჩავიდა ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო განცხადება, რადგან მიაჩნია რომ აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას.

0
121
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0